3.42.6 Земледелие

3.42.6 მიწის მუშაკობა

- განგვიწესა ღმერთმა დაბ.2,5; 3,[23]; 4,2; 9,20 ფს.127,2 ეფ.4,28

- ნუ შეიძულებ მძიმე სამუშაოს და მიწის მუშაკობას ზირაქ.7,15

- კეთილსინდისიერი ხარისხიანი შრომა იობ.31,38

- მიწის მუშაკთა ზედამხედველნი 1ნეშ.27,26-28

- შეცოდების გამო წყევლა სჭამს მიწას დაბ.3,19; 4,12 ეს.24,5.6

- ამაო გარჯა წუთისოფლისა ეკლ.2,21-23

- დაუმუშავეთ მიწა ხეიბარს 2მფ.9,10

- მუქთად ნუ შევჭამთ მიწისმუშაკთა ნაშრომს იობ.31,39.40

ბიბლიის მუხლები

დაბადება 2

5. ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა.

დაბადება 3

19. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.

23. გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული.

დაბადება 4

2. მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი - მიწის მუშაკი.

12. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე.

დაბადება 9

20. დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი.

2მეფეთა 9

10. დაუმუშავეთ მიწა შენ, შენმა შვილებმა და შენმა მორჩილებმა და მიართვით მოსავალი, რომ ჰქონდეს შენი ბატონის შვილს თავისი საჭმელი პური. და მაინც მეფიბოშეთი, შენი ბატონის შვილი, მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამს პურს. თხუთმეტი ვაჟიშვილი და ოცი მორჩილი ჰყავდა ციბას.

1ნეშტთა 27

26. მინდვრის სამუშაოების შემსრულებლებზე, მიწას რომ ამუშავებდნენ - ყეზერ ქელუბის ძე.

27. ვენახებზე - შიმყი რამათელი; ყურძნისა და ღვინის მარაგზე - ზაბდი შიფმელი.

28. ზეთისხილებზე და ლეღვებზე, დაბლობში რომ არის - ბაყალ-ხანან გედერელი. ზეთის საუნჯეებზე - იოყაში.

იობი 31

38. თუკი ოდესმე მიწას დაეჩივლოს ჩემზე და მისი თუნდაც ერთი ხნული ატირებულიყოს,

39. თუკი ოდესმე მუქთად მეჭამოს მისი დოვლათი და მისი მუშაკნი შემეწუხებინოს,

40. ხორბლის ნაცვლად ეკალი ამოვიდეს და ქერის ნაცვლად ღვარძლმა იხაროს! დასრულდა იობის სიტყვები.

ფსალმუნი 127

2. შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ!

ეკლესიასტე 2

21. ნახავ კაცს, იღვწის, არ იშურებს სიბრძნეს და ცოდნას, მაგრამ ნაღვაწი სხვას ხვდება წილად, ვისაც არასდროს უღვაწნია ამ საქმისათვის. ამაოება არის ესეც და უდიდესი ბოროტება.

22. მაშ, რაღა რჩება ადამიანს შრომისა და ზრუნვის შედეგად, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა?

23. დღენი მისნი სატანჯველია, საზრუნავი მისი - წუხილი, ღამითაც არ ისვენებს, შფოთავს გული. აჰა, კვლავ ამაოება.

სიბრძნე ზირაქისა 7

15. ნუ შეიძულებ მძიმე სამუშაოს და მიწისმუშაკობას, რომელიც უზენაესისგან არის დაწესებული.

ესაია 24

5. წაიბილწა მიწა მის მკვიდრთა ქვეშ, რადგან გადაუდგნენ რჯულს, დაარღვიეს კანონი, გატეხეს საუკუნო აღთქმა.

6. ამიტომ წყევლა ჭამს მიწას და ისჯებიან მისი მკვიდრნი; ამიტომ გადაიბუგნენ მიწიერნი და მცირენიღა გადარჩნენ.

ეფესელთა 4

28. მპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით კეთილი საქმე აკეთოს, რათა შეეძლოს გაიკითხოს გაჭირვებული.