1.2.98 Воиско - армия

Исх.7,4; 12,17 Чис.2,4; 10,28 Вт.11,4; 20,9; 24,5 Иисн.10,5 Суд.4,15; 7,21; 8,6.12; 1цар.14,48; 17,1; 27,12; 28,18.25; 2цар.3,23; 8,9; 10,7; 20,23; 22,30; 24,4; 3цар.20,1; 4цар.6,24; 7,6; 25,10; 1Пар.11,15; 12,22; 16,16; 18,9; 19,8; 20,1; 2Пар.16,7; 24,24; 25,7; 26,14 Езд.8,22 Пс.17,29; 26,3; 135,15 Ис.34,2 Иер.32,2; 34,7; 35,11; 37,7.10; 39,1.5; 40,3; 46,2; 51,3; 52,14 Иез.17,17; 26,7; 27,10; 29,19; 32,31; 38,4; 39,4 Дан.11,7.10-13.26 Авд.1,20 Зах.9,8 Евр.11,34 Отк.19,19; 20,8.9

1.2.98 ქვეყნიური ჯარი, ლაშქარი

ჯარის შესახებ:

- აღრიცხვა რიცხ.2,4

- სარდლების დანიშვნა რჯ.20,9

- ჯარიდან განთავისუფლება რჯ.24,5

- ხელში ჩაგდება დან.11,12

- დაღუპვა დან.11,26

.

ჯარები ბიბლიაში:

- ისრაელის გამ.7,4; 12,17 რიცხ.10,28; 2ნეშ.25,7 აბდ.1,20

- ეგვიპტის, ფარაონის რჯ.11,4 ფს.135,15 იერ.37,7; 46,2 ეზეკ.17,17; 32,31 დან.11,7

- ამორელთა 5 მეფის იესნ.10,5

- სისარას მსაჯ.4,15

- გედეონის მსაჯ.8,6

- მიდიანის მსაჯ.7,21; 8,12

- საულის 1მფ.14,48; 28,18

- ფილისტიმელთა 1მფ.17,1; 27,12; 28,25; 1ნეშ.11,15; 16,16

- იოაბის, დავითის სარდლის 2მფ.3,23; 10,27; 20,23; 24,4; 1ნეშ.12,22; 19,8; 20,1

- არამელთა, ჰადადყეზერის 2მფ.8,9; 3მფ.20,1; 4მფ.6,24; 7,6; 2ნეშ.16,7; 24,24 იერ.35,11

- ქალდეველთა 4მფ.25,10 იერ.35,11; 37,10; 39,5; 52,14

- ცობას მეფის 1ნეშ.18,9

- ყუზიას 2ნეშ.26,14

- ბაბილონის, ნაბუქოდონოსორის იერ.32,2; 34,7; 39,1; 40,13; 51,3 ეზეკ.26,7; 29,19

- ტვიროსის მრავალეროვნული ეზეკ.27,10

- გოგის ეზეკ.38,4; 39,4

- სამხრეთის მეფის დან.11,10.11

- ჩრდილოეთის მეფის დან.11,13

.

უფლის მფარველობა მისგან 2მფ.22,30 ეზრ.8,22 ფს.17,29; 26,3 ზაქ.9,8 ებრ.11,34

.

ათასწლოვანი მეფობის შემდეგ

- მხეცის და დედამიწის მეფეთა ლაშქარი გამოვა უფლის ლაშქრის წინააღმდეგ და განადგურდება ეს.34,2 გმცხ.19,19; 20,8.9

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 7

4. არ მოგისმენთ ფარაონი, მაშინ ხელს გავიწვდი ეგვიპტეზე და გამოვიყვან ჩემს ლაშქარს, ჩემს ხალხს, ისრაელის ძეებს, ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი სასჯელებით.

გამოსვლა 12

17. დაიცავით უფუარობის დღესასწაული; რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თქვენს თაობებში მარადიულ წესად.

რიცხვნი 2

4. აღირიცხა მისი ლაშქარი და მასთან მყოფნი და სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი შეადგინა.

რიცხვნი 10

28. ასეთი იყო ისრაელიანთა ლაშქართა წყობა, როცა დაიძრებოდნენ ხოლმე.

მეორე რჯული 11

4. რაც ეგვიპტის ლაშქარს, მის ცხენებსა და ეტლებს უყო, როგორ დაფარა წითელი ზღვის ტალღებით, როცა დაგედევნენ და მოსპო ისინი უფალმა დღემდე;

მეორე რჯული 20

9. როგორც კი დაასრულებენ ზემდეგნი ხალხთან ლაპარაკს, დაუნიშნეთ ლაშქარს სარდლები, ხალხის გასაძღოლად.

მეორე რჯული 24

5. თუ ცოლი ახალი შერთული ყავს კაცს, ლაშქარში ნუ გააგზავნით და ნურაფერს დაავალებთ; იყოს ერთი წელი თავისუფლად თავის სახლში და გაახაროს ცოლი, რომელიც შეირთო.

იესო ნავეს ძე 10

5. შეიკრიბნენ და ავიდა ხუთი ამორელი მეფე - იერუსალიმის, ხებრონის, იარმუთის, ლაქიშისა და ყეგლონის მეფეები და მთელი მათი ლაშქარი, დაიბანაკეს გაბაონის პირდაპირ და ბრძოლა გაუმართეს.

მსაჯულნი 4

15. გაანადგურა უფალმა სისარა, მთელი მისი ეტლიონი და მთელი ლაშქარი ბარაკის მახვილის პირით; ჩამოხტა სისარა ეტლიდან და ფეხით გაიქცა.

მსაჯულნი 7

21. თითოეული თავის ადგილზე იდგა ბანაკის ირგვლივ; გაიქცა მთელი ლაშქარი - ღრიალებდნენ და მირბოდნენ.

მსაჯულნი 8

6. ჰკითხეს სუქოთის მთავრებმა: "განა უკვე ხელში ჩაიგდე ზებახი და ცალმუნაყი, რომ პური მივცეთ შენს ლაშქარს?”

12. გაიქცნენ ზებახი და ცალმუნაყი, დაედევნა და შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე, ზებახიც და ცალმუნაყიც. შიშის ზარი დაეცა მთელ ლაშქარს.

1მეფეთა 14

48. შეკრიბა ლაშქარი, შემუსრა ყამალეკი და მძარცველებისგან იხსნა ისრაელი.

1მეფეთა 17

1, შემოიკრიბეს ფილისტიმელებმა ლაშქარი საომრად იუდას სოქოთში და ეფეს-დამიმში, სოქოთსა და ყაზეკას შორის დაბანაკდნენ.

1მეფეთა 27

12. იმ ხანებში იყო, რომ ლაშქარი შეკრიბეს ფილისტიმელებმა ისრაელთან საომრად; უთხრა აქიშმა დავითს: "იცოდე, უსათუოდ ჩემს ლაშქარში გამოხვალთ შენც და შენი კაცებიც!”

1მეფეთა 28

18. და ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები; ისრაელის ლაშქარსაც ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს”.

25. შეკრიბეს ფილისტიმელებმა მთელი თავიანთი ლაშქარი აფეკში, ისრაელიანები კი იზრეყელის წყაროსთან დაბანაკდნენ.

2მეფეთა 3

23. როცა მოვიდა იოაბი და მასთან მყოფი მთელი ლაშქარი, უთხრეს იოაბს: "მოვიდა აბნერ ნერის ძე მეფესთან, გაისტუმრა იგი მეფემ და წავიდა იგი მშვიდობით”.

2მეფეთა 8

9. გაიგო თოყიმ, ხამათის მეფემ, რომ ჰადადყეზერის მთელი ლაშქარი მოსპო დავითმა.

2მეფეთა 10

7. გაიგო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი და მთელი ძლევამოსილი ლაშქარი.

2მეფეთა 20

23. ისრაელის მთელ ლაშქარს სარდლობდა იოაბი; ბენაია იეჰოიადაყის ძე კი - ქერეთელებსა და ფელეთელებს.

2მეფეთა 22

30. რადგან შენით შევმუსრავ ლაშქარს და ჩემი ღვთით გადავევლები გალავანს.

2მეფეთა 24

4. მაგრამ იმძლავრა მეფის სიტყვამ იოაბსა და ლაშქართა მთავრებზე; და გამოვიდნენ მეფისგან იოაბი და ლაშქართა მთავარნი ისრაელიანი ხალხის აღსაწერად.

3მეფეთა 20

1. შეკრიბა მთელი თავისი ლაშქარი ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, თან ოცდათორმეტი მეფე ახლდა, ბედაურებითა და ეტლებით; მივიდა, ალყაში მოაქცია სამარია და შეებრძოლა;

4მეფეთა 6

24. ამის მერე შეკრიბა ბენ-ჰადადმა, არამელთა მეფემ, მთელი თავისი ლაშქარი, გამოვიდა და გარს შემოადგა სამარიას.

4მეფეთა 7

6. უფალმა ჩაასმინა არამელთა ლაშქარს ეტლებისა და ცხენების ხმაური და დიდი ლაშქრის ყიჟინა. ერთმანეთისთვის უთქვამთ: ხეთელთა და ეგვიპტელთა მეფეები დაიქირავა ჩვენს წინააღმდეგ ისრაელის მეფემ და თავს დაგვესხნენო.

4მეფეთა 25

10. დაანგრია კედლები იერუსალიმის ირგვლივ ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც მცველთა მთავარს მოჰყვა.

1ნეშტთა 11

15. ოცდაათი მთავრიდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის მღვიმეში; ხოლო ფილისტიმელთა ლაშქარი რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული.

1ნეშტთა 12

22. დღითი დღე ემატებოდნენ დავითს და ეხმარებოდნენ, ვიდრე ღვთის დიადი ლაშქარივით არ გაიზარდა მისი ჯარი.

1ნეშტთა 16

16. ღვთის ბრძანებისამებრ მოიქცა დავითი და გაბაონიდან გეზერამდე მუსრავდა ფილისტიმელთა ლაშქარს.

1ნეშტთა 18

9. შეიტყო თოყუმ, ხამათის მეფემ, რომ ჰადარყეზერის, ცობას მეფის მთელი ლაშქარი შემუსრა დავითმა

1ნეშტთა 19

8. გაიგო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი და მთელი უმამაცესი ლაშქარი.

1ნეშტთა 20

1. ერთი წლის შემდეგ, მეფეთა ბრძოლაში გასვლის ჟამს, გაიყვანა იოაბმა ლაშქარი და ააოხრა ყამონის ძეთა ქვეყანა. მივიდა და ალყა შემოარტყა რაბას. დავითი კი იერუსალიმში რჩებოდა. დაიპყრო იოაბმა რაბა და დაანგრია.

2ნეშტთა 16

7. მივიდა იმ დროს ხანან მხილველი ასასთან, იუდას მეფესთან და უთხრა: „რადგან არამელთა მეფეს დაეყრდენ და არა უფალს, შენს ღმერთს, ამიტომ გადაურჩა არამელთა მეფის ლაშქარი შენს ხელს.

2ნეშტთა 24

24. თუმცა მცირე ხალხით მივიდა არამელთა ლაშქარი, დიდძალი ლაშქარი ჩაუგდო მათ ხელში უფალმა, რადგან მიატოვეს იუდევლებმა უფალი, თავიანთი მამების ღმერთი. იოაშსაც დაედო მსჯავრი.

2ნეშტთა 25

7. მივიდა მასთან ღვთისკაცი და უთხრა: „მეფევ! ნუ გაიყოლებ ისრაელის ჯარს, რადგან არ არის უფალი ისრაელთან, ეფრემის არც ერთ ძესთან.

2ნეშტთა 26

14. გაუმზადა ყუზიამ მთელ ლაშქარს ფარ-შუბი და მუზარადები, აბჯრები, მშვილდი და სატყორცნი ქვები.

ეზრა 8

22. რადგან შემრცხვა მეფისთვის ლაშქარი და მხედრები მეთხოვნა, მტრისგან თავის დასაცავად გზაზე, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისთვის: "ჩვენი ღმერთის ხელი სასიკეთოა ყველასთვის, ვინც ეძებს მას, ხოლო მისი ძალა და რისხვა ეწინააღმდეგება მათ, ვინც მიატოვებს მას!”

ფსალმუნი 17

29. შენით დავამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს.

ფსალმუნი 26

3. ლაშქარმაც რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; ომიც რომ ატყდეს ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.

ფსალმუნი 135

15. ვინც წითელ ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ჯარი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

ესაია 34

2. რადგან რისხვა უფლისა ყველა ერზეა და გულისწყრომა მთელ მათ ლაშქარზე. მან მოსპო და სასაკლაოს გადასცა ისინი.

იერემია 32

2. ბაბილონის მეფის ლაშქარს იერუსალიმი ალყაში მოექცია, ხოლო იერემია წინასწარმეტყველი დამწყვდეული იყო საყარაულო ეზოში, რომელიც იუდას მეფის სახლთანაა.

იერემია 35

11. მაგრამ, როცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ამოვიდა ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ვთქვით: იერუსალიმში წავიდეთ, გავექცეთ ქალდეველთა და არამელთა ლაშქარს! და დავრჩით იერუსალიმში”.

იერემია 34

7. მაშინ, როცა ბაბილონის მეფის ლაშქარი ებრძოდა იერუსალიმს და იუდას დანარჩენ ქალაქებს - ლაქიშსა და აზეკას, რადგან ესენიღა იყვნენ იუდას ქალაქებს შორის გამაგრებულნი.

იერემია 37

7. "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, უთხარით იუდას მეფეს, რომელიც ჩემთან გგზავნით შესაკითხად: ფარაონის ლაშქარი, თქვენს დასახმარებლად რომ გამოვიდა, თავის ქვეყანაში, ეგვიპტეში დაბრუნდება.

10. კიდეც რომ დაამარცხოთ ქალდეველთა მთელი ლაშქარი, თქვენ რომ გებრძვით, მათგან მხოლოდ დაჭრილებიღა რომ დარჩნენ, ისინი წამოდგებიან თავ-თავისი კარვებიდან და ცეცხლით გადაბუგავენ ამ ქალაქს”.

იერემია 39

1. იუდას მეფის, ციდკიაჰუს მეფობის მეცხრე წლის მეათე თვეს მოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი და მთელი მისი ლაშქარი იერუსალიმთან და ალყა შემოარტყა მას.

5. უკან დაედევნა მათ ქალდეველთა ლაშქარი; იერიხოს ველზე დაეწივნენ ციდკიაჰუს, შეიპყრეს და რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორთან მიიყვანეს; გამოუტანა განაჩენი.

იერემია 40

13. მივიდნენ იოხანან კარეახის ძე და ველზე დარჩენილი ჯარების მხედართმთავრები გედალიაჰუსთან მიცფას;

იერემია 46

2. ეგვიპტეზე და ეგვიპტის მეფის, ფარაონ ნექოს ლაშქარზე, მდინარე ევფრატთან, ქარქემიშში რომ იდგა, და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ დაამარცხა იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის მეოთხე წელს.

იერემია 51

3. არ მოაზიდინოთ მშვილდი მშვილდოსანს, არავის დაანებოთ ჯავშნის ჩაცმა, ნუ შეიბრალებთ მის ჭაბუკებს, მთელი მისი ჯარი გაანადგურეთ.

იერემია 52

14. დაანგრია ქალდეველთა მთელმა ლაშქარმა, მცველთა უფროსთან რომ იყო, იერუსალიმის ირგვლივ მთელი გალავანი.

ეზეკიელი 17

17. ფარაონი და მისი დიდი ლაშქარი თავისი დიდძალი ამალით ვერ უშველის მას ომში, როცა მრავალი სულის დასაღუპავად აღიმართება მიწაყრილები და აიგება გოდოლები.

ეზეკიელი 26

7. ვინაიდან, ასე ამბობს უფალი ღმერთი: "აჰა, ჩრდილოეთიდან მოვიყვან ტვიროსზე ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, მეფეთა მეფეს, ცხენებით, ეტლებითა და მხედრებით, ჯარითა და მრავალი ხალხით.

ეზეკიელი 27

10. სპარსელნი, ლუდელნი და ფუტელნი იყვნენ შენს ლაშქარში, შენი ომის კაცები. ფარსა და მუზარადს შენთან ჰკიდებდნენ, ისინი გმატებდნენ ბრწყინვალებას.

ეზეკიელი 29

19. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვაძლევ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ეგვიპტის ქვეყანას; წაიღებს იგი მის ქონებას, დაიტაცებს ნადავლს და გაძარცვავს მას. ეს ექნება მის ლაშქარს გასამრჯელოდ.

ეზეკიელი 32

31. იხილავს მათ ფარაონი და ნუგეშცემული იქნება უამრავი ხალხის გამო, მახვილით რომ დაიხოცა; ფარაონი და მთელი მისი ლაშქარი! - ამბობს უფალი ღმერთი.

ეზეკიელი 38

4. მოგაბრუნებ და კავებს გაგიყრი ყბებში; გამოგიყვან შენ და მთელ შენს ლაშქარს, ცხენებსა და მხედრებს, ბრწყინვალედ შემოსილთ, ყველას, დიდ სიმრავლეს აბჯრითა და ფარით, მახვილის ყველა დამჭერს;

ეზეკიელი 39

4. ისრაელის მთებზე დაეცემი შენ, მთელი შენი ლაშქარი და ხალხი, შენთან ერთად რომ არის. ყოველგვარი მტაცებელი ფრინველისა და ველის მხეცების საჭმელად შეიქნები.

დანიელი 11

7. მაგრამ მისი ფესვიდან მორჩი ამოვა მის ადგილზე; იგი გაილაშქრებს ჯარის წინააღმდეგ და ჩრდილოეთის მეფის ციხე-სიმაგრეში შეიჭრება. შეებრძოლება და გაიმარჯვებს.

10. იარაღს აისხამენ მისი ვაჟები და მრავალრიცხოვან ლაშქარს შეკრებენ. ერთ-ერთი მათგანი წამოვა, წყალდიდობასავით წალეკავს და გაივლის. მერე მობრუნდება და იომებს თავის ციხე-სიმაგრემდე.

11. გამძვინვარდება სამხრეთის მეფე, გამოვა და შეებრძოლება ჩრდილოეთის მეფეს, დიდ ლაშქარს გამოიყვანს იგი, მაგრამ ეს ლაშქარი სამხრეთის მეფის ხელში ჩავარდება.

12. ლაშქარს რომ ჩაიგდებს ხელში, მისი გული აღზევდება და ათი ათასებს დასცემს, მაგრამ მაინც ვერ იმძლავრებს.

13. ჩრდილოეთის მეფე პირვანდელზე მრავალრიცხოვან ლაშქარს შეკრებს და რამდენიმე წლის შემდეგ ხელახლა გაილაშქრებს მრავალრიცხოვანი ლაშქრითა და დიდი აღჭურვილობით.

26. მასთან ერთად პურის მჭამელნი დაღუპავენ მას, მისი ლაშქარი წაილეკება და მრავალი დახოცილი დაეცემა.

აბდია 1

20. ისრაელის ძეთა განთესილი ლაშქარი ცარეფთამდე დაიმკვიდრებს ქანაანს. სეფარადში განთესილი იერუსალიმი სამხრეთის ქალაქებს დაიმკვიდრებს.

ზაქარია 9

8. მე კი ჩემი სახლის გარშემო დავბანაკდები და ლაშქარი ვერ გაივლის მასში; აღარ მიუვა მას მჩაგვრელი, რადგან ვიხილე მათი ტანჯვა.

ებრაელთა 11

34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,

გამოცხადება 19

19. და ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი ერთად შეკრებილნი, რათა შებძოლებოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს.

გამოცხადება 20

8. და გამოვა, რათა დედამიწის ოთხივე კუთხეში შეაცდინოს ერები, გოგი და მაგოგი; და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა.

9. და გამოვიდნენ დედამიწის მთელ სივრცეზე, გარს შემოერტყნენ წმიდანთა ბანაკს და საყვარელ ქალაქს; და ჩამოვიდა ცეცხლი ზეციდან და შთანთქა ისინი.