2.14.11. Блаженны чистые сердцем

2.14.11. გულით სუფთანი ღმერთს იხილავენ

1ნეშ.29,17-19 ფს.14,2; 17,24-26; 23,4.5; 72,1 იგავ.22,11 მათ.5,[8]; მათ.23,25-28 საქ.15,9 იაკ.4,8; 1პეტ.1,22; 1ინ.3,3; 2კორ.7,1 ებრ.10,22; 12,14

ბიბლიის მუხლები

1ნეშტთა 29

17. ღმერთო ჩემო, ვიცი, რომ გულთამხილველი და სიმართლისმოყვარული ხარ. ეს აყველაფერი ჩემი წრფელი გულით შემოგწირე. ახლა კი გახარებულს ვხედავ აქ მყოფ შენს ერს, რომელიც შესაწირავს გიძღვნის.

18. უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა, ისრაელისა და ჩვენი მამა-პაპისა! სამარადისოდ დაიცავი ეს, შენი ერის გულის ფიქრები და ზრახვანი და შენსკენ წარმართე მათი გულები.

19. და სოლომონს, ჩემს ძეს, მიეცი სრული გული, რომ დაიცვას შენი მცნებები, შენი წესები და კანონები, რათა ყველაფერი გააკეთოს იმ შენობის ასაგებად, რომლისთვისაც მე მოვამზადე.

ფსალმუნი 14

2 ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში.

ფსალმუნი 17

24. უცოდველი ვიყავი მის წინაშე და თავს ვიცავდი შეცოდებისგან.

25. და მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე მის თვალთა წინაშე.

26. გულმოწყალეს წყალობით ექცევი, გულმართალს - გულმართლად.

ფსალმუნი 23

4. ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია,

5. ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან.

ფსალმუნი 72

1. ფსალმუნი ასაფისა. რა კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ.

იგავნი 22

11. ვისაც სუფთა გული და მადლიანი ენა აქვს, მეფეც მისი მეგობარია.

მათე 5

8. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.

მათე 23

25. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, გარედან რომ წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით.

26. თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც.

27. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით.

28. ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით.

საქმენი მოციქულთა 15

9. ამრიგად, რწმენით რომ გაწმინდა მათი გულები, არაფრით განვუსხვავებივართ ერთმანეთისგან.

იაკობი 4

8. მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ; განიბანეთ ხელები, ცოდვილნო, და განიწმინდეთ გულები, ორგულნო.

1პეტრე 1

22. ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის და წმიდა გულით მხურვალედ გიყვარდეთ ერთმანეთი,

1იოანე 3

3. ყველამ, ვისაც ასე ეიმედება იგი, თავი განიწმიდოს, როგორც ისაა წმიდა.

2კორინთელთა 7

1. ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.

ებრაელთა 10

22. მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი,

ებრაელთა 12

14. თქვენი ურთიერთობა ყველასთან მშვიდი იყოს და წმიდა, რის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს.