2.7.22. Редкий Ангел, показывающий нам прямой путь

Иов. 33,[23]

2.7.22. იშვიათია მეოხი ანგელოზი, კაცს მართალ გზას რომ შეახსენებდეს

იობის 33,[23.24] მუხლები ბიბლიის სხვადასხვა გამოცემებში:

23. იყვნენღა თუ ათასნი ანგელოზნი მაკუდინებელნი, ერთმანცა მათგანმან ვერ წყლას იგი.

24. უკუეთუ ცნას გულითა თჳსითა მოქცევად უფლისა, და უთხრას კაცსა ბრალი თჳსი, და გონებაჲ თჳსი აჩუენოს და თავს-იდვას, რათა არა შევარდეს იგი სიკუდილსა.

(მცხეთური ხელნაწერი)

23. მაგრამ, თუ აღმოჩნდება ათასში ერთი ანგელოზი, მისი მეოხი, რომ შეახსენოს კაცს, რა არის სიმართლე,

24. შეიწყალებს მას და იტყვის: "იხსენი იგი საფლავისგან: მისთვის ნაპოვნი მაქვს გამოსასყიდი!”

(2015 წლის თარგმანი)

23. თუ აღმოჩნდა ათასში მისი მეოხე ერთი ანგელოზი, რომ ადამიანის სიწრფელე გამოაცხადოს,

24. შეიბრალოს და თქვას: ნუ გასწირავ საფლავად ჩასვლისთვის, ნაპოვნი მაქვსო გამოსასყიდი,

(საპატრიარქოს 1989 წლის თარგმანი)

23. У Бога много ангелов, и, быть может, один из них следит за этим человеком и Богу правильный даёт совет.

24. Тот ангел к человеку добр и, может быть, он скажет Богу: "Упаси его от смерти, нашёл я, как оплатить его грехи".

(Русский современный перевод)

23. Но если есть ангел на его стороне, заступник, один из тысячи, наставляющий человека на прямой путь,

24. Всевышний пожалеет его и скажет: «Избавь его, пусть не сойдёт он в бездну; за него Я выкуп нашёл»,

(Русский смысловый перевод)

23. Аще будет тысяща Ангел смертоносных, един от них не уязвит его: аще помыслит сердцем обратитися ко Господу, повесть же человеку свой зазор, и безумие свое покажет,

24. заступит е, еже не впасти ему в смерть, обновит же тело его якоже повапление на стене, кости же его исполнит мозга:

(Русский перевод Кирилла и Мефодия)

მსგავსი შინაარსისაა იობის 5,1

1. შეჰღაღადე, ვინ გიპასუხებს? წმიდათაგანს ვის მიმართავ? (სბს 2001) (საპატრიარქოს გამოცემა)

1

აწ მოუხმე; არის ვინმე, ვინც პასუხს გაგცემს? ან ანგელოზთაგან ვის მიმართავ? (სბს 2013) (მცხეთური ხელნაწერი)

1

Взывай, если есть отвечающий тебе. И к кому из святых обратишься ты? (Синодальный)

1

Иов, ты, если хочешь, можешь звать, но нет здесь никого, кто б мог тебе ответить! Ни к одному из ангелов тебе не повернуться! (Современный) (Словесной) (Кирила и Мефодия)

ზაქარია 1

12. მიუგო უფლის ანგელოზმა და თქვა: ცაბაოთ უფალო! როდემდის არ მოიღებ მოწყალებას იერუსალიმზე და იუდას ქალაქებზე, რომლებიც აგერ სამოცდაათი წელია შერისხული გყავს?

გამოცხადება 8

3. მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი.

4. და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე.

__თემაზე წერდნენ__

***

იობ.33,23 - აქაც არასწორად ფიქრობს ელიჰუ; ანგელოზები ყოველთვის ევედრებიან უფალს სიკეთისთვის, თავად უფალიც არასოდეს ავლენს ბოროტებას ადამიანის წინააღმდეგ.

__ბიბლია განმარტებებით ტ.6__

***

იობ.5,1 - ელიფაზი... მიიჩნევს, რომ იობის მსგავს მდგომარეობაში მხოლოდ ბოროტისა და უკეთურების მოქმედნი თუ აღმოჩნდებიან. ეს იყო იობის მეგობრების მრწამსი, წინაპართა სწავლებებზე დაფუძნებული... იობის მეგობრებისთვის შეუცნობელია ღვთის განგებულება...

__ბიბლია განმარტებებით ტ.6__

-------------------------

იობის მეგობრები სცდებიან და ეჭვი შეაქვთ ღმერთისა და მისი ანგელოზებისადმი მიმართებაში, რის საჩვენებლადაც მოვიყვანეთ იობის წიგნის მუხლები ბიბლიის სხვადასხვა ქართული და რუსული გამოცემებიდან, მათი მცდარობის უკეთ გასააზრებლად, ხოლო ბიბლიის ორი სხვა ადგილი - საპირისპიროს საჩვენებლად - რომ ანგელოზები შუამდგომლობენ წმიდებს.