4.22.13 Духи - их распознавание

4.22.13 სულების გარჩევა

დახასიათებულია როგორც

- სულიერი ნიჭი 1კორ.12,10

- აუცილებელი 1თეს.5,19-21

- ძალიან მნიშვნელოვანი 2იოან.1,7-11

.

სულების გარჩევის მაგალითები:

- მესიის ამოცნობა იოან.1,32-34

- სული წმიდის გადმოსვლა საქ.2,3

- ანგელოზის ლუკ.22,43 იოან.20,12.13 საქ.27,23

- ადამიანის სულის გარჩევა იოან.1,47.48; 2,23-25 საქ.14,8-10

- ავი სულების გარჩევა ლუკ.13,11.12

.

სულიერი განსჯის უნარი:

- სოლომონს სურდა ჰქონოდა 3მფ.3,9-11

- დავითი თვალის ახელისთვის ლოცულობდა ფს.118,18

- საჭიროა განსჯა 1კორ.14,29

- მაგრამ განსჯა არ უნდა იქცეს განკითხვად (მიაქციეთ ყურადღება 1კორ.12,10 ამბობს ზოგს მიეცა სულების გარჩევის ნიჭი და არა ყველას) მათ.7,1

- საჭიროა ბიბლიის კითხვა 2ტიმ.3,16.17

.

მათი ამოცნობა

- ნაყოფებით მათ.7,15-20

- მორწმუნეებთან ურთიერთობაში 1იოან.2,18.19

- ქრისტეს ღვთაებრიობაზე განსჯისას 1იოან.2,20-23

- ქრისტეს ხორცში მოსვლაზე განსჯისას 1იოან.4,1-6

- უცხო მოძღვრებებით გატაცება ებრ.13,9

.

ბიბლიის მუხლები

3მეფეთა 3

9. მიეცი შენს მსახურს გამგები გული, რათა განსაჯოს შენი ხალხი, რომ განასხვავოს სიკეთე ბოროტებისგან, რადგან ვის შეუძლია განსაჯოს შენი ხალხი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?”

10. მოსაწონი იყო უფლის თვალში სოლომონის სათხოვარი.

11. უთხრა მას ღმერთმა: "იმის გამო, რომ ეს მთხოვე და არა ხანგრძლივი სიცოცხლე, სიმდიდრე ან შენი მტრების სული, არამედ გაგების უნარი მთხოვე სამართლის გასაკითხად!

ფსალმუნი 118

18. ამიხილე თვალები, რომ დავინახო შენი რჯულის საოცრებები.

მათე 7

1. ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ.

15. უფრთხილდით ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსელით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან.

16. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან კრეფენ ყურძენს ან ლეღვს ბირკავადან?

17. ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო უვარგისი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა.

18. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც უვარგის ხეს კარგი ნაყოფის გამოღება.

19. ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.

20. ასე რომ, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.

ლუკა 13

11. და აჰა, დედაკაცი, რომელიც თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით იყო შეპყრობილი; დაკრუნჩხული, წელში ვერ იმართებოდა.

12. დაინახა იგი იესომ, მოიხმო და უთხრა: "დედაკაცო, თავისუფალი ხარ შენი სნეულებისგან”.

ლუკა 22

43. ეჩვენა ანგელოზი ციდან და ამაგრებდა.

იოანე 1

32. ამოწმებდა იოანე და ამბობდა: "ვიხილე ციდან გადმომავალი სული, როგორც მტრედი და დაივანა მასზე.

33. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლად, მან მითხრა: ვისზეც დაინახო სული, გადმომავალი და მასზე დავანებული, ის არის, ვინც მონათლავს სულიწმიდით.

34. მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა”.

47. იესომ მისკენ მიმავალი ნათანაელი რომ დაინახა, თქვა: "აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიანი, ვისშიც არ არის მზაკვრობა”.

48. ჰკითხა ნათანაელმა: "საიდან მიცნობ?” მიუგო იესომ: "ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე”.

იოანე 2

23. იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ყოფნისას, ბევრმა ირწმუნა მისი სახელი, როცა იხილეს მის მიერ მოხდენილი სასწაულები.

24. თვითონ იესო კი არ ანდობდა მათ თავის თავს, რადგან ყველას იცნობდა.

25. არც სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო ადამიანში.

