1.7.4 Об украшениях на теле

Украшение тела- диавольское изобретение.

Св.Киприан Карфагенский

1.7.4. სხეულის მორთულობათა, სამკაულთა შესახებ

(ის, რასაც ატარებენ სილამაზისთვის)

 

მიწიერ მორთულობათა მაგალითები:

- სასძლოსთვის მირთმევა დაბ.24,47

- მმართველთა დაბ.41,42

- მეძავის დაბ.38,14 გმცხ.17,4

- ქალების ეს.3,16-24; 1ტიმ.2,9

- დედოფლის, სასძლოსი ფს.44,9 გმცხ.21,2

~

სულიერი აზრით ...თან მიმართებაში:

- ღმერთთან ფს.103,2

- გამართლებულ მორწმუნესთან ეს.61,10

- ერთგულ მორწმუნესთან ტიტ.2,10

- ციურ ლაშქართან გმცხ.19,14

 

გადატანითი მნიშვნელობით:

- დამოძღვრა იგავ.1,9

- ბრძენის შეგონება იგავ.25,12

- ახალი ისრაელი ეს.49,18

- ღვთის საზრუნავი ეზეკ.16,10-14

- გამეძავებული იერ.4,30

 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24

47. ვკითხე, ვისი ასული ხარ-მეთქი? მითხრა, ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისაო. მაშინ გავუკეთე მას ნესტოზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები.

 

დაბადება 38

14. გაიძრო ქალმა ქვრივის სამოსელი, მოსასხამი მოისხა, თავი დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე. რადგან იცოდა, რომ მოწიფული იყო შელა, მაგრამ ცოლად არ მიუთხოვებიათ მისთვის.

 

დაბადება 41

42. წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა ხელზე იოსებს; შემოსა ზეზის შესამოსელით და ოქროს ძეწკვი ჩამოჰკიდა ყელზე.

 

ფსალმუნი 44

9. მეფეთა ასულნი შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული.

 

ფსალმუნი 103

2. გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით.

 

იგავნი 1

9. რადგან იგი ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და შენი ყელის სამკაულია.

 

იგავნი 25

12. ოქროს საყურე და ბაჯაღლოს სამკაულია ბრძენის შეგონება გამგონე ყურისთვის.

 

ესაია 3

16. თქვა უფალმა: რაკი გამედიდურდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებით და ურცხვი მზერით მიმოდიან, ლაღად მოსეირნობენ და ფეხებზე რგოლებს მოაჟღარუნებენ.

17. თავს გაუქაჩლებს მეუფე სიონის ასულთ და სარცხვინელს გაუშიშვლებს მათ.

18. იმ დღეს აართმევს მათ მეუფე ფეხსამკაულ შიბებს, თავსაკრავებს და ყელსაბამებს,

19. საყურეებს, სამაჯურებს და პირბადეებს,

20. მჯიღებს, ფეხსამკაულებს და სარტყლებს, სუნამოს ჭურჭლებს და ავგაროზებს,

21. ბეჭდებს და ნესტოს რგოლებს,

22. ძვირფას შესამოსელს, მოსასხამებს, მანდილებს და ქისებს,

23. სარკეებს, პერანგებს, თავსაბურველს და ხალათებს.

24. სურნელების ნაცვლად აუვად სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად ექნებათ ჯვალო, ნაწნავ-კულულების ნაცვლად სიქაჩლე, მოსასხამის ნაცვლად ტომარა, მშვენების ნაცვლად ცეცხლის დაღი.

 

ესაია 49

18. თვალი მოატარე ირგვლივ და იხილე: ყველანი შეკრებილან, შენთან მოდიან! როგორც მე ვარ ცოცხალი, ამბობს უფალი, ასე შეიმოსავ სამკაულად ყველას და მოირთვები მათით, როგორც პატარძალი.

 

ესაია 61

10. ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით სიმართლის მოსასხამი მომასხა; როგორც სიძე იმკობა გვირგვინით და როგორც დედოფალი ირთვება სამკაულებით.

 

იერემია 4

30. რას იზამ, გაპარტახებულო? თუმცა ჩაგიცვამს ძოწეული, ოქროს სამკაულებით მორთულხარ, თვალები სურმით მოგიხატავს, მაგრამ ამაოდ ილამაზებ თავს: შეგიძულეს საყვარლებმა, სასიკვდილოდ დაგდევენ.

 

ეზეკიელი 16

10. მოქარგულით შეგმოსე და თახაშის ტყავის ხამლები ჩაგაცვი, ზეზის სარტყელი შემოგარტყი და აბრეშუმი მოგახურე.

11. სამკაულებით მოგრთე, ხელზე სამაჯურები და ყელზე შიბები შეგაბი.

12. ცხვირზე ბეჭედი და ყურებზე საყურეები გაგიკეთე, მშვენების გვირგვინი დაგადგი თავზე.

13. ოქროთი და ვერცხლით იყავი მორთული; ზეზი, აბრეშუმი და ნაქარგი სამოსელი გეცვა; გამტკიცული ფქვილი, თაფლი და ზეთი გქონდა საზრდოდ; გამშვენდი, დიდად გამშვენდი და სადედოფლო შეიქენი.

14. გავარდა შენი სილამაზის სახელი ხალხებში, რადგან სრულქმნილი ჩანდი ჩემი დიდების გამო, რომლითაც შეგმოსე, ამბობს უფალი ღმერთი.

 

1ტიმოთე 2

9. ასევე ქალებიც, ღირსეუღაღ მოსილნი, კდემითა და უმანკოებით იმკობდნენ თავს; არა თმაწნულობით, არც ოქროთი თუ მარგალიტით, ანდა ძვირფასი სამოსით,

 

ტიტე 2

10. ნურაფერს მოიპარავენ, არამედ გამოიჩინონ მთელი თავიანთი ერთგულება, რათა სრულად შეამკონ ჩვენი მაცხოვრის - ღმერთის მოძღვრება.

 

გამოცხადება 17

4. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი.

 

გამოცხადება 19

14. ციური ლაშქარი მისდევდა, თეთრ ცხენებზე ამხედრებული და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილი.

 

გამოცხადება 21

2. ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული.