2.13.30 Придут лжехристы и лжепророки

Если восстанет среди тебя пророк, или сновидец, и представит тебе знамение или чудо,

И сбудется то знамение или чудо, о котором он говорил тебе, и скажет притом: "пойдем вслед богов иных, которых ты не знаешь, и будем служить им", -

То не слушай слов пророка сего, или сновидца сего; ибо чрез сие искушает вас Господь, Бог ваш, чтобы узнать, любите ли вы Господа, Бога вашего, от всего сердца вашего и от всей души вашей. (Втор.13, 1-3).

2.13.30 აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი

- უფალი გვაფრთხილებს ვიყოთ ფრთხილად მათ.24,4.5.23.24 მარ.13,22

- გვაფრთხილებენ ასევე მოციქულები საქ.20,29.30; 1იოან.2,22

-

მათი დამახასიათებელი ნიშნებია:

- თავიანთსას რომ ლაპარაკობენ, კაცთა სიბრძნეს და არა ღმერთისას იერ.14,14; 23,25 ეზეკ.13,3

- ცრუმოციქულნი, ზაკვის მოქმედნი 2კორ.11,13

-

ვინ უნდა იყვნენ ისინი?

- მოციქული ამბობს, თვით თქვენგანაც აღდგებიანო ე.ი. ეკლესიისგან საქ.20,30

- სხვაგან წერს კიდეც ცრუძმებისგან მიღებულ განსაცდელებზე 2კორ.11,26 გალ.2,4

-

მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ქრისტეს გამცემი იუდა ისკარიოტელი... ვინ იფიქრებდა

- იუდა ქადაგებდა მარ.3,14

- დევნიდა ეშმაკებს მარ.6,7

- ჰქონდა სამოციქულო მსახურება ლუკ.6,13

- ნათლავდა იოან.4,2

- მაგრამ ვითომ ადამიანთა საამებლად მსჯელობდა და არა ღმერთის სადიდებლად იოან.12,5-7

-

ასეთივე მაგალითია მეფე საული, რომელიც...

- ისრაელის ხსნისთვის იქნა დადგენილი მეფედ 1მფ.9,16

- იქნა ცხებული 1მფ.10,1

- წინასწარმეტყველებდა 1მფ.10,11

- იყო წარმატებული 1მფ.11-13 თავები

- მაგრამ გაამაყდა 1მფ.15,12

- ორჯერ გამოსცადა უფალმა და ვერცერთხელ ვერ გაუძლო 1მფ.13,13; 15,19

-

გავფრთხილდეთ, ცრუ მქადაგებელს შეიძლება ჰქონდეს ცხებულება, ახდენდეს სასწაულს, კურნავდეს ავადმყოფებს, მაგრამ შეიძლება იყოს დაშვებული გამოცდა უფლისგან რჯ.13,1-3; 3მფ.22,22

-

ნუ აღვფრთოვანდებით და ნუ დავემონებით 1კორ.7,23

-

ვიყოთ კეთილგონიერნი ბერეას ეკლესიის მსგავსად, სადაც ჩასული მოციქული პავლეს სიტყვებსაც კი ამოწმებდნენ წერილების მიხედვით, სწორს ლაპარაკობდა თუ არა საქ.17,10.11

-

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 13

1. თუ გამოჩნდა შენს შორის წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი და მოგცა რამე ნიშანი ან სასწაული,

2. და ახდა ეს ნიშანი და სასწაული, რაც გამოგიცხადათ, და გეტყვით: მივმართოთ სხვა ღმერთებს, რომელთაც შენ არ იცნობ, და ვემსახუროთო,

3. ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმართმხილველის ნათქვამს, რადგან გცდით უფალი, თქვენი ღმერთი, იმის გასაგებად, გიყვართ თუ არა უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და სულით.

1მეფეთა 9

16. ხვალ ამდროს კაცს გამოგიგზავნი ბენიამინის მხარიდან და სცხებ მას ჩემი ერის, ისრაელის, მეფედ; იგი იხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთაგან, რადგან მოვხედე მე ჩემს ერს, როცა მისმა ღაღადისმა ჩემამდე მოაღწია.

