2.14.2. Память праведника пребудет благословенна

3цар.11,36,, 4цар.19,34,, 2пар.24,16 Пс.111,6 Прит.10,7 Мар.14,3.9 Лук.1,48

2.14.2. კურთხეულია მართლის მოსაგონარი

მსაჯ.11,40; 3მფ.11,36,, 4მფ.19,34,, 2ნეშ.24,16 ფს.111,[6] იგ.10,7 სიბრ.4,1.2 მარ.14,3.9 ლუკ.1,48

.

- თხოვნა ღმერთმა გაგვიხსენოს გაკეთებული სიკეთისთვის ნეემ.13,22.31

.

- ღმერთი არ ივიწყებს სიყვარულით აღსრულებულ საქმეთ ებრ.6,10-12

.

ბიბლიის მუხლები

მსაჯულნი 11

40. წლიდან წლამდე, წელიწადში ოთხ დღეს გადიოდნენ ისრაელის ასულნი გილყადელი იფთახის ასულის გამოსაგლოვად.

3მეფეთა 11

36. მის ძეს კი ერთ ტომს მივცემ, რომ მუდმივად დაურჩეს ლამპარი დავითს, ჩემს მსახურს, ჩემ წინაშე იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ჩემთვის ავირჩიე ჩემი სახელის იქ დასამკვიდრებლად.

4მეფეთა 19

34. მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მსახურისთვის”.

2ნეშტთა 24

16. დავითის ქალაქში, მეფეებთან დაკრძალეს იგი, რადგან კეთილს ჩადიოდა ისრაელში, ღვთისა და მისი სახლისთვის.

ნეემია 13

22. ვუბრძანე ლევიანებს, რომ განწმედილიყვნენ და მოსულიყვნენ კარიბჭეთა დასაცავად, რათა წმიდაეყოთ შაბათი. ესეც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და შენი წყალობის სიდიადისამებრ მომეპყარი.

31. შეშისა და პირველნაყოფთა შესაწირები დავადგინე განსაზღვრულ დროს. სასიკეთოდ გამიხსენე მე, ღმერთო ჩემო.

ფსალმუნი 111

6. უკუნისამდე არ წაბორძიკდება; მარადიული იქნება მართლის ხსოვნა.

იგავნი 10

7. კურთხეულია მართლის სახსენებელი, ბოროტეულთა სახელი კი დალპება.

სიბრძნე სოლომონისა 4

1. უმჯობესია უშვილობა სიქველეში, რადგან უკვდავი იქნება მისი ხსოვნა; მას ღმერთიც აღიარებს და ადამიანებიც.

2. ვიდრე ჩვენთანაა, მას ბაძავენ და, როცა შორსაა, მისკენ ისწრაფვიან; და საუკუნოდ გვირგვინოსანი ზეიმობს, როგორც მომგები ბრძოლისა უბიწო ღვაწლით.

მარკოზი 14

3. როცა იესო ბეთანიაში, სიმონ კეთროვნის სახლში იყო და სუფრასთან იჯდა, მივიდა ქალი, რომელსაც ძვირადღირებული ნარდის სუფთა ნელსაცხებელი ჰქონდა ალებასტრონით; გატეხა ალებასტრონი და თავზე დაასხა მას.

9. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ ქვეყანაზე, იმასაც იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისივე მოსაგონებლად”.

ლუკა 1

48. რადგან მოხედა თავისი მხევლის თავმდაბლობას და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის ყოველი თაობა.

ებრაელთა 6

10. ვინაიდან ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რაც გასწიეთ მისი სახელისთვის, ემსახურებოდით რა წმიდებს და კვლავაც ემსახურებით.

11. თუმცა გვწადია, რომ ყოველი თქვენგანი ბოლომდე ასეთივე ერთგულებას იჩენდეს იმედის აღსრულებამდე.

12. რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენითა და სულგრძელობით იმკვიდრებს აღთქმებს.