1.2.106 Государственные деятели

Быт.41,33-49; 2цар.15,1-5; 2Пар.20,5-12.27-29; 34,1-33 Неем.2,7-10 Дан.6,4-15 Деян.18,12-16; 24,26

1.2.106 სახელმწიფო მოღვაწეები

ცუდი თვისებები:

- პატივმოყვარე 2მფ.15,1-5

- საბაბის ძებნა ბრალის დასადებად დან.6,4-15

- გულგრილი საქ.18,12-16

- კორუფციონერი საქ.24,26

.

კარგი თვისებები:

- მზრუნველი დაბ.41,33-49

- მლოცველი 2ნეშ.20,5-12

- ქებული 2ნეშ.20,27-29

- ღვთისმოსავი 2ნეშ.34,1-33

- დაცვა ნეემ.2,7-10

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 41

33. ახლა გამოძებნოს ფარაონმა და დააყენოს ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად გონიერი და ბრძენი კაცი.

34. ბრძანოს ფარაონმა და ზედამხედველნი განაწესოს ქვეყანაზე, რომ მეხუთედი ახდევინოს ეგვიპტის ქვეყანას სიუხვის წლებში.

35. დააგროვონ მომავალი კარგი წლების მთელი საზრდო, ფარაონის განმგებლობაში მყოფ ქალაქებში დაახვავონ საზრდოდ ხორბალი და შეინახონ.

36. ხოლო შვიდწლიანი შიმშილობის დროს, რომელიც დადგება ეგვიპტის ქვეყანაში, ეს მარაგი საზრდო იქნება ქვეყნისათვის და არ დაიღუპება შიმშილისაგან”.

37. მოეწონა ფარაონს და მის ყველა მსახურს ეს სიტყვა.

38. უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს: "ნუთუ ვიპოვით ასეთ კაცს, რომელშიც ღვთის სულია?”

39. და უთხრა ფარაონმა იოსებს: "რაკი ღმერთმა შენ გაუწყა ეს ყველაფერი, არავინაა შენზე გონიერი და ბრძენი!

40. შენ იქნები ჩემი სახლის განმგებელი, შენი სიტყვით წარიმართება მთელი ჩემი ხალხი, მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე ამაღლებული”.

2მეფეთა 15

1. ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლი, ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი.

2. ადგებოდა დილაადრიანად აბესალომი, დადგებოდა კარიბჭისკენ მიმავალ გზაზე, და ყველას, ვინც მეფესთან სამართლის საძებრად მიდიოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: "რომელი ქალაქიდან ხარ?” პასუხობდნენ: "ისრაელის ამა და ამ ტომიდან ვარო შენი მსახური”.

3. ეტყოდა აბესალომი: "კარგია და სამართლიანია შენი საქმე, მაგრამ არავინ მოგისმენს მეფის კარზე!”

4. ამბობდა აბესალომი: "ნეტავ მსაჯულად ვიყო ამ ქვეყანაში! ვისაც სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, ყველა ჩემთან მოვიდოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი”.

5. წამოაყენებდა ხოლმე თაყვანსაცემად მისულ კაცს, მოეხვეოდა და აკოცებდა.

2ნეშტთა 20

5. დადგა იოშაფატი იუდასა და იერუსალიმის კრებულში უფლის სახლის ახალი ეზოს წინ

6. და თქვა: „უფალო, ჩვენი მამების ღმერთო! განა შენ არა ხარ ღმერთი ზეცაში და შენ არ ბატონობ ყველა ერის სამეფოზე? შენს ხელთაა ძალა და ძლევამოსილება და შენს წინააღმდეგ ვერავინ აღდგება.

27. დაბრუნდა იუდასა და იერუსალიმის ყველა კაცი და სიხარულით მიუძღოდა მათ იოშაფატი იერუსალიმში დასაბრუნებლად, რადგან უფალმა მტრებზე გაახარა ისინი.

28. ჩანგებით, ქნარებითა და ბუკებით მივიდნენ იერუსალიმში, უფლის სახლში.

29. უფლის შიში დაეცა დედამიწის ყოველ სამეფოს, როცა ესმათ, რომ უფალმა იბრძოლა ისრაელის მტრებთან.

2ნეშტთა 34

1. რვა წლისა იყო იოშია, როცა გამეფდა და ოცდათერთმეტ წელს იმეფა იერუსალიმში.

2. იმას აკეთებდა, რაც მართებული იყო უფლის თვალში და თავისი მამის, დავითის გზით დადიოდა; არ გადაუხვია არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.

3. თავისი მეფობის მერვე წელს, თუმცა ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, მამამისის, დავითის ღმერთის ძიება დაიწყო; მეთორმეტე წელს კი იწყო იუდასა და იერუსალიმის განწმენდა გორაკებისა და აშერებისგან, ქანდაკებებისა და ჩამოსხმული კერპებისგან.

ნეემია 2

7. ვუთხარი: "თუ ინებებს მეფე, წერილები მომცენ მდინარისგაღმელ განმგებლებთან, რათა გზა მომცენ, ვიდრე იუდამდე მივიდოდე.

8. ერთი წერილი ასაფთან გამატანონ, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე ციხე-სიმაგრის კარიბჭეებისთვის, რომელიც ღვთის სახლთანაა, ასევე ქალაქის კედლისთვის და სახლისთვის, რომელშიც შევალ”. და მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის კეთილი ხელი იყო ჩემზე.

9. მივედი მდინარისგაღმელ განმგებლებთან და გადავეცი მეფის წერილები. მეფემ ჯარის სარდლები და მხედრები გამომაყოლა.

10. როდესაც ეს ამბავი სანბალატ ხორონელმა და ტობიამ, ყამონელთა მსახურმა, გაიგეს, დიდად აღშფოთდნენ, რომ კაცი მოვიდა ისრაელის ძეთა საკეთილდღეოდ.

დანიელი 6

4. ამიტომ საბაბს დაუწყეს ძებნა მთავრებმა და სატრაპებმა, რათა დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში დაედოთ ბრალი; მაგრამ ვერავითარი საბაბისა და დანაშაულის პოვნა ვერ შესძლეს, რადგან ერთგული იყო იგი და არავითარი შეცდომა და დანაშაული არ აღმოჩნდა მასში.

5. მაშინ თქვეს იმ კაცებმა: "ვერავითარ მიზეზს ვერ ვუპოვით დანიელს, თუ ისევ მისი ღმერთის რჯულში არ მოვუნახეთ რაიმე”.

საქმეები 18

12. იმ დროს, როცა გალიონი იყო აქაიას პროკონსულად, იუდევლები ერთსულოვნად აღუდგნენ წინ პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს.

13. თქვეს: "ეს კაცი არწმუნებს ხალხს, რომ რჯულის საწინააღმდეგოდ ეთაყვანონ ღმერთს”.

14. როცა ხმის ამოღება დააპირა პავლემ, უთხრა გალიონმა იუდევლებს: "იუდევლებო! ეს რომ რაიმე დანაშაული ან ბოროტმოქმედება ყოფილიყო, მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის;

15. მაგრამ, როცა სარჩელი თქვენს წერილებს, სახელებსა და რჯულს ეხება, თქვენ თვითონ მიხედეთ; მე არ მსურს ამის მსაჯული ვიყო”.

16. და გამოყარა ისინი სამსჯავროდან.

საქმეები 24

26. თანაც, იმედი ჰქონდა, რომ პავლე თავისუფლების სანაცვლოდ ფულს შესთავაზებდა. ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას.