3.46.30 Голод - испытание

***

12:10 был голод в той земле. Угроза голода всегда существовала в Ханаане. Этот голод можно понимать и в духовном смысле, т.е. Аврам не встретил никого, кто бы разделял его веру.

Бытие 12 глава – Библия – Женевская Библия

***

12:10-20 Но и у людей веры бывают падения. Когда настал голод, Аврам оставил место, выбранное для него Богом, и бежал в Египет – символ мира.

Бытие 12 глава – Библия – Комментарии МакДональда

***

Плодоносная земля Ханаана стала бесплодной, но не только в наказание за беззакония проживающих там хананеев, но и для испытания веры Аврама, который пришел туда. Это было очень суровое испытание, а именно: что он подумает (1) о Боге, который привел его туда; не скажет ли он вместе со своими ропщущими потомками, что Бог вывел его, чтобы уморить голодом (Исх 16:3). Ничто, кроме сильной веры, не поддержит в нас добрые мысли о Боге, если мы подвергаемся подобному провидению.

(2) О земле обетованной. Будет ли он считать эту землю достойным подарком, чтобы принять его, и не будет ли он сожалеть о том, что оставил собственную страну, раз, как теперь оказалось, это была земля, поедающая живущих на ней. Бог испытывал, останется ли стойкой и непоколебимой его уверенность в том, что Бог, который привел его в Ханаан, сохранит его там, и будет ли он радоваться в Нем, как в Боге своего спасения, когда смоковница не расцветет (Авв 3:17,18). Отметьте:

[1] сильная вера обычно испытывается различными искушениями, чтобы она оказалась к похвале и чести и славе (1Пет 1:6,7).

[2] Богу иногда угодно испытать великими страданиями тех, кто является начинающим в религии.

Бытие 12 глава – Библия – Комментарии Мэтью Генри

3.46.30 შიმშილობის განსაცდელი

შიმშილის დასაძლევად:

- მიგრაცია დაბ.12,[10]; 26,1-3.6 რუთ.1,1; 4მფ.8,1.2 საქ.7,11

- საშოვარზე წასვლა დაბ.42,5; 43,1.2; 46,3-5

- დრტვინვა ღვთის წინაშე გამ.16,3

- რწმენით ლოცვა წვიმის მოსასვლელად 3მფ.18,41-46

- ალტერნატიული საკვების გამონახვა 4მფ.4,38-41

- სასწაულებრივი ალაფი 4მფ.7,3-8

- უფალზე დაიმედება აბაკ.3,17.18

- განსაცდელების დათმენა იოან.16,33 საქ.7,22; 1პეტ.1,6.7

-

შიმშილობის მიზეზი:

- ცოდვა 2მფ.21,1

- ბოლო ჟამი მათ.24,7 ლუკ.21,11

-

შიმშილობის თანმდევი:

- სურსათის სიძვირე 4მფ.6,25; 7,1.2

- გაუწყლოება იერ.14,1-6

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 12

10. შიმშილი იყო ქვეყანაში და წავიდა აბრამი ეგვიპტეში საცხოვრებლად, რადგან მძვინვარებდა შიმშილი ქვეყანაში.

დაბადება 26

1. ჩამოვარდა შიმშილი ქვეყანაში იმ წინანდელი შიმშილობის შემდეგ, აბრაამის დროს რომ მოხდა, და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.

2. გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: ნუ ჩახვალ ეგვიპტეში, იმ ქვეყნად დასახლდი, რომელსაც გეტყვი.

3. მდგმურად იყავი ამ ქვეყანაში და მეც შენთან ვიქნები, გაკურთხებ და შენს შთამომავლობას მივცემ მთელს ამ ქვეყნებს, ავასრულებ ფიცს, რომელიც აბრაამს, მამაშენს დავუდევი,

6. დაიწყო ცხოვრება ისაკმა გერარში.

დაბადება 42

5. მივიდნენ ისრაელიანები სხვა მიმსვლელებთან ერთად, რადგან შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაში.

დაბადება 43

1. მძიმე გახდა შიმშილი ქვეყანაზე.

2. როცა შეჭამეს მთელი პური, ეგვიპტიდან რომ ჰქონდათ ამოტანილი, მამამ უთხრა მათ: გაბრუნდით, კიდევ გვიყიდეთ მცირედი საზრდო.

დაბადება 46

3. უთხრა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.

4. მეც ჩაგყვები ეგვიპტეში, მევე ამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით.

5. აიყარა იაკობი ბერშებადან და წაიყვანეს ისრაელიანებმა იაკობი, თავიანთი მამა, და თავიანთი ცოლ-შვილი ურმებით, ფარაონმა რომ გამოუგზავნა.

გამოსვლა 16

3. უთხრეს ისრაელიანებმა: ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და გაძღომამდე ვჭამდით პურს! მოგვიყვანე ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტო მთელი კრებული!

რუთი 1

1. ეს მოხდა მსაჯულთა მსაჯულობის დროს, როცა ქვეყანაში შიმშილი იყო. წავიდა ერთი კაცი იუდას ბეთლემიდან მოაბის ველზე საცხოვრებლად თავისი ცოლითა და ორი ვაჟითურთ.

2მეფეთა 21

1. სამ წელიწადს ზედიზედ შიმშილობა იყო დავითის დროს. დაეკითხა დავითი უფალს და უთხრა უფალმა: საულისა და მისი სისხლიანი სახლის გამოა, რადგან გაბაონელნი გაწყვიტა.

3მეფეთა 18

41. უთხრა ელიამ აქაბს: წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის ხმაური ისმის უკვე.

42. წავიდა აქაბი, რომ ეჭამა და ესვა; ხოლო ელია ქარმელის თავზე ავიდა, მიწაზე გაწვა და პირისახე მუხლებში ჩამალა.

43. უთხრა მსახურს: წადი, ზღვისკენ გაიხედე. ისიც წავიდა და გაიხედა. თქვა: არაფერი ჩანს. უთხრა ელიამ: შვიდგზის გააკეთე ასე.

44. მეშვიდე ჯერზე თქეა: აჰა, მცირე ღრუბელი, მუჭისოდენა, ამოდის ზღვიდან. თქვა ელიამ: წადი, უთხარი ახაბს, ეტლი შეკაზმე და გაბრუნდი, წვიმამ არ მოგისწროს- თქო.

45. ამასობაში ცა მოიღრუბლა, ქარმა დაუბერა და წამოვიდა ხშირი წვიმა. შეჯდა ეტლზე აქაბი და იზრეყელისკენ გაემართა.

46. და უფლის ხელი იყო ელიასთან, და შეიკრა ქამარი თავისი და რბოდა აქაბის წინ იზრეყელამდე.

4მეფეთა 4

38. დაბრუნდა ელისე გილგალს. შიმშილობა იყო ქვეყანაში. წინ უსხდა წინასწარმეტყველთა გუნდი და უთხრა მსახურ ბიჭს: დადგი დიდი ქვაბი და კერძი მოუხარშე წინასწარმეტყველთა გუნდს.

39. გავიდა ერთი მათგანი მინდორში მწვანილს მოსაკრეფად, იპოვა ველური ვაზი, დაკრიფა მთელი კალთა ველური ნაყოფი. მოვიდა და ჩააჭრა შეჭამადის ქვაბში, მათ კი ვერ გაიგეს.

40. გადმოუსხეს კაცებს საჭმელად და, როცა ჭამდნენ კერძს, აყვირდნენ და თქვეს: სიკვდილია ქვაბში, ღვთისკაცო! და ვეღარ შეჭამეს.

41. თქვა: მომეცით ფქვილი. ჩაყარა ქვაბში და თქვა: დაუსხით ხალხს, ჭამონ. ცუდი აღარაფერი იყო დარჩენილი ქვაბში.

4მეფეთა 6

25. დიდი შიმშილობა იყო სამარიაში, სანამ ალყა ჰქონდა შემორტყმული; სახედრის თავი ოთხმოც ვერცხლად გადიოდა, ხოლო კაბის მეოთხედი მტრედის სკორე - ხუთ ვერცხლად.

4მეფეთა 7

1. თქვა ელისემ: ისმინეთ უფლის სიტყვა. ასე ამბობს უფალი: ხვალ ამ დროს ერთი სეა გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი ეღირება, ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი სამარიის კარიბჭესთან.

2. მიუგო ღვთისკაცს კარისკაცმა, რომლის მკლავს ეყრდნობოდა მეფე, და უთხრა: აჰა, სარკმელებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი ამბავი? თქვა ღვთისკაცმა: აჰა: შენი თვალით იხილავ, მაგრამ ჭამით ვერ შეჭამ.

3. ოთხი კეთროვანი იჯდა კარიბჭის შესასვლელთან და ეუბნებოდა ერთმანეთს: რისთვის ვსხედვართ აქ და ველოდებით სიკვდილს?

4. თუ ქალაქში წასვლას დავაპირებთ, შიმშილობაა ქალაქში და იქ დავიხოცებით. თუ აქ დავრჩებით, მაინც დავიხოცებით. მოდით, ავდგეთ და არამელთა ბანაკში ჩავიდეთ. თუ ცოცხალი დაგვტოვეს, ხომ კარგი; თუ დაგვხოცეს, დავიხოცოთ.

5. ადგნენ ბინდბუნდში, რომ არამელთა ბანაკში წასულიყვნენ. მიადგნენ არამელთა ბანაკს და, აჰა, კაციშვილი არ იყო იქ.

6. უფალს ჩაუსმენია არამელთა ბანაკისთვის ეტლებისა და ცხენების ხმაური და დიდძალი ჯარის ყიჟინა. უთქვამთ ერთმანეთისთვის: ჩვენს წინააღმდეგ დაიქირავა ალბათ ისრაელის მეფემ ხეთელთა და ეგვიპტელთა მეფეები და დაგვესხნენ თავს.

7. ამდგარან და გაქცეულან დილის ბინდბუნდში, მიუგოვებიათ კარვები, ცხენები და სახედრები, მთელი ბანაკი ხელუხლებლად, და გაქცეულან თავის გადასარჩენად.

8. მიადგნენ ეს კეთროვანები ბანაკის კიდეს და შევიდნენ ერთ კარავში. ჭამეს, სვეს, აიღეს იქიდან ოქრო-ვერცხლი და ტანისამოსი, წამოიღეს და დამალეს. მობრუნდნენ, სხვა კარავში შევიდნენ, იქიდანაც წამოიღეს და დამალეს.

4მეფეთა 8

1. ასე უთხრა ელისემ ქალს, შვილი რომ გაუცოცხლა: ადექი და წადი შენი სახლითურთ და დადექი სადმე მდგმურად, სადაც შეგეძლება, რადგან მოუხმო უფალმა შიმშილობას და მოვიდა კიდეც ქვეყანაზე შვიდი წლით.

2. ადგა ის ქალი და ღვთისკაცის სიტყვისამებრ მოიქცა: წავიდა თავისი სახლითურთ და შვიდ წელიწადს მდგმურობდა ფილისტიმელთა ქვეყანაში.

იერემია 14

1. უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ, გვალვის გამო.

2. გლოვობს იუდა, ჩაკვდნენ მისი ჭიშკრები, თავი ჩაქინდრეს; იერუსალიმი ხმამაღლა კივის.

3. დიდებულნი წყალზე გზავნიან თავიანთ ყმებს, მიდიან ჭებთან და წყალს ვერ პოულობენ. ცარიელი ჭურჭლებით ბრუნდებიან უკან გაწბილებულნი, სირცხვილისაგან თავს იბურავენ.

4. დასკდა მიწა, რადგან წვიმა არ მოსულა ქვეყანაში; დაირცხვინეს მიწის მუშაკებმა, თავი დაიბურეს.

5. შველმაც კი მიაგდო ნუკრი, ველზე რომ დაბადა, რადგან ბალახი აღარ იზრდება.

6. გარეული ვირები შემდგარან ბორცვზე და ჰაერს ყლაპავენ ტურებივით; თვალები დაევსოთ, რადგან აღარ არის ბალახი.

აბაკუმი 3

17. თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი და აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი და მინდვრებმა საზრდო არ მოიტანონ; მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსელში საქონელი,

18. მე მაინც უფალში გავიხარებდი, მუდამ ვილხენდი ჩემი ხსნის ღმერთში.

მათე 24

7. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ.

ლუკა 21

11. და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ - შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით.

იოანე 16

33. ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს".

საქმეები 7

11. შიმშილობა და დიდი განსაცდელი ჩამოვარდა მთელ ეგვიპტესა და ქანაანში; საზრდოს ვეღარ შოულობდნენ ჩვენი მამები.

22. ამხნევებდნენ და შეაგონებდნენ მოწაფეებს, რომ მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში. ეუბნებოდნენ: მრავალი ჭირის მეშვეობით უნდა შევიდეთო ღვთის სამეფოში.

1პეტრე 1

6. ამით გაიხარეთ, თუმცა ამჟამად - თუ საჭიროა - სხვადასხვა განსაცდელით მცირედ გატანჯულნო.

7. რათა თქვენი გამოწრთობილი რწმენა, ცეცხლში გამობრძმედილ, ხრწნად ოქროზე ბევრად ძვირფასი აღმოჩნდეს, ქების, პატივისა და დიდებისთვის იესო ქრისტეს გამოჩენისას,

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.12:10 ქანაანში ყოველთვის იყო შიმშილობის საშიშროება. ეს შიმშილი შეიძლება გაგებულ იქნეს სულიერი აზრითაც, რადგან აბრამი ვერ შეხვდა ვერავის ვისთანაც გაიზიარებდა რწმენას.

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __

***

დაბ.12:10 რწმენის კაცებსაც უწევთ დაცემა. როცესაც ჩამოვარდა შიმშილობა, აბრამმა მიატოვა ღმერთისგან მისთვის არჩეული ადგილი და გაიქცა ეგვიპტეში, რომელიც არის ქვეყნიერების სომბოლო.

__ მაკდონალდის კომენტარი __

***

დაბ.12,10 ქანაანის ნაყოფიერი მიწა იქცა უნაყოფოდ, არა მხოლოდ იქაურების ურჯულოების სასჯელად, ასევე იქ მისული აბრამის გამოსაცდელად. ჯერ იმიტომ თუ რას იფიქრებს იგი (1) ღმერთზე, რომელმაც იქ მიიყვანა, ხომ არ ეტყვის მდრტვინავ თავისიანებს, რომ მან მოიყვანა აქ შიმშილით სასიკვდილოდ (გამ.16:3).

(2) აღთქმულ მიწაზე. ჩასთვლის თუ არა მას ღირსეულ საჩუქრად, ხომ არ ინანებს, რომ მიატოვა თავისი ქვეყანა. ღმერთმა გამოსცადა, დარჩება თუ არა მტკიცე და ურყევი რწმენაში, რომ ის, ვინც მოიყვანა ქანაანში, არჩენს კიდეც აქ და გაიხარებს თუ არა თავისი ხსნის ღმერთში, თუნდაც აღარ გამოიღოს ნაყოფი ლეღვმა (აბაკ.3:17,18).

მოინიშნეთ:

[1] ძლიერი რწმენა ჩვეულებრივ გამოიცდება სხვადასხვა განსაცდელებით, რათა აღმოჩნდეს ღირსი პატივისა და დიდებისა (1პეტ.1:6,7).

[2] ღმერთს ხშირად სურს გამოსცადოს დიდი განსაცდელებით ისინი, ვინც ჯერ კიდევ ახალია სარწმუნოებაში.

__ მეთიუ ჰენრი __