3.50.20 Борьба против Бога

3.50.20 ბრძოლა ღმერთის წინააღმდეგ

გამოვლინდა:

- ფარაონისგან გამ.5,2

- რაბშაკესგან 4მფ.18,28-36

- იერობოამისგან 2ნეშ.13,12-15

- ისრაელიანებისგან საქ.7,51

.

მისი უსარგებლობა:

- დაინახა გამალიელმა საქ.5,34-39

- სცნეს ფარისევლებმა საქ.23,9

- გამოსცადა ეშმაკმა გმცხ.12,7-17

- წინასწარმეტყველება ბოლო დროის შესახებ გმცხ.16,9-21

.

არ შეეწინააღმეგნენ ღმერთს:

- მოციქულები, როცა დაინახეს ღვთის ნება საქ.17,11

.

ფრთხილად - ირიბი წინააღმდეგობა!

- ხელისუფლების მოწინააღმდეგე ღმერთის მოწინააღმდეგეა 1მფ.24,6; 1პეტ.2,13.14 რომ.13,1.2 ტიტ.3,1.2 ებრ.13,17

- ღვთისმსახურის მოწინააღმდეგეც რჯ.17,12 საქ.23,5

- სიტყვით და საქმით მოწინააღმდეგეც ეს.3,8

.

უკანასკნელი ბრძოლა ღვთის მოწინააღმდეგებისა ათასწლოვანი მეფობის შემდეგ და მათი საბოლოო განადგურება გმცხ.20,7-9

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 5

2. თქვა ფარაონმა: "ვინაა უფალი, რომ ვისმინო მისი ხმა და გავუშვა ისრაელი? არც უფალს ვცნობ და არც ისრაელს გავუშვებ”.

მეორე რჯული 17

12. თუ კაცი ისე გაკადნიერდება, რომ არ გაუგონებს უფლის, შენი ღმერთის წინაშე სამსახურად მდგარ მღვდელს ან მსაჯულს, უნდა მოკვდეს; და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.

1მეფეთა 24

6. უთხრა თავის ხალხს: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს არ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის მიერ არის იგი ცხებული”.

4მეფეთა 18

28. ადგა რაბშაკე და დიდი ხმით წამოიძახა ებრაულად: "ისმინეთ დიადი მეფის, აშურის მეფის, სიტყვა!

29. ასე ამბობს მეფე: ნუ გაცდუნებთ ხიზკიაჰუ, რადგან არ ძალუძს თქვენი ხსნა ჩემი ხელიდან;

30. ნურც უფალზე დაგაიმედებინებთ თავს ხიზკიაჰუ, ამ სიტყვებით: უფალი გვიხსნის და არ ჩავარდება ეს ქალაქი აშურის მეფის ხელში.

31. ნუ უსმენთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: დამიზავდით, გადმოდით ჩემკენ და ჭამოს თითოეულმა თავისი ვაზიდან და ლეღვის ხიდან და სვას თითოეულმა წყალი თავისი ჭიდან,

32. სანამ მოვსულვარ და თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში წამიყვანიხართ, მარცვლეულისა და ღვინის, პურისა და ვაზის, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, რათა იცოცხლოთ და არ მოკვდეთ; ნუ მოუსმენთ ხიზკიაჰუს, როცა გაქეზებთ: უფალი გვიხსნისო.

33. განა ოდესმე დაიხსნა რომელიმე ღმერთმა თავისი მიწა აშურის მეფის ხელთაგან?

34. სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის, ჰენასა და ყივას ღმერთები? განა იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან?

35. ამ ქვეყნის ყველა ღმერთთაგან, რომელმა იხსნა თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ შენმა უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემგან?!”

36. დადუმებული იყო ხალხი, სიტყვა არავის უთქვამს, რადგან ნაბრძანები ჰქონდა მეფეს: "არ უპასუხოთ”.

2ნეშტთა 13

12. აჰა, ღმერთი და მისი მღვდლები ჩვენთან არიან და სათავეში გვიდგანან, მომარჯვებული გვაქვს მქუხარე საყვირები, თქვენს წინააღმდეგ დასაყვირებლად, ისრაელიანებო! არ გაბედოთ უფალთან, თქვენი მამა-პაპის ღმერთოან ბრძოლა, რადგან არ მოგემართებათ ხელი.

13. ამასობაში იერობოამმა უკან ჩაუსაფრა მათ ხალხი, თვითონ იუდაელთა წინ იყვნენ, საფარი კი მათ უკან ეყენათ.

14. თვალი მოავლო იუდამ და, აჰა, წინიდან და უკნიდან ომია გაჩაღებული. მაშინ მოუხმეს მათ უფალს და მღვდლებმაც ჩაჰბერეს საყვირებს.

15. შეჰღაღადეს იუდაელებმა. როდესაც იუდაელებმა შეჰღაღადეს, ღმერთმა დაამარცხა იერობოამი და მთელი ისრაელი აბიასა და იუდას წინაშე.

ესაია 3

8. რადგან წაბორძიკდა იერუსალიმი და დაეცა იუდა, რაკი მათი სიტყვა და საქმე უფლის წინააღმდეგაა, უპატიებელი მისი დიდების თვალში.

