1.2.8. Особенная жестокость

Суд.9,45

И сражался Авимелех с городом весь тот день, и взял город, и побил народ, бывший в нем, и разрушил город и засеял его солью. (Суд.9,45).

1.2.8. მტრობის განსაკუთრებული სისასტიკე მოწინააღმდეგის კუთვნილისადმი

დაბ.26,15 მსაჯ. 9,[45]; 4მფ.3,19.[25]

 

- ნუ მოიქცევი სასტიკად რჯ.20,19.20

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 26

15. ჭები, რომლებიც მამამისის მორჩილებს ჰქონდათ ამოღებული აბრაამის, მამამისის დროს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.

 

მეორე რჯული 20

19. თუ დიდხანს გექნება შემორტყმული ალყა ქალაქისთვის მის დასამარცხებლად და ასაღებად, ნუ გაანადგურებ მის ხეებს, ცულს ნუ აღმართავ მათზე, რადგან თუკი ჭამ მათ ნაყოფს, არც უნდა მოჭრა. რადგან მინდორში მდგარი ხე კაცი ხომ არ არის, რომ გაგეცალოს და ციხე-სიმაგრეში შეაფაროს თავი?

20. მხოლოდ ის ხეები, რომლებიც იცი, რომ საჭმელად არაფერს ისხამენ, შეგიძლია გაანადგურო, მოჭრა და სიმაგრე ააშენო ქალაქის წინააღმდეგ, რომელიც გებრძვის, ვიდრე არ აიღებდე. 

 

მსაჯულნი 9

45. მთელი დღე ებრძოდა აბიმელექი ქალაქს. აიღო, გაწყვიტა შიგ მყოფნი, დაანგრია ქალაქი და მარილი დათესა.

 

4მეფეთა 3

19. ყველა გამაგრებულ ქალაქს, ყველა რჩეულ ქალაქს შემუსრავთ, ყველა საუკეთესო ხეს აჩეხავთ, ყველა წყაროსთვალს ამოყორავთ, საუკეთესო ყანებს ქვებით აავსებთ.

25. ქალაქები დაანგრიეს, საუკეთესო ყანებში თითოეულმა თითო ქვა ისროლა და ქვებით აავსეს, ყველა წყაროსთვალი ამოყორეს, ყველა საუკეთესო ხე აჩეხეს, ქვა ქვაზე არ დაუტოვებიათ კირ-ხარაშეთში, შემოადგნენ მეშურდულენი და დააქციეს.