4.21.11. Благовестие необходимая обязанность

1Кор. 9,16-18

- служим Богу в Евангелии Его Сына Рим. 1,9

4.21.11. ხარება აუცილებელი ვალდებულებაა

4მფ.7.8.9 იერ.20,9 ამ.3,8 საქ.4,20; 9,6; 26,16-20; 1კორ. 9,[16]-18 კოლ.4,17

 

ბიბლიის მუხლები

4მეფეთა 7

8. მიადგნენ ეს კეთროვანები ბანაკის კიდეს და შევიდნენ ერთ კარავში. ჭამეს, სვეს, აიღეს იქიდან ოქრო-ვერცხლი და ტანისამოსი, წამოიღეს და დამალეს. მობრუნდნენ, სხვა კარავში შევიდნენ, იქიდანაც წამოიღეს და დამალეს.

9. უთხრეს ერთმანეთს: ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. ეს დღე ხარების დღეა. თუ გავჩუმდით და დილამდე ვიცადეთ, ბრალს დაგვდებენ. წამო, წავიდეთ და მეფის სახლს შევატყობინოთ.

იერემია 20

9. ვიფიქრე: დავივიწყებ მას და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით, მაგრამ ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლებამდე გამატანა, ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ ვერ შევძელი.

ამოსი 3

8. ლომი ბრდღვინავს - ვინ არ შეშინდება! უფალი ღმერთი ლაპარაკობს - ვინ არ გაქადაგდება!

საქმენი მოციქულთა 4

20. არ შეგვიძლია არა ვთქვათ ის, რაც გვიხილავს და გვსმენია.

საქმენი მოციქულთა 9

6. შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა უთხრა: რას მიბრძანებ, რა ვქნა, უფალო? ხოლო უფალმა მიუგო: ადექი, შედი ქალაქში და იქ გაიგებ, რისი ქმნაც გმართებს.

საქმენი მოციქულთა 26

16. მაგრამ წამოდექ და ფეხზე დადექი, ვინაიდან იმისთვის მოგევლინე, რომ დაგადგინო მსახურად და იმის მოწმედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ,

17. რათა გაგარიდო ხალხსა და წარმართთ, რომლებთანაც ახლა მიგავლენ,

18. იმისათვის, რომ თვალი აუხილო მათ, რათა სიბნელიდან - სინათლის, სატანის ხელმწიფებიდან კი ღვთისკენ მოიქცნენ და, ამრიგად, ჩემდამი რწმენით, მიიღონ ცოდვათა მიტევება და წილი განწმედილთა შორის.

19. ამიტომაც არ ვეურჩე, მეფიო აგრიპა, ზეციურ ხილვას,

20. არამედ თავდაპირველად დამასკელებსა და იერუსალიმელებს, შემდეგ კი იუდეველთა მთელ ქვეყანასა და წარმართებსაც ვუქადაგებდი მონანიებას და ღვთისკენ მოქცევის სინანულის ღირს საქმეთა აღსრულებით.

1კორინთელთა 9

16. რადგანაც თუ ვაბარებ, ვითომ რა მაქვს სასიქადულო? ვინაიდან აუცილებლობით ეს მადევს ვალად, და ვაი ჩემს თავს, თუ არ ვახარებ.

17. რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ძალაუნებურად, მხოლოდ ჩემთვის მონდობილ მნეობას ვასრულებ.

18. კი მაგრამ, რაა ჩემი საზღაური? ის, რომ სახარების ქადაგებისას უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვსარგებლობ მახარებლის უფლებით.

კოლასელთა 4

17. არქიპოსს უთხარით: შენ იცი, როგორ აღასრულებ მსახურებას, უფლისგან რომ მიიღე-თქო.