1.1.93 Вирсавия - колодезь клятвы

Быт.21,14.31-33; 22,19; 26,23.24.31-33; 28,10; 46,1 Иисн.15,28; 19,2; 1цар.8,2; 2цар.17,11; 3цар.19,3 Ам.5,5; 8,14

1.1.93 ბერშება, ბეერ-შებაყი, ჭა ფიცისა

ჭა ბერშებას უდაბნოში, სადაც ღმერთი გამოეცხადა:

- აგარს დაბ.21,14

- ისააკს დაბ.26,23.24

- იაკობს დაბ.46,1

- ელიას 3მფ.19,3

.

სხვა ცნობები მის შესახებ:

- იწოდა მიცემული ფიცის გამო დაბ.21,31-33

- მკვიდრობდა აბრაამი დაბ.22,19

- ისააკი ცხოვრობდა იქ დაბ.26,31-33

- იქიდან წავიდა იაკობი დაბ.28,10

- მიეცა სამკვიდრო წილად იუდას ტომს იესნ.15,28

- გადაეცა სიმონის ტომს იესნ.19,2

- იქ მსაჯულობდნენ სამუელის ძეები 1მფ.8,2

- დანიდან ბერშებამდე ნიშნავს ორ უკიდურეს მხარეს 2მფ.17,11

- იყო კერპთაყვანისმცემლობის კერა ამ.5,5; 8,14

ბიბლიის მუხლები

დაბადება 21

14. ადგა დილაადრიანად აბრაამი, აიღო პური, ერთი მათარა წყალი და მისცა აგარს, ზურგზე შეუსვა ბავშვი და გაუშვა. წავიდა ქალი და ხეტიალობდა ბერშებას უდაბნოში.

31. ამიტომ უწოდა ამ ადგილს ბერშება, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.

32. შეკრეს კავშირი ბერშებაში; ადგნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, და დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში.

33. დარგო იალღუნი ბერშებაში აბრაამმა და ახსენა იქ უფლის, საუკუნო ღმერთის სახელი.

დაბადება 22

19 . დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურებთან; ადგნენ და წავიდნენ ბეერ-შებაყისკენ. და დამკვიდრდა აბრაჰამი ბეერ-შებაყში.

დაბადება 26

23. დაიძრა იქიდან ბერშებასაკენ.

24. გამოეცხადა იმ ღამით უფალი და უთხრა: მე ვარ აბრაამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ. გაკურთხებ, გაგიმრავლებ შთამომავლობას აბრაამის, ჩემი მორჩილის გულისათვის.

31. ადგნენ დილაადრიანად და შეჰფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან.

32. იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მორჩილნი და შეატყობინებს ჭის ამბავი, რომელსაც თხრიდნენ. უთხრეს წყალი ვიპოვეთო.

33. უწოდა მას სახელად შიბყა. ამიტომაც ეწოდება ქალაქს სახელად ბერშება დღევანდლამდე.

დაბადება 28

10. გავიდა იაკობი ბერშებიდან და გაემართა ხარანს.

დაბადება 46

1. გაემგზავრა ისრაელი მთელი თავისი საბადებლითურთ, მივიდა ბერშებას და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისაკის, ღმერთს.

იესო ნავეს ძე 15

28. ხაცარ-შუყალი, ბეერ-შებაყი და ბიზიოთია;

იესო ნავეს ძე 19

2. მათ სამკვიდროში შედიოდა: ბეერ-შება, შებაყი და მოლადა;

1მეფეთა 8

2. მის პირმშოს სახელად ერქვა იოველი, ხოლო უმცროსს - აბია; ბეერ-შებაში მსაჯულობდნენ ისინი.

2მეფეთა 17

11. ამიტომ გირჩევ შემოიკრიბო მთელი ისრაელი დანიდან ბერშებამდე, ზღვის ქვიშასავით უთვალავი, და შენ თავად გახვიდე საბრძოლველად.

3მეფეთა 19

3. შეშინდა ელია; ადგა და წავიდა, რომ თავი გადაერჩინა. მივიდა იუდას ბერშებაში და დატოვა იქ თავისი მსახური.

ამოსი 5

5. ნუ ეძებთ ბეთელს და გილგალში ნუ მიდიხართ, ბერშებაში ნუ დაიარებით; რადგან დატყვევდება გილგალი და ბეთელი გაცამტვერდება.

ამოსი 8

14. სამარიელ აშიმას მოფიცარნი, რომ ამბობენ: ცოცხალია შენი ღმერთი დანი, ცოცხალია ბერშებას გზაო, დაეცემიან და ვეღარ ადგებიან.

------------------

სურათზე: მუზეუმი "აბრაამის ჭა"