1მეფეთა 10

1. აიღო სამუელმა ზეთით სავსე ქილა, თავზე დაასხა, აკოცა და უთხრა: აჰა, გცხო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად.

11. ყველა, ვინც მანამდე იცნობდა საულს, ხედავდა: აჰა, წინასწარმეტყველთა შორის წინასწარმეტყველებს იგი; ლაპარაკი გააბეს ერთმანეთში: "ეს რა დაემართა კიშის ძეს? ნუთუ საულიც წინასწარმეტყველთა შორისაა?”

1მეფეთა 13

13. უთხრა სამუელმა საულს: "უგუნურად მოიქეცი, არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ბრძანება, რომელიც გამცნო, რათა საუკუნოდ განემტკიცებინა უფალს შენი მეფობა ისრაელზე.

1მეფეთა 15

12. მეორე დღეს დილაადრიანად ადგა სამუელი და საულთან შესახვედრად წავიდა; უთხრეს სამუელს: "აჰა, ქარმელს ასულა საული და სვეტი აღუმართავს იქ თავისთვის, შემდეგ კი მობრუნებულა და გილგალში ჩასულა”.

19. რატომ არ შეისმინე უფლის ხმა, რატომ დახარბდი ნადავლს და რატომ მოიქეცი ბოროტად უფლის თვალში?”

3მეფეთა 22

22. მიუგო: გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.

იერემია 14

14. მითხრა უფალმა: სიცრუეა, რასაც წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით ქადაგებენ. მე არ გამომიგზავნია, არ დამირიგებია ისინი, არ მილაპარაკნია მათთან. ცრუ ხილვებს, მისნობას, სიყალბეს და თავიანთი გულის გამონაგონს გიქადაგებენ ისინი.

იერემია 23

25. გავიგონე, რაც თქვეს წინასწარმეტყველებმა, სიცრუეს რომ ქადაგებენ ჩემი სახელით: მესიზმრა, მესიზმრაო!

ეზეკიელი 13

3. ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი უგუნურ წინასწარმეტყველთ, თავიანთ სულს რომ მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ.

მათე 24

4. მიუგო იესომ მათ პასუხად: "გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.

5. ვინაიდან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.

23. მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან იქო, არ ერწმუნოთ,

24. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.

მარკოზი 3

14. აირჩია თორმეტი, რათა ყოფილიყვნენ მასთან და საქადაგებლად წარეგზავნა ისინი,

მარკოზი 13

22. ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.

ლუკა 6

13. ხოლო როდესაც გათენდა, მოუხმო თავის მოწაფეებს და ამოარჩია მათგან თორმეტი, რომლებსაც მოციქულები უწოდა:

იოანე 4

2. (თუმცა თვით იესო როდი სცემდა ნათელს, არამედ მისი მოწაფეები).

საქმეები 17

10. მაშინ ძმებმა იმ ღამესვე გაამგზავრეს პავლე და სილა ბერეას, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში.

11. ესენი თესალონიკელებზე უფრო კეთილშობილნი იყვნენ: მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილს, ასეა თუ არა ესო.

საქმეები 20

29. რადგანაც ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგესევიან მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.

30. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ.

1იოანე 2

22. ვინ არის ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ის არის ანტიქრისტე, უარმყოფელი მამისა და ძისა.

1კორინთელთა 7

23. სასყიდლითა ხართ ნაყიდნი და ნუ იქცევით კაცთა მონებად.

2კორინთელთა 11

13. რადგან ასეთები არიან ცრუმოციქულნი, ზაკვის მოქმედნი, ქრისტეს მოციქულების სახეს რომ ღებულობენ.

26. ერთავად გზებზე ვიყავი გაკრული, განსაცდელი მდინარეებზე, განსაცდელი ყაჩაღთაგან, განსაცდელი თვისტომთაგან, განსაცდელი წარმართთაგან, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ზღვაზე, განსაცდელი ცრუ ძმათა შორის.

გალატელთა 2

4. შემოპარულ ცრუ ძმებს კი, მალულად რომ შემოძვრნენ, რათა ეთვალთვალებინათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს ქრისტე იესოში, და ამრიგად, დავემონებინეთ,