4.16.8 Вежливость

4.16.8 ზრდილობიანობა, თავაზიანობა

გამოავლინეს:

- აბრაამმა დაბ.18,2-8

- ებრაელებმა დაბ.43,32.33

- ბოყაზმა რუთ.2,14-16

- იონათანმა 1მფ.20,12.13

- ქრისტემ ლუკ.14,8-10

- რომაელმა იულიუსმა საქ.27,3

- წარმართმა მელიტელებმა საქ.28,2

- გაიუსი 3იოან.1,1-6

- ტიმოთემ ფლპ.2,19-22

- მორწმუნეებმა ფილიმ.1,21

გამოიხატება:

- მიმართვის მანერაში დაბ.18,3

- შეხვედრისას თაყვანისცემაში დაბ.19,1

- კეთილ მოკითხვაში დაბ.43,29

- ფეხზე წამოდგომაში ჭაღარის წინაშე ლევ.19,32

- კურთხევაში რუთ.2,4

სრულიად საპირისპირო იყო

- ნაბალი 1მფ.25,9.10

- პირველობის მოყვარე დიოტრეფე 3იოან.1,9.10

ქრისტიანებს შორის:

- საჭიროა ვლინდებოდეს 3იოან.1,6.12

- იზარდოს 1პეტ.3,8 რომ.12,10-21; 15,1-3 კოლ.4,6; 1თეს.5,15

არ შევცდეთ, პატივს არ უნდა მივაგებდეთ:

- მატყუარას 2მფ.15,2-6

- მცდარად მიმზიდველს გარეგნობით, სიმდიდრით, სამოსლით იაკ.2,1-4

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18

2. აღაპყრო თვალები და ხედავს, სამი კაცი დგას შორიახლოს; დაინახა, კარვის კარიდან მათ შესახვედრად გაიქცა და მდაბლად სცა თაყვანი.

3. უთხრა: "უფალო! თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს.

4. ცოტა წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ; მერე ხის ჩრდილში მოისვენეთ.

5. გამოგიტანთ მცირეოდენ პურს და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით; რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს”. და უთხრეს მას: "ისე გააკეთე, როგორც თქვი”.

6. აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაჰამი და უთხრა: "იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე”.

7. ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას.

8. აიღო ერბო, რძე, მომზადებული ხბო და მიართვა, ხოლო თვითონ ხის ძირში, შორიახლოს იდგა, ისინი რომ ჭამდნენ.

დაბადება 19

1. შევიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. დაინახა ისინი ლოტმა, წამოუდგა მისაგებებლად და მდაბლად თაყვანისცა.

დაბადება 43

29. აიხედა იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, თავისი დედის შვილი; იკითხა: ეს ხომ არ არის თქვენი უმცროსი ძმა, ვისზეც მელაპარაკებოდით? თქვა: ღმერთი გწყალობდეს, ჩემო შვილო!

32. მოუტანეს საჭმელი მას ცალკე და მათ ცალკე, მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან ერთად ეჭამათ, პური; სიბილწედ რაცხდნენ ამას ეგვიპტელნი.

33. დასხდნენ მის პირისპირ უფროს-უმცროსობის მიხედვით; გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს კაცებმა.

ლევიანნი 19

32. ჭაღარას წამოუდექი ფეხზე, პატივი მიაგე მოხუცს და შენი ღვთისა გეშინოდეს. მე ვარ უფალი!

რუთი 2

4. ამ დროს ბოყაზიც მოვიდა ბეთლემიდან და უთხრა მომკელებს: უფალი იყოს თქვენთან! მიუგეს: უფალმა გაკურთხოს!

14. უთხრა მას ბოყაზმა: პურის ჭამისას მოდი და აქ ჭამე პური, ლუკმა ჩააწე ღვინოში. დაჯდა ქალი მომკელთა გვერდით. დაუყარეს ქუმელი, მანაც ჭამა გაძღომამდე და კიდევაც დარჩა შეუჭმელი.

15. როცა ქალი ასაკრეფად ადგა, უბრძანა ბოყაზმა ბიჭებს და უთხრა: ძნებს შორისაც აკრიფოს, ნუ დააყვედრით.

