3.8.2. Аминь - истинно, да, будет!

Чис.5,22 Втор.27,15-26; 3цар.1,36; 1Пар.16,36 Неем.5,13; 8,6 Тов.8,8 Иудит.15,10 Иер.28,6 Матф.5,18; 18,3 Ин.1,52; 5,19; 2Пет.3,18 Рим.1,25; 1Кор.14,16; 2Кор.1,19.20 Гал.1,5 Евр.13,21 Отк.3,14; 5,14; 7,12; 19,4; 22,21

3.8.2. ამინ - ჭეშმარიტად, ჰო, იყოს!

რიცხ.5,22 რჯლ.27,15-26; 3მფ.1,36; 1ნეშ.16,36 ნეემ.5,13; 8,6 ტობ.8,8 ივდ.15,10 იერ.28,6 მათ.5,18; 18,3 ინ.1,51; 5,19; 2პეტ.3,18 რომ.1,25; 1კორ.14,16; 2კორ.1,19.20 გალ.1,5 ებრ.13,21 გმცხ.3,14; 5,14; 7,12; 19,4; 22,21

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 5

22. შევიდეს ეს დამაწყევარი წყალი შენს ნაწლავებში, რომ გაგისივდეს მუცელი და დაგიდნეს საშო. იტყვის ქალი: ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!

მეორე რჯული 27

15. წყეულიმც იყოს, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს - სისაძაგლეს უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს. დასტურს დასცემს მთელი ერი და იტყვის: ამინ!

16. წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

17. წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

18. წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზა-კვალის ამრევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

19. წყეულიმც იყოს მდგმურისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

20. წყეულიმც იყოს მამის ცოლთან მწოლელი, რადგან კალთა გადაუწია მამას! იტყვის მთელი ერი: ამინ!

21. წყეულიმც იყოს პირუტყვთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

22. წყეულიმც იყოს თავის დასთან - თავისი მამის ქალიშვილთან ან დედის ქალიშვილთან - მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

23. წყეულიმც იყოს სიდედრთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

24. წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

25. წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად! იტყვის მთელი ერი: ამინ!

26. წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! იტყვის მთელი ერი: ამინ!

3მეფეთა 1

36. მიუგო ბენაია იეჰოიადაყის ძემ მეფეს და უთხრა: ამინ! ასევე თქვას უფალმა, ჩემი მეფე-ბატონის ღმერთმა.

1ნეშტთა 16

36. კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. და მიუგო ერმა: ამენ! ქება უფალს!

ნეემია 5

13. გამოვიბერტყე ჩემი სამოსლის უბე და ვთქვი: ასე გამობერტყოს-მეთქი ღმერთმა თავისი სახლიდან და მამულიდან ყველა ის კაცი, რომელიც ამ სიტყვას არ შეასრულებს; ასე იყოს-მეთქი გაბერტყილი და გამოცარიელებული. და თქვა მთელმა კრებულმა: ამინ! და განადიდა უფალი. ხალხმა შეასრულა ეს სიტყვა.

ნეემია 8

6. ეზრა აკურთხებდა უფალს, დიად ღმერთს. ხალხი კი ხელებაპყრობილი პასუხობდა: ამინ! ამინ! და თაყვანს-სცმდა უფალს პირქვე დამხობილი.

ტობითი 8

8. თქვა ამის შემდეგ: ამინ.

ივდითი 15

10. შენი ხელებით აღასრულე ყოველივე ეს, სიკეთე ჰქმენ ისრაელისთვის და წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა. კურთხეულ იყავ ყოვლისმპყრობელი უფლისაგან უკუნისამდე. თქვა მთელმა ერმა: იყოს!

იერემია 28

6. თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: ამენ! ასე ქმნას უფალმა! აღასრულოს უფალმა შენი ნათქვამი, რაც იწინასწარმეტყველე უფლის სახლის ჭურჭლისა და გადასახლებულთა დაბრუნებაზე ბაბილონიდან ამ ადგილას.

მათე 5

18. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.

მათე 18

3. და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

იოანე 1

51. და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე.

იოანე 5

19. ხოლო იესო ამის პასუხად ამბობდა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც იმასვე იქმს.

2პეტრე 3

18. არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლითა და შემეცნებით. დიდება მას აწ და მარადის. ამინ.

რომაელთა 1

25. სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.

1კორინთელთა 14

16. რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას „ამინ“, თუკი არ ესმის, რას ამბობ?

2კორინთელთა 1

19. რადგანაც ძე ღვთისა, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენს შორის ვქადაგებდით მე, სილვანუსი და ტიმოთე, არ ყოფილა „ჰოც“ და „არაც“, არამედ მხოლოდ „ჰო“ იყო მასში.

20. ვინაიდან ღმერთის ყოველი აღთქმა „ჰოა“ მასში და „ამინია“ მასში, ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ.

გალატელთა 1

5. ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ებრაელთა 13

21. დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გამოცხადება 3

14. ხოლო ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა.

გამოცხადება 5

14. ხოლო ოთხი ცხოველი ამბობდა: ამინ! ოცდაოთხი უხუცესი კი დაემხო და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე.

გამოცხადება 7

12. ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ღმერთს ჩვენსას უკუნითი უკუნისამდე.

გამოცხადება 19

4. ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხნენ და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომარე ღმერთს, და თქვეს: ამინ! ალილუია!

გამოცხადება 22

21. ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.