=3.43.5. Праведного благословляет богатством Господь

Быт.13,1.2.5 Иов.1,[3]; 42,12 Прит.10,22

3.43.5. მართალს სიმდიდრით აკურთხებს უფალი

დაბ.13,1.2.5 იობ.1,[3]; 42,12 იგავ.10,22

ბიბლიის მუხლები

დაბადება 13

1. წავიდნენ აბრამი და მისი ცოლი ეგვიპტიდან მთელი ქონებითა და ლოტითურთ ნეგებისკენ.

2. ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგითა და ოქრო-ვერცხლით.

. ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ჰყავდა ცხვარ-ძროხა და ჰქონდა კარვები.

იობი 1

3. ჰყავდა საქონელი - შვიდიათასი სული ცხვარი, სამიათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი დედალი ვირი, უამრავი მსახური. აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო ეს კაცი.

იობი 42

12. უკურთხა უფალმა იობს დარჩენილი დღეები წინანდელზე უფრო მეტად: ჰყავდა თოთხმეტი ათასი ცხვარი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი სახედარი.

იგავნი 10

22. უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას.