2.12.36 Предсказание четыреста летнего рабства

***

Позже, во дни Моисея, израильтяне, находившиеся в Египте, могли подсчитать, что четыреста лет прошло (со времени пришествия Иакова в Египет в 1876-ом году до Р. Х.; схему «Хронология патриархов» в толковании на Быт. 47:28-31), и время их избавления близко (они выйдут). В Исх. 12:40 и в Гал. 3:17 говорится, что египетское рабство длилось 430 лет (от 1876 года по 1446 год до Р. Х.). По-видимому, в Быт. 15:13 и в Деян. 7:6 указано округленное число (400).

Бытие 15 глава — Библия — Комментарии Далласской семинарии

2.12.36 ოთხას წლოვანი მონობის წინასწარ უწყება

დაბ.15,[13].14 ფს.104,42 საქ.7,5-7

- აღსრულება გამ.1,1; 12,40.41 ფს.104,12-43 გალ.3,17

ბიბლიის მუხლები

დაბადება 15

13. უთხრა უფალმა: "იცოდე, ხიზნებად იქნებიან შენი შთამომავალნი სხვის ქვეყანაში; დამონებული და დაჩაგრული ეყოლებათ ოთხასი წელი.

14. და ხალხს, რომელსაც ისინი დაემონებიან, მე განვსჯი; ამის შემდეგ დიდი ქონებით გამოვლენ მონობიდან.

გამოსვლა 1

1. ეს არის ისრაელის ძეთა სახელები, რომლებიც, თითოეული თავისი სახლეულით, იაკობთან ერთად შევიდნენ ეგვიპტეში.

გამოსვლა 12

40. ოთხასოცდაათი წელია ისრაელის ძეთა ეგვიპტეში ყოფნის ხანი.

41. ოთხასოცდაათი წლის ბოლოს, სწორედ ამ დღეს გამოვიდა უფლის მთელი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან.

ფსალმუნი 104

12. როცა თითებზე ჩამოსათვლელნი იყვნენ ისინი, ცოტანი იყვნენ და ხიზნობდნენ იქ,

13. ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიოდნენ, ერთი სამეფოდან - სხვა ხალხში.

14. არავის ანებებდა მათ დაჩაგვრას და მათ გამო აფრთხილებდა მეფეებს:

15. "არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ”.

16. შიმშილს მოუხმო დედამიწაზე და ყოველი სახსარი პურისა შემუსრა.

17. გაგზავნა მათ წინ კაცი; მონად გაიყიდა იოსები.

18. გატანჯეს ბორკილებით მისი ფეხები, რკინა მისწვდა მის სულს.

23. და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და გადასახლდა იაკობი ქამის ქვეყანაში.

24. და გაამრავლა ღმერთმა, მისი ხალხი ფრიად და გააძლიერა მის მტრებზე მეტად.

25. შეცვალა მათი გული მისი ხალხის შესაძულებლად, მის მორჩილთა მიმართ სივერაგის განსაზრახველად.

26. გაგზავნა მოსე, მსახური თვისი, აარონი, რომელიც ამოირჩია.

42. რადგან გაიხსენა თავისი წმიდა სიტყვა თავისი მორჩილის აბრაამის მიმართ.

43. გამოიყვანა თავისი ხალხი სიხარულით, რჩეულნი თვისნი ზარ-ზეიმით.

საქმეები 7

5. მასში ფეხის დასადგმელი ადგილიც კი არ მისცა სამკვიდროდ, ოღონდ აღუთქვა, რომ მისცემდა სამკვიდრებლად მას და მის თესლს მის შემდეგ, თუმცა ჯერ შვილიც არ ჰყავდა.

6. ღმერთმა უთხრა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დაიმონებდნენ და ავად მოექცეოდნენ ოთხას წელიწადს.

7. მე განვიკითხავ იმ ხალხს, ვისთანაც მონებად იქნებიან, თქვა ღმერთმა, მერე გამოვლენ იქიდან და მემსახურებიან ამ ადგილზე.

გალატელთა 3

17. ამას კი ვამბობ: ღვთის მიერ წინათ დამტკიცებულ აღთქმას ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოსული რჯული ვერ დაარღვევს ისე, რომ გაუქმდეს აღთქმული.

__თემაზე წერდნენ__

***

მოგვიანებით, მოსეს დღეებში, ეგვიპტეში მყოფ ისრაელიანებს შეეძლოთ გამოეთვალათ, რომ 400 წელი გადის (იაკობის ოჯახი ჩადის ეგვიპტეში ქრ-მდე 1876 წელს დაბ.47:28-31), და მათი გამოხსნის დრო ახლოა (გამოვლენ). გამ.12:40 და გალ.3:17 -ში ნათქვამია, რომ ეგვიპტური მონობა გრძელდებოდა 430 წელი (1876 წლიდან 1446 წლამდე). როგორც ჩანს, დაბ.15:13 и в Деян. და საქ.7:6 -ში მითითებულია დამრგვალებული რიცხვი (400).

__ დალასის სემინარიის კომენტარები __

-------------------------

კადრი ფილმიდან "გამოსვლა"