16. ხელეურებიდანაც მიუყარეთ და დაუტოვეთ ხოლმე, აკრიფოს, ნუ დაუშლით.

1მეფეთა 20

12. უთხრა იონათანმა დავითს: უფალი, ისრაელის ღმერთი იყოს მოწმე, რომ ხვალ ან ზეგ ამ დროს გავიგებ მამაჩემისგან, კეთილი თვალით უყურებს თუ არა დავითს. ხოლო თუ არავინ გამოვგზავნე შენთან და ცხადად არ გაგიმხილე,

13. ასე და ასე დასაჯოს უფალმა იონათანი და უარესადაც. თუ ნებავს მამაჩემს ბოროტება შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო.

1მეფეთა 25

9. მიუგო ნაბალმა დავითის მორჩილთ და უთხრა: ვინ არის დავითი, ვინ არის იესეს ძე? გამრავლდნენ დღეს მორჩილნი, თავიანთ ბატონებს რომ გაურბიან.

10. ავიღო ჩემი პური, წყალი და ღვინო, და მპარსველებისთვის გამზადებული საკლავი და მივცე კაცებს, რომლის ასავალ-დასავალი არ ვიცი?

2მეფეთა 15

2. ადგებოდა დილით ადრე აბესალომი, დადგებოდა კარიბჭის შესასვლელთან და ყველას, ვინც კი მეფესთან სამართლის საძებრად მოვიდოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: რომელი ქალაქიდან ხარ? პასუხობდნენ: ისრაელის ამა და ამ შტოდანა ვარ შენი მორჩილი.

3. ეტყოდა აბესალომი: კარგია და სამართლიანი შენი სიტყვები, მაგრამ ვინ მოგისმენს მეფის კარზე?

4. ამბობდა აბესალომი: ნეტავ მსაჯულად დამადგინონ ამ ქვეყანაში! ყველა მე მომაკითხავდა, ვისაც კი სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი.

5. თაყვანის საცემად მისულ კაცს ხელს გაუწვდიდა ხოლმე, ისიც მოეჭიდებოდა და აკოცებდა.

6. ამგვარად ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელიანს, ვინც კი მეფესთან მიდიოდა სამართლისათვის. ასე მოიგო აბესალომმა ისრაელიანთა გული.

ლუკა 14

8. "თუ ვინმე ქორწილში მიგიწვევს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, რადგან შეიძლება შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მოწვეული.

9. რომ არ მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: დაუთმე ამას ადგილი! მაშინ შერცხვენილს ბოლო ადგილის დაკავება მოგიწევს.

10. როცა მიგიწვევენ, მიდი და ბოლო ადგილზე დაჯექი, რომ მოვიდეს შენი მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, უფრო საპატიო ადგილზე გადაბრძანდიო! მაშინ მეტი პატივი დაგედება ყოველი თანამეინახის წინაშე.

საქმეები 27

3. მეორე დღეს მივადექით სიდონს. იულიუსმა კაცთმოყვარეთბა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო მოენახულებინა მეგობრები, რათა მათგან შემწეობა მიეღო.

საქმეები 28

2. იქაურებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ, ამ წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და გვიმასპინძლეს.

იაკობი 2

1. ძმანო ჩემნო, დაე, თქვენი რწმენისათვის, რომლითაც გწამთ ჩვენი დიდების უფალი იესო ქრისტე, უცხო იყოს მიკერძოება.

2. რადგან თუ თქვენს სინაგოგაში შემოვა ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსით მოსილი კაცი, და შემოვა გლახაკიც ჭუჭყიანი სამოსით,

3. შეხედავთ ბრწყინვალე სამოსით მოსილს და ეტყვით: აქ დაბრძანდითო, გლახაკს კი - მანდ დადექი, ანდა: ჩემს ფერხთით დაჯექიო,

4. განა თქვენშივე არ განიკითხავთ მათ და უკეთური ზრახვით განმკითხველი მსაჯულნი არა ხართ?