იოანე 20

12. და თეთრებში მსხდომი ორი ანგელოზი დაინახა; ერთი თავთით, ხოლო მეორე - ფერხთით იმ ადგილას, სადაც იესოს ცხედარი ესვენა.

13. უთხრეს: "დედაკაცო, რატომ სტირი?” მიუგო: "ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს”.

საქმეები 2

3. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლოვანნი და სათითაოდ დაივანა თითოეულ მათგანზე.

საქმეები 14

8. იყო ერთი კაცი ლისტრაში, ფეხებმოწყვეტილსა და დედის მუცლიდანვე დავრდომილს, არასოდეს გაევლო.

9. ისმენდა იგი პავლეს საუბარს; შეხედა მას პავლემ და დაინახა, რომ ჰქონდა რწმენა განსაკურნებლად,

10. უთხრა ხმამაღლა: "შენ გეუბნები უფლის, იესო ქრისტეს სახელით: წამოდექი ფეხზე და გაიმართე!” ისიც წამოხტა და დაიწყო სიარული.

საქმეები 27

23. რადგან წუხელ იმ ღმერთის ანგელოზი გამომეცხადა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები,

1იოანე 2

18. ყმაწვილნო! უკანასკნელი ჟამია და როგორც გესმათ, რომ მოდის ანტიქრისტე, და უკვე მრავალი ანტიქრისტეა აღმდგარი; ამით ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.

19. ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენგანნი არ ყოფილან; ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.

20. თქვენ კი გაქვთ ცხებულება წმიდის მიერ და იცით ყველაფერი.

21. იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ ჭეშმარიტება არ იცოდით, არამედ იმიტომ, რომ იცით იგი; იცით ისიც, რომ არავითარი სიცრუე არ არის ჭეშმარიტებიდან.

22. ვინ არის ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ის არის ანტიქრისტე, უარმყოფელი მამისა და ძისა.

23. ყოველი, ვინც უარყოფს ძეს, არც მამა ჰყავს; ძის მაღიარებელს კი მამაც ჰყავს.

1იოანე 4

1. საყვარელნო, ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში.

2. ასე შეიცანით ღვთის სული: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორცში მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის;

3. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და ის ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა.

4. შვილებო, თქვენ ღვთისგან ხართ და სძლიეთ მათ, ვინაიდან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც ქვეყნიერებაზეა.

5. ისინი წუთისოფლისანი არიან, ამიტომაც წუთისოფლისას ლაპარაკობენ და წუთისოფელიც ყურს უგდებს მათ.

6. ჩვენ ღვთისგან ვართ, ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს. ამით შევიცნობთ ჭეშმარიტების სულს და ცდომილების სულს.

2იოანე 1

7. რადგან მრავალი მაცდური შემოვიდა ქვეყნიერებაზე, რომლებიც არ აღიარებენ ხორცში მოსულ იესო ქრისტეს; ეს არის მაცდური და ანტიქრისტე.

8. თავს გაუფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღწვოდით, არამედ სრული საზღაური მიიღოთ.

9. ყველას, ვინც შორდება და არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, ღმერთი არა ჰყავს. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს მამაც ჰყავს და ძეც.

10. თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, სახლში ნუ მიიღებთ და ნურც მიესალმებით მას.

11. რადგან ვინც მას მიესალმება, მის ბოროტ საქმეთა მოზიარეა.

1კორინთელთა 12

10. ზოგს - სასწაულთმოქმედება, ზოგს - წინასწარმეტყველება, ზოგს - სულების გარჩევა, ზოგს - სხვადასხვა ენები, ზოგს - ენების განმარტება.

1კორინთელთა 14

29. წინასწარმეტყველებმა კი ილაპარაკონ ორმა ან სამმა, ხოლო სხვებმა განსაჯონ.

1თესალონიკელთა 5

19. სულს ნუ ჩააქრობთ.

20. წინასწარმეტყველებას ნუ დაამცირებთ,

21. არამედ ყველაფერი გამოსცადეთ და კეთილს ჩაეჭიდეთ.

2ტიმოთე 3

16. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში.

17. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის.

ებრაელთა 13

9. არ გაგიტაცოთ სხვადასხვა უცხო მოძღვრებამ; კარგია გულის გამაგრება მადლით და არა საჭმლით, რომლისგანაც სარგებელი ვერ ნახეს მისმა მიმდევრებმა.