3.37.8. Пост без принятия вина

Дан.10,[3]

3.37.8. ღვინის მიუღებლობა მარხვისას

იმიტომ, რომ ღვინო შვების მომგვრელია და კაცის გულს ამხიარულებს მის უნებლიედ 2მფ.13,28 ესთ.1,10 ფს.103,15 ეკლ.10,19 დან.10,[3]

ბიბლიის მუხლები

2მეფეთა 13

28. ასე უბრძანა აბესალომმა თავის მსახურ ბიჭებს: ყური უგდეთ, როცა ღვინისგან გამხიარულდება ამნონი და მე გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ამნონს, თქვენც მოკალით იგი, ნუ შეგეშინდებათ. განა მე არ გიბრძანებთ ამას? აბა, გამაგრდით და მამაცურად მოიქეცით.

ესთერი 1

10. მეშვიდე დღეს, როცა ღვინომ გაამხიარულა მეფის გული, უბრძანა მეჰუმანს, ბიზეთას, ჰარბონას, ბიგთას, აბაგთას, ზეთარს და ქარქასს - შვიდ საჭურისს, მეფე ახაშვეროშის წინაშე მომსახურეთ,

ფსალმუნი 103

15. და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.

ეკლესიასტე 10

19. სამხიარულოდ იმართება პურობა; ღვინო სიხარულით ავსებს სიცოცხლეს, ხოლო ფული ყველაფერზე პასუხს აგებს.

დანიელი 10

3. გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია, ვიდრე სამი კვირა არ გასრულდა.