3.48.29 Верующий ходить во свете

3.48.29 მორწმუნე გამოდის ნათელში

მათ.6,22 ლუკ.11,35 იოან.3,21; 8,12; 9,4; 11,9; 12,46 საქ.13,47; 1იოან.1,7; 2,10 რომ.2,19; 13,12 ეფეს. 5,8.9 ფლპ.2,15

ბიბლიის მუხლები

სხეულის ლამპარი თვალია; ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც განათებული იქნება.

მათ.6,22

გამოიკვლიე, სინათლე, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?!

ლუკ.11,35

ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმიანობა, ვინაიდან ღმერთშია ქმნილი”.

იოან.3,21

მე ნათელი ვარ წუთისოფლის, ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება.

იოან. 8,12

სანამ დღეა, ჩემი მომავლინებლის საქმენი უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე, და მაშინ ვეღარავინ შეძლებს კეთებას.

იოან.9,4

მიუგო იესომ: „თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან წუთისოფლის სინათლეს ხედავს.

იოან.11,9

მე ნათელი, მოვედი ქვეყნად, რათა არცერთი ჩემი მორწმუნე არ დარჩეს ბნელში.

იოან. 12,46

ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: მე დაგაყენე წარმართთა სინათლედ, რომ შენ მიიტანო ხსნა ქვეყნის კიდეებამდე.

საქ.13,47

ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან.

1იოან.1,7

ვისაც თავისი ძმა უყვარს, ის სინათლეში რჩება და საცდური არ არის მასში.

1იოან.2,10

და გჯერა, რომ ბრმების მეგზური ხარ და ნათელი ბნელში მყოფთათვის,

რომ.2,19

ღამე მიდის და დღე ახლოვდება. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.

რომ.13,12

ოდესღაც ბნელი იყავით, ხოლო აწ ნათელი უფალში.

რადგან სინათლის ნაყოფი ყოველ სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაშია;

ეფეს. 5,8.9

რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში;

ფლპ.2,15

__თემაზე წერდნენ__

***

რაც მზეა გრძნობისმიერი არსებებისათვის, იგივეა ღმერთი გონებისმიერთათვის. პირველი ხილულ სამყაროს განანათლებს, მეორე კი – უხილავ სამყაროს. სხეულებრივ ხედვას მზე ნათლისმჭვრეტელად აქცევს, ღმერთი კი თავის მსგავსებად შექმნის გონიერ ბუნებებს.

__ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი __

***

შეიცვალა ბნელი ჩემი ნათლად და სიკვდილი – ცხოვრებად.

__ ლეონტი მროველი __