3.18.10 Благословение избранных для служения

3.18.10 მსახურებებისთვის გამორჩეულთა კურთხევა

საქ.1,23.24; 6,6; 13,2.3; 14,[23]; 15,23; 20,17.32; 3იოან.1,1.2; 1ტიმ.5,22 ტიტ.1,5

ბიბლიის მუხლები

საქმეები 1

23. და დააყენეს ორნი - იოსები, ბარსაბად წოდებული, რომელსაც იუსტოსი შეარქვეს და მატათია.

24. ილოცეს და თქვეს: "უფალო, ყველას გულთამხილველო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც ამოირჩიე,

საქმეები 6

6. წარადგინეს მოციქულების წინაშე, ილოცეს და ხელები დაასხეს მათ.

საქმეები 13

2. უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: "გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”.

3. მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.

საქმეები 14

23. ხელდასმით დაადგინეს თითოეული ეკლესიის ხუცესი და ლოცვითა და მარხვით მიუძღვნეს ისინი უფალს, რომელსაც ერწმუნენ.

საქმეები 15

23. და ასე მიწერეს თავიანთი ხელით: "მოციქულები, უხუცესები და ძმები - ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ!

საქმეები 20

17. მილეტიდან კაცი მიავლინა ეფესოში და ეკლესიის უხუცესები დაიბარა.

32. ახლა კი, ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და ყველა განწმედილს შორის მოგცეთ სამკვიდრებელი.

3იოანე 1

1. უხუცესი - საყვარელ გაიუსს, რომელიც მიყვარს ჭეშმარიტებაში.

2. საყვარელო! ვლოცულობ, რომ ჯანმრთელად იყო და მიაღწიო ისეთ წარმატებას, როგორ წარმატებასაც შენი სულით მიაღწიე.

1ტიმოთე 5

22. არავის დაასხა ხელი ნაჩქარევად და სხვათა ცოდვების მოზიარე არ გახდე; წმიდად შეინახე თავი.

ტიტე 1

5. იმიტომ დაგტოვე კრეტაში, რომ დაასრულო დასასრულებელი და ხუცესები დააყენო ყველა ქალაქში, როგორც მე დაგავალე:

------------------------

კადრი ფილმიდან "მოციქულთა საქმეები"