1.2.78 Ноев потомками была населена вся земля

***

Вновь упоминаются имена его сыновей (ст. 18,19), так как их потомками была населена вся земля, откуда следует, что Ной после потопа не имел детей; весь мир произошел от этих трех людей. Отметьте, что Бог, когда Ему угодно, может сделать так, что от малого произойдет тысяча, и значительно умножить конец тех, чье начало было незначительным. Такова сила и действенность божественного благословения.

– Комментарии Мэтью Генри__

***

Быт.9:19. Сии трое были сыновья Ноевы, и от них населилась вся земля.

Далее, в 10 главе, (Быт. (10:21-31; 11:10-26).11:1, 19:31), мы увидим более подробное раскрытие этой мысли. Здесь же можем лишь отметить, что потомство Сима (семиты) населило Армению, Месопотамию, Сирию и Аравию; потомство Хама эмигрировало главным образом в Африку, и, наконец, потомки Иафета распространились по северной части Азии, в Индии, проникли в Европу и даже, вероятно, в Америку (Деян. 17:26).

– Комментарии Лопухина__

***

11:1-9 Этот фрагмент начинается и заканчивается словами язык и вся земля. Здесь сообщается о разобщении народов и о причинах, его вызвавших.

11:1 Слова об одном языке указывают, безусловно, на исторический период, предшествовавший описанию "семьи народов", данному в гл. 10. Исследования в области исторического языкознания позволяют сделать заключение о существовании единого праязыка, условно названного "ностратический", из которого вычленились индоевропейские (иафетические), хамито-семитские, алтайские, уральские, дравидические, картвельские и др. языки. См. Введение: Трудности истолкования.

одно наречие. Более правильный перевод: "и немногочисленные слова".

11:2 нашли в земле Сеннаар равнину. См. 10,10. Это место было колыбелью ранних цивилизаций.

– Женевская Библия__

1.2.78 ნოეს შთამომავლებისგან დასახლებულია მთელი დედამიწა

დაბ.6,10; 9,19 რჯ.32,8 საქ.17,26

-

- სემის, ქამისა და იაფეთისგან შობილი მამამთავრები დაბ.10,1-32; 1ნეშ.1,4-28

-

- მათი პირვანდელი განსახლების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი დაბ.10,5.10-12.14.16-20.30-32

-

- ბიბლიაში ფაქტიურად აღწერილია სულიერი ისტორიული ხაზი - ქრისტეს გენეალოგიისთვის. ღვთის სიტყვის მიზანს არ წარმოადგენს ხალხთა ისტორიის გადმოცემა, ამიტომ დაბადების მე-11 თავში ვხედავთ მხოლოდ სემიდან აბრამამდე ვინ რომელ წელს იშვა ადამის შექმნიდან:

სემი - 1556 წ. არფაქშადი - 1656. შალახი - 1691. ყებერი - 1721. ფალეგი - 1755. რეღუ - 1785. სერუგი - 1817. ნახორი - 1847. თერახი - 1876. აბრაამი - 1946.

-

- ხოლო წარღვნიდან ვიდრე აბრამამდე პერიოდში არ უნდა დავივიწყოთ კიდევ ორი მნიშვნელოვანი კატაკლიზმი:

-

1) ქვეყნიერების გაყოფა, ანუ ერთი მთლიანი პირვანდელი პანკონტინენტის პანგეას დაშლა ჩვენთვის დღეისთვის ცნობილ კონტინენტებად. რა გამოდის აქედან? - რომ წარღვნა მოხდა პანგეაზე, სადაც ცხოვრობდნენ ისინი დაბ.10,25

-

2) და პანგეაზევე მოხდა ვიდრე აბრამამდე მეორე კატაკლიზმიც - ენების აღრევა და გაფანტვა ხალხებისა მთელი დედამიწის ზურგზე დაბ.11,1-9

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 6

10. შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.

დაბადება 9

19 ეს სამნი იყვნენ ნოეს ძეები; და მათგან იქნა დასახლებული მთელი დედამიწა.

დაბადება 10

1. ეს არის ნოეს ძეთა მოდგმა - სემის, ქამისა და იაფეთისა. შეეძინათ მათ შვილები წარღვნის შემდეგ.

2. იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.

3. გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.

4. იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი. და დოდანიმი.

5. ამათგან განიფანტნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავის ხალხში.

6. ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.

7. ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რამა და საბექთა. რამას ძენი: შება და დადანი.

8. ქუშმა შვა ნებროთი. ამან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე.

9. ძლიერი მონადირე იყო უფლის წინაშე; ამიტომაც თქმულა, ნებროთივით ბუმბერაზი არისო უფლის წინაშე.

10. მისი სამეფოს რჩეული ქალაქები იყო ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე, შინყარის ქვეყანაში.

11. ამ ქვეყნიდან გამოვიდა აშური და ააშენა ნინევე, რეხობოთ-ქალაქი, ქალახი

12. და რესენი ნინევესა და ქალახს შორის, დიდი ქალაქი.

13. მიცრაიმმა შვა ლუდიმი, ყანამიმი, ლეჰაბიმი, ნაფთუხიმი,

14. ფეთრუსიმი და ქასლუხიმი, რომელთაგან ფილისტიმელნი და ქაფთორელნი გამოვიდნენ.

15. ქანაანმა შვა სიდონი, თავისი პირმშო, და ხეთი,

16. იებუსეველნი, ამორეველნი, გირგაშელები,

17. ჰიველნი, ყარკელნი, სინელნი,

18. არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. მერე გაიფანტნენ ქანაანელთა ტომები.

19. ქანაანელთა საზღვარი იდო სიდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე; სოდომ-გომორის, ადმას და ციბოიმის მიმართულებით ლაშაყამდე.

20. ესენი არიან ქამის ძენი თავ-თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში.

21. შეეძინა შვილები სემსაც, ყებერის ძეთა მამას, იაფეთის უფროს ძმას.

22. სემის ძენი: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი.

23. არამის ძენი: ყუცი, ხული და მაში.

24. არფაქშადმა შვა შალახი, შალახმა შვა ყებერი.

25. ყებერს შეეძინა ორი ძე; ერთს ერქვა ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მის ძმას ერქვა იაკტანი.

26. იაკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარ-მანეთი, იარახი,

27. ჰადორამი, უზალი, დიკლა,

28. ყობალი, აბიმაელი, შება,

29. ოფირი, ხავილა, იობაბი. ესენი ყველა იაკტანის ძენი არიან.

30. მათი სამკვიდრებელი ვრცელდებოდა მეშადან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე.

31. ესენი არიან სემის ძენი თავ-თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში.

32. ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა თავ-თავისი მოდგმის მიხედვით, თავ-თავის ხალხში. მათგან განშტოვდნენ ხალხები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ.

დაბადება 11

1. ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი.

2. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ.

3. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი. 

4. თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.

5. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ.

6. თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.

7. აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს.

8. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება.

9. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე.

10. ეს არის სემის მოდგმა: ასი წლის იყო სემი, როცა შვა არფაქშადი, წარღვნიდან ორი წლის შემდეგ.

11. იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადებიდან ხუთასი წელი. და შვა ძენი და ასულნი.

12. ოცდათხუთმეტი წლის იყო არფაქშადი, როცა შვა შალახი.

13. იცოცხლა არფაქშადმა შალახის დაბადებიდან ოთხას სამი წელი და შვა ძენი და ასულნი.

14. ოცდაათი წლისა იყო შალახი, როცა შვა ყებერი.

15. იცოცხლა შალახმა ყებერის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელი და შვა ძენი და ასულნი.

16. ოცდათოთხმეტი წლისა იყო ყებერი, როცა შვა ფალეგი.

17. იცოცხლა ყებერმა ფალეგის დაბადების შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი.

18. ოცდაათი წლისა იყო ფალეგი, როცა შვა რეღუ.

19. იცოცხლა ფალეგმა რეღუს დაბადების შემდეგ ორასცხრა წელი და შვა ძენი და ასულნი.

20. ოცდათორმეტი წლისა იყრ რეღუ, როცა შვა სერუგი.

21. იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ ორას შვიდი წელი და შვა ძენი და ასულნი.

22. ოცდაათი წლისა იყო სერუგი, როცა შვა ნახორი.

23. იცოცხლა სერუგმა ორასი წელი ნახორის დაბადების შემდეგ და შვა ძენი და ასულნი.

24. ოცდაცხრა წლისა იყო ნახორი, როცა შვა თერახი.

25. იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ ას ცხრამეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.

26. სამოცდაათი წლისა იყო თერახი, როცა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი.

მეორე რჯული 32

8. როცა უზენაესი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს, როცა ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, დაუდგინა საზღვრები ერებს ისრაელიანთა რიცხვისამებრ.

1ნეშტთა 1

4. ნოე, სემი, ქამი, იაფეთი.

5. იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირამი.

6. გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.

7. იავანის ძენი: ელიშა, თარშიშა, ქითიმი და დოდანიმი.

8. ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.

9. ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა, საბთექა. რაყმას ძენი: შება და დედანი.

10. ქუშმა შვა ნიმროდი. მან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე.

11. მიცრაიმმა შვა ლუდიმი და ყანანიმი, ლეჰაბიმი და ნაფთუხიმი,

12. ფათრუმიმი და ქასლუხიმი, რომელთაგანაც ფილისტიმელები და ქაფთორელნი გამოვიდნენ.

13. ქანაანმა შვა ციდონი, თავისი პირმშო, და ხეთი.

14. იებუსელნი, ამორეველნი, გირგაშეველნი,

15. ხიველნი, ყარკიელნი, სინაელნი,

16. არვადიელნი, ცემარიელნი და ხამათიელნი.

17. სემის ძენი: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი, არამი, ყუცი, ხული, გეთერი და მეშექი.

18. არფაქშადმა შვა შელახი, შელახმა შვა ყებერი.

19. ყებერს ორი ვაჟი შეეძინა; ერთის სახელი იყო ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მისი ძმის სახელი იყო იაკტანი.

20. იაკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარ-მავეთი, იარახი,

21. ჰადორამი, უზალი, დიკლა,

22. ყებალი, აბიმაელი, შება,

23. ოფირი, ხავილა, იობაბი. ყველა ესენი იაკტანის ძენი არიან.

24. სემი, არფაქშადი, შალახი,

25. ყებერი, ფელეგი, რეყუ,

26. სერუგი, ნახორი, თარახი,

27. აბრამი, იგივე აბრაამი.

28. აბრაამის ძენი: ისაკი და ისმაელი.

საქმე მოციქულთა 17

26. ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი.

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.9,19 ნოეს, როგორც ჩანს წარღვნის შემდეგ აღარ ჰყოლია შვილები, და ამ სამი ძისგან იქნა დასახლებული მთელი დედამიწა. ღმერთს, როცა მას ნებავს, გააკეთებს ისე, რომ მცირესგან წარმოშვას ათასები, და შესამჩნევად შეამციროს მათი ოდენობა, ვისი საწყისიც იყო უმნიშვნელო. ასეთია ღვთის ცხოველმყოფელი ძალა და მოქმედება.

__ მეთიუ ჰენრი __

***

დაბ.10,5.10-12.14.16-20.30-32 ამ მუხლებში ვხედავთ ნაწილობრივ, თუ რომელი მამამთავრები რომელ გეოგრაფიულ არეალში დასახლდნენ. სემიტები არარატის მთის მიმდებარედ, ასევე მესოპოტამიაში, სირიაში და არაბეთში. ქამიტები ძირითადად აფრიკაში, ხოლო იაფეტიანები ჩრდილო აზიაში, ინდოეთში, ევროპაში და როგორც ჩანს, ამერიკაშიც (საქ.17:26).

__ ლოპუხინი __

***

დაბ.11:1-9 ეს ფრაგმენტი იწყება და მთავრდება სიტყვებით ენა და მთელი დედამიწა. აქ ნაუწყებია ხალხების დაშორება და მისი გამომწვევი მიზეზები.

დაბ.11:1 ერთი ენა მიანიშნებს, უეჭველია, ისტორიულ პერიოდზე, ერთ "ოჯახზე". ისტორიული ენათმცოდნეობით თუ ვიმსჯელებთ შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ არსებობდა საერთო პირვანდელი ენა, რომელსაც პირობითად უწოდებენ "ნოსტრატიულს", რომელსაც გამოეყვნენ (იაფეტური), ქამიტო-სემიტური, ალტაის, ურალის, დრავიდური, ქართველური და სხვა ენები.

დაბ.11:2 შინყარის ქვეყანა იხ. 10,10. ეს ადგილი იყო ადრეული ცივილიზაციის აკვანი.

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __