2.2.73 Cовершенны дела Его

2.2.73 ღვთის ქმნილება სრულყოფილია (სრულქმნილია)

დაბ.1,[10].31 რჯ.32,[4] ეკლ.3,14 ზირ.16,27

-

- იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით ფს.103,31

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.

მეორე რჯული 32

4. კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი.

ფსალმუნი 103

31. იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით.

ეკლესიასტე 3

14. ვუწყი ისიც, რომ ყოველივე, ღვთის მიერ ქმნილი, იარსებებს უკუნისამდე; არც დამატება სჭირდება რამის, არც გამოკლება. ასე ქმნა ღმერთმა, მის წინაშე შიში რომ ჰქონდეთ.

ზირაქი 16

27. საუკუნოდ მოაწესრიგა თავისი საქმენი და მათი ხელმწიფება თაობათა მიმართ. არც სწყურიათ და არც იღლებიან, არც სწყვეტენ თავის მოქმედებას.

__თემაზე წერდნენ__

***

ერთგან ვწერდი: “ღვთის საქმე და სასწაული ბრწყინვალე არაა, გარეგნული ეფექტურობით, ზარ-ზეიმით კი არ ვლინდება. არამედ შინაგანი კანონზომიერების კეთილშობილებით, განსხვავებულად ეშმაკის მომხიბვლელი, განსაცვიფრებელი და მაცდუნებელი სანახაობისგან” – მეთქი.

ეხლა ვწერ, რომ ღვთის საქმე ბრწყინვალეცაა და ზეიმურიც, მაგრამ ჩვენ შევაჩვიეთ თვალი და ამიტომაც ვეღარ ვამჩნევთ მის სიდიადეს და ბრწყინვალებას. მზე ამოდის, მაგრამ ჩვენთვის ეს ისევე ჩვეულებრივია, როგორც სუნთქვა, მაგრამ თვით სუნთქვაა საოცრება და სასწაული, რომელიც ღვთისგანაა. არც სიცოცხლის დაბადება გვანცვიფრებს და არც უსუსური ბალახის ძალმოსილება, რომელიც ასფალტის ამოგლეჯილი ზედაპირიდან იზრდება, რაც ჩვეულებრივია და ეს ჩვეულებრივი სასწაულებია ღვთიური, რასაც სწორედ ჩვეულებრივობის გამო ვერ ვამჩნევთ.

__ შოთა ორველაშვილი __