3.48.23 Благословенные

3.48.23 კურთხეულები

მიზეზები:

- პატიება ფს.31,1.2

- წვრთნა ღმერთისგან ფს.93,12

- მართლობა რომ.4,6-9

- რწმენა გალ.3,9

- რჩეულობა ეფ.1,3.4

- ღვთის სიტყვის დამცველი გმცხ.1,3

-

დრო:

- წარსული ეფ.1,3.4

- აწმყო ლუკ.6,22

- საუკუნო მომავალი მათ.25,34

-

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 31

1. ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა.

2. ნეტარია კაცი, ვისაც არ ჩაუთვლის ცოდვას უფალი და ვის სულშიც არ არის სიცრუე.

ფსალმუნი 93

12. ნეტარია კაცი, რომელსაც წვრთნი უფალო, და ასწავლი შენს რჯულს.

მათე 25

34. მაშინ ეტყვის მეფე მარჯვნივ მდგომთ: მოდით, მამაჩემის მიერ კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო.

ლუკა 6

22. ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა მოგიშორებენ და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს აბუჩად აიგდებენ, როგორც ბოროტს, ძე კაცისას გამო.

რომაელთა 4

6. როგორც დავითიც ამბობს იმ ადამიანის ნეტარებაზე, რომელსაც ღმერთი საქმეთა გარეშე უთვლის სიმართლეს:

7. ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა.

8. ნეტარია კაცი, ვისაც არ ჩაუთვლის ცოდვას უფალი.

9. მაშ, ეს ნეტარება წინადაცვეთაზეა თუ წინადაუცვეთელობაზეც? ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ აბრაჰამს რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ.

გალატელთა 3

9. ამიტომ ისინი, ვინც რწმენისგან არიან, ერთგულ აბრაჰამთან ერთად იკურთხებიან.

ეფესელთა 1

3. კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში,

4. როგორც ამოგვირჩია მასში ქვეყნიერების შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით.

გამოცხადება 1

3. ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ წინასწარმეტყველების სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა დრო.