1.3.24. Корыстолюбия

Пс.51,6.7 Екк.4,8; 5,10 Матф.6,19.24 Лук.12,15-21; 18,18-23 Деян.5,1-10; 1Тим.6,10

1.3.24. ანგარი სული, ხარბი, გაუმაძღარი

დამახასიათებელი ნიშნები:

- ეგოიზმი ეკლ.4,8

- გაორება მათ.6,24

- ანგარება ლუკ.12,15

 

შედეგები:

- დაუკმაყოფილებლობა ეკლ.5,10

- დაკარგვა მათ.6,19

- მწუხარება 1ტიმ.6,10

- დაღუპვა ფს.51,6.7

 

მაგალითები:

- უგუნური მდიდარი ლუკ.12,16-21

- მდიდარი მთავარი ლუკ.18,18-23

- ანანია და საფირა საქ,5,1-10

 

ბიბლიის მუხლები

 

ფსალმუნი 51

6. ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, გაიცინებენ მასზე და იტყვიან:

7. აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა და იმით მაგრდებოდა, როცა სხვებს ანადგურებდა.

 

ეკლესიასტე 4

8. იყო კაცი მარტოხელა: არც ძე ჰყავდა, არც - ძმა, მის შრომას კი ბოლო არ უჩანდა და ვერც მისი თვალები ძღებოდა სიმდიდრით. "ვისთვის ვშრომობ და სიკეთეს რისთვისღა ვაკლებ ჩემს სულს?” - ესეც ამაოება და ავი საქმეა!

 

ეკლესიასტე 5

10. ფულის მოყვარული ვერ გაძღება ფულით და სიმდიდრის მოყვარული - სიმდიდრით; ესეც ამაოებაა.

 

მათე 6

19. ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.

24. არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.

 

ლუკა 12

15. უთხრა: "იფხიზლეთ და დაიცავით თავი ანგარებისგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული”.

16. და უთხრა მათ იგავი: "ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა.

17. იფიქრა თავისთვის: რა ვქნა, ვინაიდან არ მაქვს მოსავლის დასაბინავებელი?

18. თქვა, ასე მოვიქცევი: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევინახავ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს.

19. და ვეტყვი საკუთარ თავს: ჩემო თავო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი, მრავალი წლის საკმარი; მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.

20. მაგრამ უთხრა ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ მოგთხოვენ შენს სულს, და რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?

21. ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება”.

 

ლუკა 18

18. ერთმა მთავარმა ჰკითხა: "კეთილო მოძღვარო, რა გავაკეთო საუკუნო სიცოცხლის დასამკვიდრებლად?”

19. ხოლო იესომ უთხრა მას: "რატომ მიწოდებ კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა.

20. იცი მცნებები: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, პატივი ეცი შენს მამას და დედას?”

21. მან თქვა: "ყოველივე ამას სიჭაბუკიდან ვიცავ”.

22. ეს რომ მოისმინა, უთხრა იესომ: "ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი”.

23. ეს რომ გაიგონა, დამწუხრდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო.

 

საქმეები 5

1. ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან ერთად, ნაკვეთი გაყიდა.

2. და გადამალა საფასურიდან; ეს მისმა ცოლმაც იცოდა, რაღაც ნაწილი კი მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო.

3. პეტრემ უთხრა: "ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა ნაკვეთის საფასურიდან?

4. განა, გაყიდვამდე შენი არ იყო და გაყიდულიც ხელთ არ გქონდა? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? შენ ადამიანებს კი არა, ღმერთს ეცრუე!”

5. ამ სიტყვების გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ყოველი, ვისაც ეს ესმა, დიდმა შიშმა მოიცვა.

6. წამოდგნენ ჭაბუკები, შეახვიეს იგი, გაიტანეს და დამარხეს.

7. სამიოდე საათის შემდეგ, მისი ცოლიც შემოვიდა, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა.

8. პეტრემ ჰკითხა: "მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ მიწა?” მიუგო: "დიახ, ამდენად”.

9. პეტრემ უთხრა: "რატომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფეხნი, და შენც გაგიტანენ”.

10. მაშინვე დაეცა იგი მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს იგი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს.

 

1ტიმოთე 6

10. ვინაიდან ვერცხლისმოყვარეობაა ყოველგვარი ბოროტების ფესვი და ზოგიერთები, ვინც ამან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს.

 

__თემაზე წერდნენ__

***

ეცადე გულს არ შეეპაროს ყველა ცდუნება, კდემა და ჭკუა არ იმსხვერპლოს ხარბმა ბუნებამ.

__ბაბა ფიგანი__

 

***

ბოროტის სიხარბისაგან კაცს გაუცვდება დიდება.

ვინცა მოითმენს უთუოდ ღვთის კალთას მოეკიდება.

__სულხან-საბა__