3.33.3. Дух Святой входит и водит смиренного

Чис.11,17; 27,18 Суд.3,10; 11,29; 13,25; 14,6.7.9; 15,14; 1цар.10,6.9.10; 16,3 Ис.11,2 Иез.36,26.27 Ин.3,34 Деян.2,6.8.11; 10,19; 21,4.11 Рим.8,9.14.15; 2Кор.1,22 Гал.4,6

.

Иезекииль 36:26,27.

И дам вам сердце новое и дух новый дам вам;и возьму из плоти вашей сердце каменное,и дам вам сердце плотяное.

Вложу внутрь вас дух Мой и сделаю то,что вы будете ходить в заповедях Моих и уставы Мои будете соблюдать и выполнять.

Деяния 2:6-8,11

Когда сделался этот шум,собрался народ и пришел в смятение;ибо каждый слышал их говорящих его наречие.

И все изумлялись и дивились,говоря между собою:сии говорящие не все ли Галилеяне?

Как же мы слышим каждый собственное наречие,в котором родились.

Критяне и Аравитяне,слышим их нашими языками говорящих о великих делах Божиих?

Деяние 10:19

Между тем как Петр размышлял о видении,Дух сказал ему:вот,три человека ищут тебя;

Деяние 21:4,11

И,нашедши учеников,пробыли там семь дней;они,по внушению Духа,говорили Павлу,чтобы он не ходил в Иерусалим.

И,вошед к нам,взял пояс Павлов и,связав себе руки и ноги,сказал:так говорит Дух Святый:мужа,чей этот пояс,так свяжут в Иерусалиме Иудеи и предадут в руки язычников.

К Римлянам 8:9

Но вы не по плоти живете,а по духу,если только Дух Божий живет в вас.Если же кто Духа Христова не имеет,тот и не Его.

2Коринф 1:22

Который и запечатлел нас и дал залог Духа в сердца наши.

к Галатам 4:6

А как вы-сыны,то Бог послал в сердца ваши Духа Сына Своего,вопиющего:"Авва,Отче!"

3.33.3. სული წმიდის მიღება ღვთის სულის ჩადგმაა კაცის სხეულში - მის საწინამძღვროდ

რიცხ.11,17; 27,18 მსაჯ.3,10; 11,29; 13,25; 14,6; 15,14; 1მფ.10,6.9.10; 16,3 ეს.11,2 ეზ.36,26.27 ინ.3,34 საქ.2,6; 10,19; 21,4 რომ.8,9.14.15; 2კორ.1,22 გალ.4,6

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 11

17. ჩამოვალ და იქ დაგელაპარაკები; ავიღებ ნაწილს სულისაგან, შენზე რომ არის, და მათაც მოვაფენ, რომ შენთან ერთად ზიდონ ამ ხალხის ტვირთი და მარტო შენ რომ არ ატარო.

რიცხვნი 27

18. უთხრა უფალმა მოსეს: წაიყვანე იესო ნავეს ძე, რომელშიც არის სული, და დაასხი მას ხელი.

მსაჯულნი 3

10. უფლის სული იყო მასზე და გახდა იგი ისრაელის მსაჯული. გავიდა სალაშქროდ და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშთაიმი, არამის მეფე. სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშთაიმს.

მსაჯულნი 11

29. გადმოვიდა უფლის სული იფთახზე და მან გაიარა გალაადი და მენაშე, გაიარა გალაადის მიცფა და გალაადის მიცფადან წავიდა ყამონელებზე.

მსაჯულნი 13

25. უფლის სულმა იწყო მისი აღძვრა დანის ბანაკში ცორასა და ეთშაოლს შორის.

მსაჯულნი 14

6. მოიცვა იგი უფლის სულმა და თიკანივით შუაზე გახლიჩა ლომი, ისე რომ ხელში არაფერი სჭერია. მამისთვის და დედისთვის არ უთქვამს, რაც ჩაიდინა.

მსაჯულნი 15

14. ლეხთან რომ მივიდა, ყიჟინით შემოეხვივნენ ფილისტიმელები. უფლის სული გადმოვიდა მასზე, თოკები, რომლებითაც ხელები ჰქონდა შეკრული, დამწვარი სელივით შეიქმნა და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან.

1მეფეთა 10

6. ღვთის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად აქადაგდები, სხვა კაცად გარდაიქმნები.

9. როგორც კი გატრიალდა საული წასასვლელად სამუელისგან, სხვა გული ჩაუდგა მას ღმერთმა და ყველა ნიში აუცხადდა იმ დღეს.

10. ავიდნენ გორაკზე და, აჰა, მოდის მისკენ ქადაგთა გუნდი. გადმოვიდა მასზე ღვთის სული და ისიც მათთან ერთად აქადაგდა.

1მეფეთა 16

3. მსხვერპლთან დაუძახე იესეს და მე გასწავლი, რაც უნდა გააკეთო; ზეთს სცხებ მას, ვისზედაც გეტყვი.

ესაია 11

2. დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა.

ეზეკიელი 36

26. მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით; ამოგაცლით ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.

27. ჩემს სულს ჩაგიდგამთ შიგნით და ისეთებს გაგხდით, რომ ჩემს წესებზე იაროთ და ჩემი სამართალი აღასრულოთ.

იოანე 3

34. რადგან ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმრთის სიტყვებს ამბობს, ვინაიდან ღმერთი ზომით როდი იძლევა სულს.

საქმენი მოციქულთა 2

6. ეს ხმა რომ გაისმა, შემოკრბა მთელი ხალხი და შეძრწუნდა, ვინაიდან თვითეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე.

საქმენი მოციქულთა 10

19 ვიდრე პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, სულმა უთხრა მას: “აგერ, სამი კაცი გეძებს შენ.

საქმენი მოციქულთა 21

4. მოწაფეები მოვინახულეთ და შვიდი დღე დავყავით იქ; ხოლო ისინი, სულით აღძრულნი, იერუსალიმში ასვლას უშლიდნენ პავლეს.

რომაელთა 8

9. ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ - სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი.

14. ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს.

15. რადგან მონობის სული როდი მიგიღიათ, რომ კვლავ გეშინოდეთ, არამედ მიიღეთ ძეობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: აბბა, მამაო!

2კორინთელთა 1

22. რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში.

გალატელთა 4

6. ხოლო რაკი ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს: „აბბა, მამაო“!