1.7.20 Глаза - орган зрения

Быт.27,1; 49,12 Лев.26,16 Чис.24,3; 1цар.18,9; 2Пар.16,9 Иов.17,7; 19,25-27 Пс.18,8; 31,8; 32,18 Ис.29,18; 33,17; 42,6.7; 52,8 Иер.9,1 Ам.9,8 Авак.1,13 Матф.5,38; 6,22.23; 7,3-5; 13,15 Мар.8,17.18 Деян.22,11; 2Пет.2,14; 1Ин.2,16; 1Кор.2,9 Еф.1,18; 6,6 Отк.1,7; 3,18; 7,17

1.7.20 თვალები

მათზე ზემოქმედებენ:

- სიბერე დაბ.27,1

- ავადმყოფობა ლევ.26,16

- მწუხარება იობ.17,7 ფს.6,7

- ნათელი საქ.22,11

- ღვინოს შედარება დაბ.49,12

- თვალის მალამო გმცხ.3,18

.

ღმერთის თვალები სიმბოლირებენ:

- ყოველივეს ხედვას 2ნეშ.16,9

- ხელმძღვანელობას ფს.31,8

- მფარველობას ფს.32,18

- მართლმსაჯულებას ამ.9,8

- სიწმინდეს აბაკ.1,13

.

კაცის თვალები სიმბოლირებენ:

- ღმერთისგან მიღებულ გამოცხადებას რიცხ.24,3

- შურს 1მფ.18,9

- სინათლეს ფს.18,8 ეფ.1,18

- დარწმუნებულობას ეს.52,8

- დიდ წუხილს იერ.9,1

- შურისძიებას მათ.5,38

- სხეულის ლამპარს მათ.6,22.23

- მორალურ მდგომარეობას მათ.7,3-5

- სულიერ არამდგრადობას მათ.13,15

- სულიერ უხედველობას მარ.8,17.18

- ცოდვილ სურვილებს 2პეტ.2,14

- გულისთქმას 1იოან.2,16

- მომავალ დიდებას 1კორ.2,9

- უღირს მსახურებას ეფ.6,6

.

წინასწარმეტყველებანი თვალებთან დაკავშირებით:

- იხილავენ გამომსყიდველს იობ.19,25-27

- ბრმები იხილავენ ეს.29,18

- იხილავენ მეფეს ეს.33,17

- წარმართები იხილავენ ეს.42,6.7

- დაინახავს მას ყოველი თვალი გმცხ.1,7

- ღმერთი მოსწმენდს ცრემლს მათ თვალთაგან გმცხ.7,17

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 27

1. როცა მოხუცდა ისაკი და დაუსუსტდა თვალისჩინი ისე, რომ ვეღარ ხედავდა, მოუხმო მან ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: "შვილო ჩემო!” და უპასუხა: "აქა ვარ”.

დაბადება 49

12. თვალები მისი ღვინოზე უწითლესია, კბილები მისი - რძეზე უთეთრესი!

ლევიანნი 26

16. მაშინ მეც ასე მოგექცევით; დაგატეხთ საშინელებას, ჭლექსა და ციებ-ცხელებას, რომლებიც თვალებს დაგივსებენ და სულს გაგიწამებენ; ამაოდ დათესავთ თესლს, თქვენი მტრები შეგიჭამენ.

რიცხვნი 24

3. თქვა იგავი: "ნათქვამი ბილყამისა, ბეყორის ძისა, თვალღია კაცისა,

1მეფეთა 18

9. ამ დღის შემდეგ შურის თვალით უყურებდა საული დავითს.

2ნეშტთა 16

9. მთელ დედამიწას ადევნებს თვალს უფალი, რათა განამტკიცოს და მხარი დაუჭიროს მათ, ვინც მთელი გულით მასზეა მინდობილი. უგუნურად მოიქეცი, ამიტომ ამიერიდან ომები გექნება”.

იობი 17

7. მწუხარებისგან თვალთ დამიბნელდა და აჩრდილს დაემსგავსნენ ჩემი სხეულის ასოები.

იობი 19

25. მე კი ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი გამომსყიდველი და საბოლოოდ აღდგება დედამიწაზე;

26. კანიც რომ შემომეცლება, მაინც ჩემივე ხორცში ვიხილავ ღმერთს!

27. რადგან თვითონ ვიხილავ მას, ჩემი თვალები იხილავენ და არა სხვისანი. გული ჩემი გაილია ჩემში!

ფსალმუნი 6

7. წუხილით ამომიღამდა თვალები, მოიქანცა ყველა ჩემი მტრის გამო.

ფსალმუნი 18

8. მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.

ფსალმუნი 31

8. ამბობს უფალი: დაგარიგებ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო, თვალს დავიჭერ შენზე.

ფსალმუნი 32

18. აჰა, თვალი უფლისა მის მოშიშებზეა - ვისაც მისი წყალობის იმედი აქვს;

ესაია 29

18. მოისმენენ იმ დღეს ყრუნი წიგნის სიტყვებს და დაინახავენ ბრმათა თვალები წყვდიადიდან და სიბნელიდან.

ესაია 33

17. იხილავენ შენი თვალები მეფის მშვენებას და დაინახავენ შორეულ ქვეყანას.

ესაია 42

6. "მე, უფალმა, მოგიწოდე სიმართლით, ხელი ჩაგჭიდე და თვალს გადევნებ, აღთქმად დაგადგენ ხალხებისთვის და სინათლედ - ერებისთვის.

7. ბრმათა თვალების ასახელად, საპყრობილედან ტყვეთა გამოსაყვანად და ბნელში მსხდომთა გასათავისუფლებლად”.

ესაია 52

8. ისმინე! შენმა გუშაგებმა ხმა აიმაღლეს, ერთად ყიჟინებენ, რადგან საკუთარი თვალით ხედავენ უფლის დაბრუნებას სიონში.

იერემია 9

1. "ვინ მისცემს ჩემს თავს წყლებს და ჩემს თვალებს ცრემლის ნაკადებს? დღე და ღამე ვიტირებდი ჩემი განგმირული ხალხის ასულისთვის!

ამოსი 9

8. აჰა, უფალი ღმერთის თვალები ცოდვილ სამეფოზეა და მე აღვგვი მას მიწის პირისაგან; ოღონდ საბოლოოდ არ აღვგვი იაკობის სახლს! - ამბობს უფალი.

აბაკუმი 1

13. მეტად სუფთაა შენი თვალები რომ უმზიროს ბოროტებას და უკანონობას ვერ შეხედავ; რატომ უყურებ მტაცებლებს და დუმხარ, როცა ყლაპავს მართალს ბოროტეული?

მათე 5

38. გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ.

მათე 6

22. სხეულის ლამპარი თვალია; ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც განათებული იქნება.

23. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. ამრიგად, თუკი სინათლე, რომელიც შენშია, სიბნელეა, რამდენად დიდი იქნება სიბნელე?

მათე 7

3. რატომ უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?

4. ან როგორ ეუბნები შენს ძმას - მიმიშვი, თვალიდან ბეწვი ამოგიღოო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა!

5. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან.

მათე 13

15. ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და თვალები დახუჭეს, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ, გულით არ ჩაწვდნენ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.

მარკოზი 8

17. იესო მიხვდა ამას და უთხრა მათ: "რას მსჯელობთ, პური რომ არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ ხედავთ და ვერ გაგიგიათ? გული გაგიქვავდათ?

18. თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით? და არც გახსოვთ?

საქმეები 22

11. რაკი იმ ნათლის დიდებისგან ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემთანმყოფებმა ხელჩაკიდული მიმიყვანეს დამასკოში.

2პეტრე 2

14. მათი თვალები აღსავსეა მრუშობით და განუწყვეტელი ცოდვით; ისინი უმტკიცო სულებს აცდუნებენ, ანგარებაში გაწვრთნილი გულები აქვთ და წყევლის შვილები არიან!

1იოანე 2

16. ვინაიდან ყოველივე, რაც წუთისოფელშია - ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და ამაო დიდება ცხოვრებისა - მამისგან კი არა, წუთისოფლისგან არის.

1კორინთელთა 2

9. მაგრამ, როგორც წერია: რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს.

ეფესელთა 1

18. და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის;

ეფესელთა 6

6. არა თვალის ასახვევად, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც გულით ასრულებენ ღვთის ნებას.

გამოცხადება 1

7. აჰა, მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი; და აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ!

გამოცხადება 3

18. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსელი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა იცხო თვალებზე, რომ დაინახო.

გამოცხადება 7

17. ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროსკენ გაუძღვება; და ღმერთი მოსწმენდს ცრემლს მათ თვალთაგან”.