3.40.26. Должны знать и исполнять волю (призванию) Бога

2Фес. 2,14

- призвание от чрева матери Ис. 49,1 Деян. 22,14.15 Гал. 1,15

- призван Духом Святим Деян. 9,15

- призван апостолом Рим. 1,[1]

- знать цену собственного призвания 2Кор. 11,5; 12,11; 1Тим. 1,15.16

- призванным от Бога самим никто не станет Евр. 5,4

3.40.26. ვიცოდეთ ღვთის ნება (მოწოდება, ხმობა) ჩვენს ცხოვრებაში და აღვასრულოთ

2თეს.2,14

- მოწოდება დედის მუცლიდან ეს.49,1 საქ.22,14.15 გალ.1,15

- ხმობა სული წმიდის მიერ საქ.9,15

- ხმობა მოციქულად რომ.1,[1]; 1კორ.1,1

- საკუთარი მოწოდების ფასის ცოდნა 2კორ.11,5; 12,11; 1ტიმ.1,15.16

- ღვთისგან ხმობილი თჳისით ვერავინ გახდება ებრ.5,4

ბიბლიის მუხლები

 

ესაია 49

1. მისმინეთ, ზღვისპირელნო, და გამიგონეთ, შორეულო ხალხებო! უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი.

საქმეები 9

15. მაგრამ უფალმა უთხრა: წადი, რადგან ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი, რათა ატაროს ჩემი სახელი ხალხთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე.

საქმეები 22

14. ხოლო მან მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ აგირჩია შენ, რათა შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მის ბაგეთაგან ისმინო სიტყვა.

15. რადგანაც შენ იქნები მისი მოწმე ყოველი კაცის წინაშე იმის გამო, რაც იხილე და ისმინე.

რომაელთა 1

1. პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოციქულად ხმობილი და ღვთის სახარებისათვის რჩეული, 

1.კორინთელთა 1

1. პავლე, ღვთის ნებით ხმობილი მოციქული იესო ქრისტესი, და სოსთენე, ძმა, -

2კორინთელთა 11

5. მაგრამ, ვფიქრობ, არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები.

2კორინთელთა 12

11. უგუნური გავხდი ქადილით; თქვენ მაიძულეთ, ვინაიდან თქვენ უნდა გექეთ; რადგანაც არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები, თუმცაღა არარა ვარ.

გალატელთა 1

15. ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, -

2თესალონიკელთა 2

14. სწორედ ამისთვის გიხმოთ ჩვენი სახარებით, რათა მიაღწიოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებას.

1ტიმოთე 1

15. სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.

16. მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.

ებრაელთა 5

4. თავისთავად ვერავინ მიიღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ღვთის მიერაა ხმობილი, აარონის მსგავსად.

_თემაზე წერდნენ__

***

თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს.

__ შოთა რუსთაველი __

***

ვინც რა ვართ უნდა ვიცოდეთ ღვთის დადებული წესია.

__ვაჟა-ფშაველა__