საქმეები 5

34. მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველი, სახელად გამალიელი, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა მცირე ხნით გაეყვანათ მოციქულები.

35. მერე კი უთხრა მათ: კაცნო ისრაელიტნო, კარგად დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს.

36. ვინაიდან ამ დღეების წინ აღდგა თევდა, დიდ ვინმედ რომ მოჰქონდა თავი, და გაჰყვა მას ოთხასამდე კაცი, მაგრამ მოკლული იქნა, ხოლო მისი მომხრეები გაიფანტნენ და არარად იქცნენ.

37. შემდგომ ამისა, აღდგა იუდა გალილეველი, აღწერის დღეებში, და დიდძალი ხალხიც გაიყოლია, მაგრამ დაიღუპა და გაიფანტნენ მისი მომხრენიც.

38. ამიტომაც გეუბნებით: ჩამოეხსენით ამ ხალხს და გაუშვით ისინი, ვინაიდან თუ ეს ზრახვა ანდა საქმე კაცთაგან არის, ჩაიშლება.

39. ხოლო თუ ღვთისაგან არის, თქვენ ვერ ჩაშლით მას; მაშ, გაფრთხილდით, ღვთისმბრძოლებად არ შეირაცხოთ.

საქმეები 7

51. ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.

საქმეები 11

17. თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?”

საქმეები 23

5. უთხრა მათ პავლემ: „არ ვიცოდი, ძმებო, ეგ თუ მღვდელმთავარი იყო, ვინაიდან დაწერილია, შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი”.

9. ატყდა ერთი ღრიანცელი; ფარისეველთა მხრიდან წამოდგნენ მწიგნობრები და ცილობის ნიშნად თქვეს: ვერავითარ ბოროტებას ვერ ვპოუღთბთ ამ კაცში; იქნება სული ამეტყველებს, ან ანგელოზი?

1პეტრე 2

13. ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს,

14. გინდაც მთავრებს, როგორც მის მიერ წარმოგზავნილთ ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებად.

რომაელთა 13

1. დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.

2. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.

ტიტე 3

1. შეახსენე მათ, დაემორჩილონ მთავართა და ხელისუფალთ; მორჩილნი იყვნენ და ყოველგვარი კეთილი საქმისათვის მზადმყოფნი.

2. ნურავის ჰგმობენ, არამედ უშფოთველნი იყვნენ, შემწყნარებელნი და კეთილმოსურნენი ყოველი კაცის მიმართ.

ებრაელთა 13

17. მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა კვნესით; რადგან ეს სასარგებლო აღარ იქნება თქვენთვის.

გამოცხადება 12

7. და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ.

8. მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში.

9. და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები.

10. მაშინ მომესმა მგრგვინავი ხმა ცაში, რომელმაც თქვა: აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით.

11. იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე.

12. მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი.

13. და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი.

14. მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე.

15. მაშინ გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაკვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს.

16. მაგრამ მიწა შეეწია ქალს: განახვნა ბაგენი და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოუშვა პირიდან.

17. მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა.

გამოცხადება 16

9. დაიწვნენ კაცნი სიცხით და ჰგმეს სახელი ღვთისა, რომელსაც აქვს ხელმწიფება მათ წყლულებზე, მაგრამ არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის.

10. მეხუთემ თავისი თასი დასთხია მხეცის ტახტზე და დაბნელდა საუფლო მისი, და სიმწრისაგან იკვნეტდნენ თავიანთ ენებს.

11. და ჰგმობდნენ ცის ღმერთს თავიანთი სიმწრისა და წყლულების გამო, მაგრამ არ მოინანიეს თავიანთი საქმენი.

12. მეექვსემ დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა, და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა, რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლით.

13. და ვიხილე ურჩხულის პირით, მხეცის პირით და ცრუ წინასწარმეტყველთა პირით გამომავალი სამი უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი.

14. ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს.

15. აჰა, მოვალ, როგორც მპარავი: ნეტა მას, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილონ მისი სირცხვილი.

16. და შეკრიბეს ისინი იმ ადგილას, რომელსაც ებრაულად ჰქვია ჰარმაგედონი.

17. მეშვიდე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ჰაერში და მოისმა ციური ტაძრის ტახტიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა.

18. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა და დიდი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კაცნი არიან ქვეყნად.

19. სამ ნაწილად გაიყო დიდი ქალაქი, დაემხნენ წარმართთა ქალაქები და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა.

20. ყველა კუნძული გაუჩინარდა და აღარსად ჩანდნენ მთები.

21. ტალანტის ოდენა სეტყვა თავს დაატყდა ზეციდან ხალხს, და ჰგმო სეტყვით მოწყლულმა ხალხმა სახელი ღვთისა, რადგანაც მძიმე იყო მისი წყლულება.

გამოცხადება 20

7. ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა თავს დაიხსნის საპყრობილედან.

8. და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, გოგი და მაგოგი, და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა,

9. მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი.

------------------------

სურათზე:

გამალიელი აჩერებს ღვთისმბრძოლებს