1.1.74 Дороги в Библии

Быт.24,56 Лев.26,22 Чис.20,19; 22,23 Вт.19,3 Иисн.9,13 Суд.5,6; 21,19 Пр.16,17 Ис.11,16; 35,8-10; 40,3 Матф.7,13.14; 20,30 Лук.10,30 Ин.14,6 Евр.10,19.20

 

1.1.74 Roads in the Bible

Gen.24,56 Lev.26,22 Num.20,19; 22,23 Deu.19,3 Jos.9,13 Jod.5,6; 21,19 Pr.16,17 Is.11,16; 35,8-10; 40,3 Mat.7,13.14; 20,30 Luk.10,30 Joh.14,6 Heb.10,19.20

1.1.74 გზები ბიბლიაში

თავისებურებანი:

- გაუკაცრიელებული ლევ.26,22 მსაჯ.5,6

- საზოგადოებრივი სარგებლობისთვის რიცხ.20,19

- მიდის თავშესაფრებთან რჯ.19,3

- ქალაქებს შორის მიმავალი გზა მსაჯ.21,19

- შორი გზა იესნ.9,13

- წმიდა გზა ეს.35,8.9

- მოსწორებული ეს.40,3

- გზის პირას სხედან უქონელნი მათ.20,30

- ყაჩაღები საფრდებიან ლუკ.10,30

-

გადატანითი მნიშვნელობით:

- უფლის მიერ გზის წარმართვა დაბ.24,56

- არასწორ გზაზე მდგომი რიცხ.22,23

- საკუთარ გზას დაკვირვება მართალთაგან იგავ.16,17

- ისრაელის აღდგენა ეს.11,16

- ხსნის გზა ეს.35,8-10

- მესიისთვის მომზადება ეს.40,3

- ორ ბედთან მისასვლელი მათ.7,13.14

- ქრისტე იოან.14,6

- ჩვენთვის ბოძებული ახალი და ცოცხალი გზა ებრ.10,19.20

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24

56 . მან უთხრა: "ნუ დამაყოვნებთ, რადგან უფალმა წარმართა ჩემი გზა. გამიშვით და წავალ ჩემს ბატონთან”.

ლევიანნი 26

22. მოგისევთ ველის მხეცებს და ამოგიწყვეტენ შვილებს, მოგისპობენ საქონელს, შეგამცირებენ და გაუკაცრიელდება თქვენი გზები.

რიცხვნი 20

19. უთხრეს ისრაელიანებმა: "მთავარი გზით ვივლით, თუ შენს წყალს დავლევთ მე და ჩემი საქონელი, საფასურს გადაგიხდით; არ გთხოვ არაფერს, მხოლოდ ფეხით გავივლით”.

რიცხვნი 22

23. და დაინახა ვირმა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში, გადაუხვია ვირმა გზიდან და წავიდა მინდორზე. ცემა დაუწყო ვირს ბილყამმა, რათა გზისკენ მოებრუნებინა.

მეორე რჯული 19

3. მოიწყვე გზა და სამად დაჰყავი შენი ქვეყნის მიწა-წყალი, რომელიც წილად გარგუნა უფალმა, შენმა ღმერთმა. იქ შეაფაროს თავი ყოველმა მკვლელმა.

იესო ნავეს ძე 9

13. ეს ღვინის ტიკებიც, როცა ავავსეთ, ახლები იყო და, აჰა, დამსკდარია; ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც შემოგვაცვდა შორი გზის გამო”.

მსაჯულნი 5

6. გაუკაცრიელდა გზები შამგარ ყანათის ძისა და იაყელის დროს, და ოღრო-ჩოღრო ბილიკებს დაადგნენ სწორ გზაზე მავალნი.

მსაჯულნი 21

19. თქვეს: აჰა, ყოველ წელიწადს საუფლო დღესასწაული იმართება სილოამში, რომელიც ბეთელის ჩრდილოეთით, ბეთელ-შექემის გზის აღმოსავლეთით. და ლებონის სამხრეთით მდებარეობს.

იგავნი 16

17, მართალთა გზა-კვალი ბოროტებას გვერდს უქცევს; ვინც თავის გზას აკვირდება, თავის სულს იცავს.

ესაია 11

16. გაიკვეთება გზა აშურში დარჩენილი მისი ხალხის ნატამალისთვის, როგორც გაიკვეთა ისრაელისთვის, ეგვიპტიდან მისი გამოსვლის დღეს.

ესაია 35

8. შარაგზა იქნება იქ და წმიდა გზა დაერქმევა მას; უწმიდური იქ ვერ გაივლის; გზიანად მავალისთვის იქნება იგი და ბრიყვები არ იყიალებენ.

9. არ გამოჩნდება იქ ლომი და სასტიკი მხეცი არ დაადგება მას, არ გაჭაჭანდება იქ; მხოლოდ გამოხსნილნი ივლიან.

10. დაბრუნდებიან უფლის გამოსყიდულნი და სიმღერით მივლენ სიონში. ყიჟინა და საუკუნო მხიარულება იქნება მათში, ლხინი და სიხარული ეწევათ და დარდი და ოხვრა განშორდებათ.

ესაია 40

3. ისმინეთ! ხმა მღაღადებლისა: "გაუმზადეთ უფალს ბილიკი, მოასწორეთ გზა უდაბნოში ჩვენი ღმერთისთვის.

მათე 7

13. შედით ვიწრო კარიბჭით, რადგან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავს, და მრავალნი არიან მასზე მოსიარულენი.

14. რადგან ვიწროა კარიბჭე და რთულია გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს და ცოტანი ჰპოვებენ მას.

მათე 20

30. და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას; როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ; ამბობდნენ: "შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისა!”

ლუკა 10

30. მიუგო იესომ და უთხრა მას: ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და გაიქცნენ, ის კი ცოცხალ-მკვდარი დააგდეს.

იოანე 14

6. უთხრა მას იესომ: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.

ებრაელთა 10

19. მაშ, ძმანო, რაკი იესოს სისხლის მეშვეობით გაბედულება გვაქვს შევიდეთ წმიდათა წმიდაში,

20. ჩვენთვის ბოძებული ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა, კრეტსაბმელით, - რაც მისი სხეულია,