1პეტრე 3

8. და ბოლოს: იყავით ყველანი ერთი აზრისანი, თანამგრძნობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი.

3იოანე 1

1. უხუცესი - საყვარელ გაიუსს, რომელიც მიყვარს ჭეშმარიტებაში.

2. საყვარელო! ვლოცულობ, რომ ჯანმრთელად იყო და მიაღწიო ისეთ წარმატებას, როგორ წარმატებასაც შენი სულით მიაღწიე.

3. ვინაიდან დიდად გავიხარე, ძმები რომ მოვიდნენ და დაამოწმეს შენს ჭეშმარიტებაზე, რომელშიც დადიხარ ჭეშმარიტებით.

4. არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან.

5. საყვარელო! ერთგულად აკეთებ ყველაფერს, რასაც იქმ ძმებისთვის, თანაც უცხოთათვის,

6. რომელთაც დაამოწმეს კიდეც შენს სიყვარულზე ეკლესიის წინაშე. კარგს იზამ ღვთის წინაშე, თუ ღირსეულად გამოისტუმრებ მათ.

9. ეს მივწერე ეკლესიებსაც, მაგრამ დიოტროფე, პირველობას რომ იჩემებს მათ შორის, არ გვიღებს ჩვენ.

10. ამიტომ, თუ მივალ, შევახსენებ მის საქმეებს, უკეთური სიტყვით რომ გვიხსენიებს, და ამასაც არ სჯერდება: თვითონ ხომ არ ღებულობს ძმებს, მაგრამ მათი მიმღების მსურველთაც უკრძალავს ამას და ეკლესიიდან აძევებს მათ.

11. საყვარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტს, არამედ კეთილს მიჰბაძე, ვინაიდან კეთილისმოქმედი ღვთისაგან არის, ბოროტმოქმედს კი არ უხილავს ღმერთი.

12. დიმიტრის არა მარტო ყველა უმოწმებს, არამედ თვით ჭეშმარიტებაც; ჩვენც ვმოწმობთ და იცით, რომ ჩვენი მოწმობა ჭეშმარიტია.

რომაელთა 12

10. ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას.

11. გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს.

12. გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი.

13. შეეწიეთ წმიდათა გასაჭირს; სტუმართმოყვარეობა გქონდეთ წესად.

14. აკურთხეთ თქვენი მდევნელნი; ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხეთ.

15. ხარობდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ, და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან.

16. ერთსულოვანნი იყავით; მაღლად მხედობას ნუკი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი.

17. ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას.

18. თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ.

19. თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი“.

20. ამრიგად, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.

21. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.

რომაელთა 15

1. ჩვენ კი, ძლიერნი, მოვალენი ვართ ვიტვირთოთ უძლურთა უმწეობა და არ ვეძებოთ ჩვენი სიამე.

2. ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს აამოს მოყვასს, მისდა სასიკეთოდ და ასაშენებლად.

3. რადგან ქრისტეც თავის სიამოვნებას კი არ ეძებდა, არამედ როგორც წერია: „შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს“.

ფილიპელთა 2

19. ვიმედოვნებ უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა გავმხნევდე თქვენი ამბის შეტყობით.

20. ვინაიდან არავინ მყავს ისეთი თანამოაზრე, მასავით მუყაითად რომ ზრუნავდეს თქვენზე.

21. რადგან ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია.

22. თქვენ კი იცით რომ გამოიცადა იგი, რადგან როგორც შვილი მამასთან, ისე შრომობდა ჩემთან ერთად სახარებისთვის.

კოლასელთა 4

6. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლით იყოს სავსე, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ.

1თესალონიკელთა 5

15. თვალი გეჭიროთ, არ მიაგო ერთმანეთს ბოროტის წილ ბოროტი, არამედ მუდამ ცდილობდეთ სიკეთე უყოთ ერთმანეთს და ყველას.

ფილიმონი 1

21. შენს მორჩილებაში დარწმუნებულმა მოგწერე ეს, რადგანაც ვიცი, რომ უფრო მეტსაც შემისრულებ, ვიდრე მე გთხოვ.