2.7.12. Ангель готовит язычника для принятия Христа

Деян. 10,[3].7.[22].30; 11,13

2.7.12. ანგელოზი ამზადებს წარმართს ქრისტეს მისაღებად

საქ. 10,[3].7.[22].30; 11,13

ბიბლიის მუხლები

საქმეები 10

3. მეცხრე საათი იქნებოდა, ჩვენებაში ღვთის ანგელოზი რომ იხილა ცხადად, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: "კორნელიუს!”

7. მასთან მოსაუბრე ანგელოზი რომ წავიდა, დაუძახა თავის ორ მსახურს და ერთ ღვთისმოსავ ჯარისკაცს, მუდმივად თან რომ ახლდა.

22. ხოლო მათ უთხრეს: "ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც იუდეველთა მთელი ერი ემოწმება, წმიდა ანგელოზისგან ებრძანა, მიგიხმოს თავის სახლში და მოისმინოს შენი სიტყვები”.

30. მიუგო კორნელიუსმა: "ოთხი დღის წინ ამ საათამდე ვმარხულობდი, მეცხრე საათზე კი შინ ვლოცულობდი და აჰა, ჩემს წინაშე, ელვარე სამოსით შემოსილი კაცი დადგა.

საქმეები 11

13. მან გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში ანგელოზი, რომელმაც უთხრა: გაგზავნე იაფოში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს.