4.19.39 Не оставайтесь должными никому ничем

***

Авраам принимает решение заплатить Ефрону за поле деньги, причем полную стоимость. Отказываясь от дара, Авраам руководствовался отнюдь не гордостью и не соображениями о недопустимости быть чем-то обязанным Ефрону, а (1) чувством справедливости. Авраам был богат серебром и золотом (Быт 13:2) и мог заплатить за поле, а посему — не злоупотреблять щедростью Ефрона. Следует заметить, что честность, равно как и честь, не позволяют нам жить за счет ближнего и протягивать руки к дармовому. Об этом с утешением размышлял Иов: когда он был беден, то не ел плоды земли без платы (Иов 31:39).

(2) Благоразумием. Авраам предпочитает заплатить, дабы потом Ефрон, когда его добродушие иссякнет, не попрекнул своим подарком и не сказал: Я обогатил Авраама (Быт 14:23); или же чтобы ближайший наследник не поставил под сомнение право Авраама на собственность (ибо дар был сделан без особых раздумий) и не претендовал не возвращение поля. Таким же образом несколько веков спустя Давид отклонит предложение Орны (2Цар 24:24). Мы не знаем, какому унижению нас может подвергнуть тот, кто сейчас с нами — сама доброта и щедрость.

Бытие 23 глава — Библия — Комментарии Мэтью Генри

***

Быт.23,6-16 В этом отрывке содержится очень ценное описание восточного торга. Вначале хеттеи предложили Аврааму любую из своих гробниц. Авраам очень вежливо отказывается и настаивает на том, чтобы заплатить полную цену за пещеру, принадлежащую Ефрону. Ефрон, отвечая ему, тоже предлагает Аврааму не только пещеру, но и все поле, причем бесплатно, но Авраам понимает, что это всего лишь выражение вежливости. На самом деле хозяин пещеры вовсе не собирался отдать ее даром. Авраам продолжает настаивать на покупке пещеры, и тогда Ефрон называет цену — четыреста сиклей серебра. При этом Ефрон делает вид, что это замечательная цена. Но на самом деле, цена была просто грабительской, и покупатель в таких случаях обычно продолжал торговаться. Поэтому все удивились, когда Авраам сразу же согласился. Он не хотел быть чем-то обязанным неверующему человеку, и в этом нам нужно брать с него пример.

Бытие 23 глава — Библия — Комментарии МакДональда

4.19.39 ვალი არ დავიდოთ, არ ვიჩუქოთ მუქთად ან უფასოდ

დაბ.14,23; 23,13-16; 29,15; 2მფ.24,24; 1ნეშ.21,24 იობ.31,39 იერ.32,13 რომ.13,8; 2თეს.3,8

ბიბლიის მუხლები

დაბადება 14

23. თუ ძაფი ან ფეხსამოსის თასმა ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი.

დაბადება 23

13. და ელაპარაკა ყეფრონს, ამ ქვეყნის ხალხის გასაგონად: "იქნებ ისმინო ჩემი! მინდვრის საფასურს გადაგიხდი, გამომართვი, და დავკრძალავ იქ ჩემს მიცვალებულს”.

14. მიუგო ყეფრონმა აბრაჰამს:

15. "ბატონო, ყური დამიგდე! ჩვენ შორის ოთხასი შეკელის საღირალი მიწა რა სალაპარაკოა? დაკრძალე შენი მიცვალებული!”

16. დაეთანხმა აბრაჰამი ყეფრონს და მიუწონა ოთხასი შეკელი ვერცხლი სავაჭრო მაზანდით, როგორც ხეთელთა გასაგონად მოითხოვა.

დაბადება 29

15. უთხრა ლაბანმა იაკობს: ჩემი სახლიკაცი რომ ხარ, უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო? მითხარი, რა მოგცე ქირად?

2მეფეთა 24

24. უთხრა მეფემ ორნას: არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან; ვერ შევწირავ უფალს, ჩემს ღმერთს, მუქთ აღსავლენს. იყიდა მეფემ კალო და ხარები ორმოცდაათ შეკელ ვერცხლად.

1ნეშტთა 21

24. უპასუხა ორნანს მეფე დავითმა: „არა, სრულ საფასურად უნდა ვიყიდო შენგან, ვერც შენს საკუთრებას შევწირავ უფალს და ვერც მუქთ სრულადდასაწველს აღვუვლენ”.

იობი 31

39. ოდესმე მუქთად თუ მიჭამია მისი მოსავალი ან მისი მფლობელი თუ შემიწუხებია?

იერემია 32

13. ვაი იმას, ვინც სახლს უმართლობით იშენებს და უსამართლობით - ზედათვლებს! მოყვასს მუქთად ამუშავებს და გასამრჯელოს არ უხდის;

რომაელთა 13

8. არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს.

2თესალონიკელთა 3

8. მუქთად არავის პური გვიჭამია, არამედ დღედაღამ შრომა-გარჯაში ვიყავით, რომ რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დაგწოლოდით.

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.23,13-16 აბრაამი იღებს გადაწყვეტილებას გადაუხადოს ყეფრონს სრული საფასური. საჩუქარზე უარს აბრაამი ამბობს არა სიამაყით და იმ აზრის დაშვებით, რომ რაიმეში მოვალე დარჩება ყეფრონისა, არამედ (1) სამართლიანობის გრძნობით. მას ჰქონდა ოქრო-ვერცხლი (დაბ.13:2) შეეძლო გადაეხადა და ბოროტად არ ესარგებლა ყეფრონის თავაზიანობით. უნდა აღინიშნოს, რომ პატიოსნება, ისევე როგორც ღირსება, არ გვრთავს ნებას ვიცხოვროთ მოყვასის ხარჯზე და უფასოსკენ გავიწოდოთ ხელი. ამაზე ამბობს იობი: როცა ღარიბი იყო, არ უჭამია სხვისი მიწის ნაყოფები საფასურის გადახდის გარეშე (იობ.31:39).

(2) გონიერებით. აბრაამი ამჯობინებს გადაიხადოს, ვიდრე მერე, როცა ყეფრონის სულგრძელობა ამოიწურება, თქვას: მე გავამდიდრეო აბრაამი (დაბ.14:23); ან რომ უახლოესმა მემკვიდრემ არ დააყენოს ეჭვის ქვეშ აბრაამის მესაკუთრეობა (თუკი ნაჩუქრობა იქნებოდა გაკეთებული დაუფიქრებლად) და არ გამოთქვას დაბრუნების სურვილი. ასეთივე აზრით უარყოფს რამდენიმე საუკუნის შემდეგ ორნას შეთავაზებას დავითი (2მფ.24:24). ჩვენ არ ვიცით, როგორ დაგვამცირებს ის, ვინც დღეს ჩვენთანაა — თვით სიკეთისა და გულუხვობის გამომხატველიც კი.

__ მეთიუ ჰენრი __

***

დაბ.23,11-16 აბრაამმა არ იჩუქა მიწა და შესაბამისი საფასური გადაიხადა. ასე უფრო საიმედოდ დაიკანონა.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __

***

დაბ.23,6-16 ამ ნაწყვეტში არის მოცემული აღმოსავლური ვაჭრობის ძალიან კარგი აღწერილობა. დასაწყისში ხეთელებმა შესთავაზეს აბრაამს აერჩია მათი ნებისმიერი სამარხი. იგი მადლიერებით ამბობს უარს და დგება იმ აზრზე, რომ გადაიხდის ყეფრონის კუთვნილი მღვიმის სრულ საფასურს. ყეფრონი სთავაზობს მას არა მხოლოდ მღვიმეს, ასევე მინდორს, თანაც უფასოდ, მაგრამ აბრაამს ესმის, რომ ეს არის მისი მხრიდან მხოლოდ თავაზიანობის გამოხატვა. სინამდვილეში მღვიმის პატრონი მის ჩუქებას სულაც არ აპირებდა. აბრაამი აგრძელებს მღვიმის ყიდვაზე ლაპარაკს და მაშინ ყეფრონი ასახელებს ფასს — ოთხას შეკელ ვერცხლს. ამასთან იგი მიანიშნებს, რომ ეს შესანიშნავი ფასია. მაგრამ სინამდვილეში შეთავაზებულ იქნა ძალიან დიდი ფასი, ასეთ შემთხვევებში მყიდველი ჩვეულებრივ იწყებს შევაჭრებას. ამის გამო იყო ყველა განცვიფრებული რომ დარჩა, როცა აბრაამი მაშინვე დათანხმდა. მას არ სურდა რაიმეში მოვალედ დარჩენილიყო ურწმუნო ადამიანის წინაშე. ამაში ჩვენ უნდა ავიღოთ მისგან მაგალითი.

__ მაკდონალდის კომენტარები __