1.7.3. Дивно я Господом устроен

Славлю Тебя, потому что я дивно устроен. Дивны дела Твои, и душа моя вполне сознает это. (Пс.138,14)

1.7.3. საოცრებით ვარ შენივთული უფლისგან

ფს. 138,13.[14]-16

 

- შეგვქმნა თავის ხატად და მსგავსად დაბ.1,26.27

 

- გამოუკვლეველ საკვირველებათა შემოქმედმა იობ.5,9

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 1

26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.

27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

 

იობი 5

9. შემოქმედს სიდიადეთა და გამოუკვლეველ საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი,

 

ფსალმუნი 138

13. რადგან შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის საშოში.

14. გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით.

15. არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში.

16. ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი.