1.3.10. Бог Своим Духом назидает дух человека

Быт.41,39,, 3цар.3,12,, 4,29 Иов.4,12-16,, 32,[8],, 33,16,, 35,11,, 38,36 Пс.15,7 Прит.2,6 Екк.2,26 Дан.1,17,, 2,21 Иак.1,5,, 1Кор.2,10-12,, 12,8

1.3.10. ღმერთი თავისი სულით წვრთნის კაცის სულს

დაბ. 41,39; 3მეფ. 3,12; 4,29; იობ. 4,12-16; 32.[8]; 33,16; 35,11; 38,36; ფს. 15,7; იგ. 2,6; ეკლ. 2,26; დან. 1,17; 2,21; იაკ. 1,5; 1კორ. 2,10-12; 12,8

ბიბლიის მუხლები

დაბადება 41

39. უთხრა ფარაონმა იოსებს: რაკი გაგიმხილა ღმერთმა ეს ყველაფერი, სხვა ვინ იქნება შენსავით გონიერი და ბრძენი. 

3მეფეთა 3

12. აჰა, მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა სადმე და არც შენს შემდეგ გამოჩნდება შენი მსგავსი.

3მეფეთა 4

29. მიჰმადლა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე, დიდი ჭკუა და ზღვის ქვიშასავით ვრცელი გონება.

იობი 4

12. იდუმალ მომეპარა სიტყვა და ჩურჩული ჩამესმა ყურში;

13. ღამეულ ჩვენებებში ფიქრების დროს, როცა ძილბურანს მიაქვს კაცი,

14. შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეაძრწუნა;

15. წინ ჩამიქროლა სულმა და ტანზე თმები ამებურძგლა.

16. შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე მისი სახე, რაღაც ხატება იყო ჩემ თვალწინ, დუმილი და, აჰა, მერე ხმა გავიგონე:

იობი 32

8. ნამდვილად კი, კაცში მყოფი სული და სუნთქვა ყოვლადძლიერისა განასწავლის მას. 

იობი 33

16. მაშინ ხსნის ღმერთი ადამიანთა ყურებს და თავისი შეგონებებით ბეჭდავს,

იობი 35

11. რომელმაც განგვასწავლა მიწის მხეცებზე მეტად და ცის ფრინველებზე მეტად განგვაბრძნო?

იობი 38

36. ვინ ჩადო გულში სიბრძნე ან ვინ მისცა გონებას გამჭრიახობა?

ფსალმუნნი 15

7. ვადიდებ უფალს, რომ დამარიგა; ღამღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი.

იგავნი 2

6. რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,

ეკლესიასტე 2

26. ვისაც ის ითნევს, მას მიანიჭებს სიბრძნეს ცოდნასა და სიხარულს; ხოლო ცოდვილს კი მოხვეჭისათვის საზრუნავს უჩენს, რათა ღვთის სათნოს დაუტოვოს ეს მონაგარი. ამაოება არის ესეც და ქარის დევნა.

დანიელი 1

17. მიჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ნიჭი და ყველა წიგნისა და სიბრძნის შემეცნების უნარი. დანიელს კი ყველა ხილვისა და სიზმრის ამოცნობა შეეძლო.

დანიელი 2

21. იგი სცვლის დრო-ჟამს და წელიწადებს, ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს. ბრძენკაცთ სიბრძნეს აძლევს, გონიერთ - ცოდნას.

იაკობი 1

5. ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა.

1კორინთელთა 2

10. ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც.

11. და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა.

12. ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა.

1კორინთელთა 12

8. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით;

თემაზე წერდნენ

 

როგორადაც კაცი დაიუნჯებს თავის სახლში ყოველგვარ სიკეთეთა და ქონებას, ასევე უფალი ღმერთიც სწორედ ამ თავის სამკვიდრებელში - ადამიანის სულსა და სხეულში დაიუნჯებს სულიწმიდის ზეციურ სიმდიდრეთ.

წმ.მაკარი დიდი

ადამიანის სული ღვთაებრივი გონის მოზიარეა. იგი დაკავშირებულია ღმერთთან და ღვთისგან აქვს მონიჭებული წარმოდგენის ძალა, სურათხატები თუ იდეები, რომელთა მეშვეობითაც იგი მრავალფეროვან გრძნობად შთაბეჭდილებებს აწესრიგებს და ცნებებად აწესრიგებს.

მალბრანში

***

სახარება წიგნი კი არაა, არამედ ცოცხალი არსებაა მოქმედებით და ძალით, რომელიც იპყრობს ყოველივეს, რაც მას შეეწინააღმდეგება. სული აღტაცებული სახარების მშვენიერებით არ ეკუთვნის უკვე თავის თავს. ღმერთი ფლობს მას მთლიანად. იგი უგზავნის მას აზრებს და და შემწეობას. ის ეკუთვნის მას.

                                                 ნაპოლეონ პირველი

***

როდესაც ცხოვრობთ ღვთის სიტყვიე სიბრძნის შესატყვისად სული წმიდა თქვენს სულში გაძლევთ ნიშანს, როდესაც რაღაც არის არა ისე, როგორც უნდა იყოს, ან იგი გაძლევთ სრულყოფილ სამყაროს და გიჩვენებთ, რომ იმყოფებით ღვთის ნებაში, როდესაც თქვენს გარშემო ვითარება მიმდინარეობს არც ისე სახარბიელოდ.

                                                            ბობ იანდიანი