3.47.12. Смерть - приложение к народу своему

Быт.25,8 Втор.32,50,, 33,7

**

** И скончался Авраам, и умер в старости доброй, престарелый и насыщенный жизнью, и приложился к народу своему.(Быт.25,8). **И умри на горе, на которую ты взойдешь, и приложись к народу твоему, как умер Аарон, брат твой, на горе Ор, и приложился к народу своему.(Втор.32,50), ** Но об Иуде сказал сие: услыши, Господи, глас Иуды и приведи его к народу его; руками своими да защитит он себя, и Ты будь помощником против врагов его. (Втор. 33,7).

3.47.12. სიკვდილი - შერთვა საკუთარ ხალხთან

დაბ.15,15; 25,[8]; 35,29; 47,9; 49,29.33 რიცხ.20,24; 27,13 რჯ.32,50,, 33,7 მსაჯ.2,10; 8,32 საქ.13,36

ბიბლიის მუხლები

დაბადება 15

15. შენ კი მშვიდობით მიუხვალ შენს მამა-პაპას, ტკბილ სიბერეს მიწევნული დაიმარხები.

დაბადება 25

8. აღესრულა და მოკვდა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და ხანსრული, და შეერთო თავის ხალხს.

17. ისმაელის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი. აღესრულა იგი და მოკვდა და შეერთო თავის ხალხს.

დაბადება 35

29. აღესრულა ისაკი და მოკვდა, შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და ხანსრული, და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა შვილებმა.

დაბადება 47

9. უთხრა იაკობმა ფარაონს: ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი; მცირეა, მაგრამ ტანჯვით არის სავსე ჩემი ცხოვრების წლები. ჯერ ვერ მივაწიე ჩემი წინაპრების ხანს, მდგმურობაში რომ გაუტარებიათ.

დაბადება 49

29. უანდერძა და უთხრა მათ: მივდივარ ჩემს ხალხთან; დამმარხეთ ჩემი მამა-პაპის გვერდით მღვიმეში, ყეფრონ ხეთელის მინდორში რომ არის,

33. გაუსრულა იაკობმა ანდერძი შვილებს და აკრიბა ფეხები სარეცელზე; აღესრულა და შეერთო თავის ერს.

რიცხვთა 20

24. შეერთოს აარონი თავის ხალხს, რადგან ვერ უნდა შევიდეს იგი იმ ქვეყანაში, რომელიც ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული; იმის გამო,რომ მტრობის წყალთან მეურჩებოდით.

რიცხვთა 27

13. დაინახავ მას და შენც შეერთვი შენს ხალხს, როგორც შენი ძმა, აარონი, შეერთო.

მეორე რჯული 32

50. მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ, და შეერთე შენს ერს, როგორც მოკვდა შენი ძმა აარონი ჰორის მთაზე და შეერთო თავის ერს.

მეორე რჯული 33

7. ეს იუდასთვის თქვა: ისმინე, უფალო, იუდას ხმა! თავის ხალხთან მიიყვანე იგი. მისი ხელი იბრძოლებს მისთვის, შენ კი დაიფარე მტრებისაგან.

მსაჯულთა 2

10. მთელი ის თაობაც გადავიდა მამა-პაპასთან. მოვიდა სხვა თაობა რომელსაც არ გაეგონა უფალი, არც მისი საქმენი, ისრაელისთვის რომ აღასრულა.

მსაჯულთა 8

32. მოკვდა გედეონი, იოაშის ძე, კეთილ სიბერეში და დაიმარხა მამამისის, იოაშის სამარხში, აბიყეზერის ყოფრაში.

საქმენი მოციქულთა 13

36. დავითმა, მას შემდეგ, რაც ღვთის ნებით ემსახურა თავის მოდგმას, მიიძინა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება.