3.40.36. Вразумление и покорение вере

Ин.5,25 Деян.6,7; 10,44; 11,15; 19,2-6 Рим.1,17.18; 10,16.17; 1Кор.2,10-13 Гал.3,[2].5

'

Вера во Христа сильна ровно настолько, насколько крепка наша решимость повиноваться Ему. (Д. Эгнер).

.

Джон Бевере

Бог ищет

тех,кто услышит

Его призыв к

поклонению,

тех,кто будет

внимать Ему и

находиться в Его

присутствии. Они

будут знать Его

лично,потому что

Он откроет им

Себя

3.40.36. რწმენის შესმენა და მორჩილება

- ჩვენ ვისმინეთ და დავემორჩილეთ სახარებისეულ რწმენას საქ.6,7

- ვისმინეთ და მივიღეთ ქრისტესმიერი ხსნა, გავმართლდით რწმენით, რითაც ვიცოცხლებთ, თუკი არ ჩავახშობთ ჭეშმარიტების ხმას ჩვენში ინ.5,25 რომ.1,17.18; 10,16.17

- გავმართლდით მადლით ტიტ.3,7

- რწმენის შესმენით და მორჩილებით ვიღებთ სულიწმიდას საქ.10,44; 11,15; 19,2-6 გალ.3,[2].5

- ვისმენთ ღმერთისგან ღვთის სულით და სულიერით განვმარტავთ სულიერს 1კორ.2,10-13

ბიბლიის მუხლები

იოანე 5

25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება.

საქმეები 6

7. იზრდებოდა ღვთის სიტყვა და უჩვეულოდ მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმს; და მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას.

საქმეები 10

44 ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა.

საქმეები 11

15. ლაპარაკი რომ დავიწყე, სული წმიდა გადმოვიდა მათზე, ისევე, როგორც ჩვენზე თავდაპირველად.

საქმეები 19

2. და უთხრა მათ: თუ მიიღეთ სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? მოწაფეებმა კი მიუგეს: არც გაგვიგია, არსებობს თუ არა სული წმიდა.

3. უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო.

4. მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე.

5. ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით.

6. პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.

რომაელთა 1

17. რაკიღა მასში ცხადდება სიმართლე ღვთისა რწმენისთვის და რწმენით; როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“.

18. რადგანაც ღვთის რისხვა ზეცით ცხადდება, რათა თავს დაატყდეს კაცთა უსამართლობას და უღმერთოებას, თავიანთი უსამართლობით რომ ახშობენ ჭეშმარიტებას.

რომაელთა 10

16. მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა, რაც ჩვენგან ისმინეს?“

17. ამრიგად, რწმენა - სმენისაგან, ხოლო სმენა - ქრისტეს სიტყვისგან.

1კორინთელთა 2

10. ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც.

11. და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა.

12. ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა.

13. ასე რომ, რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს.

გალატელთა 3

2. მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეთაგან მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით?

5. ვინც სულს გაძლევთ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით ახდენს ამას თუ რწმენის შესმენით?

ტიტე 3

7. რათა მისი მადლით გამართლებულთ სასოებისამებრ დაგვემკვიდრებინა საუკუნო სიცოცხლე.

__თემაზე წერდნენ__

***

მოიხსენე ძლიერი დაცემა და თავი დაიმდაბლე შენს სათნოებებში.

__ წმ. ეფრემ ასური __

***

თაყვანს სცემენ ჩვენში ცხოვარნი მამას და ძეს და სულს წმიდას, ერთ ღმრთაებას, მამა ღმერთს, ძე ღმერთს და ღმერთსავე – სულს წმიდას, ერთ ბუნებას სამპიროვანს – გონიერს, სრულყოფილს, დამოუკიდებელს, და განყოფილს რიცხვით და არა-ღმრთაებით . . . ვერ გეცრუები შენ, სულო წმიდაო! ვუწყი მე, თუ ვინ ვაღიარე ნათლისღებისას, ვის განვეშორე და ვის შევეუღლე და მას შემდეგ, რაც შევიმეცნე სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა, უმართლოთაგან რაიმეს სწავლაზე ვერ დავთანხმდები. და მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტება ვაღიარე, თანახმა ვერ ვიქნები სიცრუეს შევერთო და ხელმეორედ შთავხდე ემბაზად მწვალებლებსავით, ხელმეორედ ვაცვა უფალი ჯვარს და ხელმეორედ ვიცხო მირონი, და არასრულყოფილი აღმოვჩნდე, იმ ყრმას მივემსგავსო, ვინც დედის მუცლით გამოსვლისთანავე კვდება, ისე რომ მის შობას უმალვე სიკვდილი ახლავს . . .

აი, ამ ფიქრებით მოვსულვარ მე თქვენთან, კაცი კნინი, მქონე არაჩინებული მამულისა, და მოვსულვარ არა ჩემი ნებით, არა საკუთარი მოწოდებით, არამედ მოვსულვარ მოხმობილი და იძულებული ამ მსახურებისათვის სულიწმიდის მიერ და დაქვემდებარებული ღმრთის შიშს.

__ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი __

***

რაც უფრო მორჩილია ადამიანი, რაც უფრო მეტად განაქიქებს საკუთარ თავს და ცხოვნების ღირსადაც კი არ მიიჩნევს მას, რაც უფრო ცხარედ ტირის და გამუდმებით ცრემლსა ჰღვრის, მით უფრო მეტად ევსება გული ამის სანაცვლოდ სულიერი სიხარულით, და ამავე დროს იმედიც უჩნდება, ვითარცა დასტური უეჭველი ხსნისა.

__ წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი __

***

დანებდით და დამშვიდდით ღმერთში.

__ . . . . . __

მორჩილება არ ნიშნავს თავის დამცირებას. იგი მოქმედების წყაროა.

__ ეკზიუპერი __

***

ჩემთვის ცხადია ღრმა აზრი მორჩილებისა, რასაც პიროვნებისგან მოითხოვდნენ. მორჩილება არ ამცირებდა პიროვნებას. იგი ამაღლებდა მას. იგი პიროვნებას მის როლს – მოციქულის როლს შთააგონებდა. მორჩილება ღვთის სამსახურს ავალებდა მას მოყვასის სიყვარულის მეშვეობით. ამავე დროს მოითხოვდა, რომ პატივი ეცა ღმერთისთვის საკუთარ არსებაში, ღმერთის მოციქულად ეცნო თავი, რომელიც ღმერთის მიერ ნაჩვენები გზით მიდის. მორჩილება საკუთარი თავის დავიწყებას ავალებდა მას, რითაც საკუთარი თავი უნდა აემაღლებინა. რადგან, თუ პიროვნება თავის მნიშვნელობას გააზვიადებს, მისი გზა ხელადვე ჩიხში მოექცევა.

__ ეკზიუპერი __

***

სიყვარული მორჩილებას სასიამოვნოდ ხდის.

__ ბუასტი __

***

ვინც იხილა ციური ბჭენი: თვინიერია ვითარცა მდედრი.

__ ლაო-ძი __

***

თავმდაბლობამ ცა მოდრიკაო.

__ ქართული ხალხური __

***

მორჩილება პირველია მოსწავლის მხრიდან, რითაც უნდა იხელმძღვანელოს, რომ სწორ გზაზე დადგეს სწავლისას.

__ მ.ბ. __