4.12.8. День очищения, (примирения, смирения)

Лев.23,27.28; 25,9 საქ.21,26

- По случаю можно самому назначит день очищения Иов.1,[5]

- Очищение перед пасхи Ин.11,55

**

Также в девятый день седьмого месяца сего. день очищения, да будет у вас священное собрание; смиряйте души ваши, и приносите жертву Господу.

Никакого дела не делайте в день сей; ибо это день очищения, дабы очистить вас пред лицем Господа, Бога вашего. (Левит23,27.28).

И востуби тубою в седьмый месяц, в десятый день месяца, в день очищения вострубите трубою по всей земле вашей. (Лев.25,9).

4.12.8. განწმედის (გამოსყიდვის, ლხინების, მიტევების, შენდობის) დღე

ებრაელები აღნიშნავენ იომ ქიფურის დღეს

ლევ.23,27.28; 25,9 საქ.21,26

- შეგვიძლია თვით დავნიშნოთ განწმედის დღე იობ.1,[5]

- განწმედა პასექის წინ ინ.11,55

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 23

27. ამავე მეშვიდე თვის მეათე დღეს შენდობის დღეა, წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. დაიმდაბლეთ თავი და საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს.

28. არაფერი საქმე არ აკეთოთ ამ დღეს, რადგან შენდობის დღეა იგი, რათა მიგეტევოთ უფლის, თქვენი ღვთის წინაშე.

ლევიანნი 25

9. დაჰკარი ბუკს მეშვიდე თვეში, თვის მეათე დღეს; შენდობის დღეს დაჰკარით ბუკს მთელს თქვენს ქვეყანაში.

იობი 1

5. როცა ჩამოთავდებოდა ლხინის დღეები, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ; ადგებოდა დილაადრიანად, აღავლენდა აღსავლენ მსხვერპლს მათი რიცხვისდა მიხედვით, რადგან ფიქრობდა იობი, ვაითუ რამე შესცოდესო ჩემმა ვაჟებმა და დაჰგმესო ღმერთი თავიანთ გულში. მუდამ ასე იქცეოდა იობი.

იოანე 11

55. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და იმ მხრიდან მრავალი ავიდა იერუსალიმს, რათა პასექის წინ გაწმენდილიყო.

საქმენი მოციქულთა 21

26. მაშინ პავლემ წაიყვანა ისინი, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმინდა, მერე კი შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, როდის დასრულდებოდა განწმენდის დღეები, როცა თვითეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი.

__თემაზე წერდნენ__

***

ადამიანი იმდენ ხანს ინარჩუნებს მიტევების უნარს, ვიდრე უყვარს.

__ ლაროშფუკო __

***

მორწმუნე ვარ და პატიება ჩემი საქმიანობაა.

__ . . . . . __

***

ძველ ბერძნებს ერთი დღესასწაული ჰქონდათ, რომელსაც “ამნისტოს” ეძახდნენ (სიტყვა “ამნისტია” სწორედ ამ სიტყვის ძირისგან წარმოსდგა). წელიწადში ერთხელ ბერძნები ნებაყოფლობით ამბობდნენ უარს ურთიერთმტრობაზე, სასამართლო გართულებებზე, ურთიერთმიწევასა და ჯიბრზე. დღესასწაული იწყებოდა ყველა ოჯახური დავის, მეზობლებს შორის უთანხმოების, ყოველგვარი წყენინებისა და უსამართლობის საზეიმო “დაკრძალვით”.

ძველი სამოციქულო ეკლესიის ქრისტიანები ურთიერთპატიების დროს უკავშირებდნენ იესო ქრისტეს სიკვდილის მოგონებას. მორწმუნეები გაშლილ სუფრასთან ინანიებდნენ და ერთმანეთს პატიობდნენ. ზიარების შემდგომ ეწყობოდა ქრისტიანული სიყვარულის საღამო, რომელსაც ეწოდებოდა “აღაპი” [მკვდრისთვის ნადიმი – სულხან საბა]. ო, როგორ გვესაჭიროება დღევანდელ ქრისტიანებს სხვადასხვა ქვეყნებში ასეთი ურთიერთობა.

__ იაკობ ლევენი __

***

ახალ წლის ღამეს ივიწყებენ და მიუტევებენ ერთმანეთს ადრინდელ უსიამოვნებებს და წყენას.

__ ვიეტნამელები __

__ს ი ზ მ ა რ ი (მეგობრებს და არამეგობრებს)__

ქვეყანა იყო ისეთი, რის რომი, რის კართაგენი!

ცა და ხმელეთიც ისეთი, უფლის თუ იყო ბაგენი.

ჰკვირობდნენ, პირჯვარს იწერდნენ დამფრთხალი მონადირენი:

ფოთლები ვარდებს ისროდნენ რტოსავით შეფოთლილები,

მგელი კრავს აბალახებდა, კბილით ეჭირა საბელი,

კაენი თითებს იჭამდა და ნუგეშს სცემდა აბელი.

მართლა ისეთი დღე იყო, ცის გახსნას ჰგავდა პირდაპირ, მე და შენ ჯვარზე მცხეთაში ცისარტყელაში ვფრინავდით.

დღე იყო ნატვრის ახდომის, დღე იყო მკვდრეთიღ აღდგომის,

სულგრძელობის და სიკეთის, ცოდვათა ახსნის დათმობის.

წარსულით წამოშლილები ნოსტეს ღრეობდნენ აჩრდილნი,

ბეჭს უკოცნიდა გიორგის შადიმან ბარათაშვილი.

მცხეთასთან ორნი შემოგვხვდნენ და მართლა ღირდნენ საცქერლად

ხელიხელგადახვეულნი კუჭატნელი და არსენა.

__ შოთა ნიშნიანიძე __

***

ღმერთო მიმრავლე სათნოების დღე . . . 

შურზე, მტრობაზე ამაღლების დღე,

მიმრავლე მტრებთან შერიგების დღე,

საკუთარ თავთან შერკინების დღე . . . 

ჩემი ცოდვების ანათემის დღე,

მიმრავლე შენთან შეხვედრის დღე,

შენთვის ამ ქვეყნის შევედრების დღე.

__ შოთა ნიშნიანიძე __