4.17.19 Поищем достойных, останемся с ними

Один закон будет и для природногп жителя, и для пришельца, поселившегося между вами (Исх.12,49).

К святым, которые на земле, и к дивным твоим -- к ним все желание мое. (Псал. 15,3).

***

10,11 Как они должны были позаботиться о жилье? Когда они входили в город, то должны были искать в нем достойного хозяина, который принял бы их как учеников Господа и который был бы открыт для принятия той вести, которую они несли. Если они найдут такого хозяина, то им лучше оставаться у него все время их пребывания в этом городе и не переходить к другому, даже если они найдут лучшие жизненные условия.

От Матфея 10 глава — Библия — Комментарии МакДональда

***

Муха и пчела

Если спросить

муху, есть ли

здесь в

окрестностях

цветы, то она

ответит: «Не знаю.

А вот навоза,

нечистот вон в той

канаве полным-

полно». И муха

начнёт по

порядку

перечислять все

помойки, на

которых она

побывала. А если

спросить пчелу:

«Не видела ли ты

здесь в

окрестностях

какие-нибудь

нечистоты?», — то

она ответит:

«Нечистоты? Нет,

не видела нигде.

Здесь так много

благоуханных

цветов!». Муха на

самом цветущем

лугу найдёт

нечистое место и

сядет на него, а

пчела в самом

вонючем болоте

отыщет цветок

лотоса и соберёт с

него нектар.

4.17.19 გამოიკითხეთ ღირსეულნი და მათთან დარჩით

მათ.10,[11] მარ.6,10 ლუკ.9,4; 10,5-8

- ღირსეულ მასპინძელთან შესვლა დაბ.19,1-3 მსაჯ.19,15-21 ლუკ.10,38.39; 19,5-7 საქ.16,15; 18,1-3

- ღმერთისგან განწესებულ მასპინძელთან სტუმრობა 3მფ.17,9.10

- მართლისგან შეცდომით არჩეული მეზობლობა ცოდვილებთან დაბ.13,12.13

- ნეტარია, ვინც არ ზის ავყიათა საკრებულოში ფს.1,1; 15,3

ბიბლიის მუხლები

დაბადება 13

12. აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.

13. ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს.

დაბადება 19

1. შევიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. დაინახა ისინი ლოტმა, წამოუდგა მისაგებებლად და მდაბლად თაყვანისცა.

2. უთხრა: აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მორჩილის სახლში. ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ. უთხრეს: არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს.

3. არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. გაუმზადა სასმელი ლოტმა, დაუცხო ხმიადები და ჭამეს.

მსაჯულნი 19

15. გაუხვიეს, რომ გიბყაში შესულიყვნენ და ღამე იქ გაეთიათ. მივიდა და ქალაქის მოედანზე დაჯდა, მაგრამ არავინ შეიპატიჟა შინ ღამის გასათევად.

16. აჰა, ერთი ბერიკაცი საღამოხანს ბრუნდება სამუშაოდან, ყანიდან; ეფრემის მთაში იყო დაბადებული და გიბყაში ცხოვრობდა. იმ ადგილის მკვიდრნი კი ბენიამინიანები იყვნენ.

17. გაიხედა და ქალაქის მოედანზე მგზავრი დაინახა. ჰკითხა ბერიკაცმა: საიდან მოსულხარ და სად მიდიხარ?

18. მან მიუგო: იუდას ბეთლემიდან ეფრემის მთაში მივდივართ, იქაური ვარ. სტუმრად ვიყავი იუდას ბეთლემში, ახლა კი უფლის სახლისაკენ მიდევს გზა, მაგრამ არავინ შემიპატიჟა შინ.

19. ჩალაც გვაქვს და საჭმელიც ჩვენი სახედრებისთვის. აგრეთვე პურ-ღვინო ჩემთვისაც და ამ შენი მხევლისთვისაც და ამ მსახური ბიჭისთვისაც, რომელიც შენს მორჩილთ გვახლავს. არაფერი გვჭირდება.

20. ბერიკაცმა უთხრა: მშვიდობა შენდა! ჩემზე იყოს, რაც გჭირდება, ოღონდ ქუჩაში ნუ გაათევ ღამეს.

21. შინ შეიყვანა და სახედრებს საკვები დაუყარა. მათ კი ფეხი დაიბანეს, ჭამეს და სვეს.

3მეფეთა 17

9. ადექი და წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე. ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ საჭმელი გაჭამოს.

10. ისიც ადგა და წავიდა ცარფათში. ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, ხედავს, ქვრივი ქალი აგროვებს შეშას. დაუძახა და უთხრა: ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ შევსვა.

ფსალმუნი 1

1. ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.

ფსალმუნი 15

3. წმიდანებთან, რომლებიც დედამიწაზე არიან და ძლიერებთან, - მათთან არის ჩემი ყველა სურვილი.

მათე 10

11. რომელ ქალაქში ან სოფელშიც უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ.

მარკოზი 6

10. და უთხრა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქვე დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან.

ლუკა 9

4. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, იქ დადექით გამოსვლამდე.

ლუკა 10

5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს.

6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და - თქვენვე დაგიბრუნდებათ.

7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში.

8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ.

38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი.

39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას.

ლუკა 19

5. როცა იმ ადგილს გაუსწორდა, იესომ ზევით აიხედა, დაინახა იგი და უთხრა: ზაქე, ჩქარა ჩამოდი ძირს, ვინაიდან დღეს შენს სახლში უნდა ვიყო.

6. ისიც საჩქაროდ ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი.

7. ხოლო ამის მხილველნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილთან შევიდაო.

საქმეები 16

15. თავის სახლეულთან ერთად რომ მოინათლა, შეგვეხვეწა: თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით, ჩემს სახლში დარჩითო, და დაგვიყოლია.

საქმეები 18

1. შემდგომ ამისა პავლე გამოვიდა ათენიდან და კორინთოს ჩავიდა,

2. სადაც ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმომავლობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა, ახლად რომ ჩამოსულიყვნენ იტალიიდან, ვინაიდან კლავდიუსს ებრძანებინა ყველა იუდეველს დაეტოვებინა რომი; და დაუახლოვდა მათ.

3. რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და საქმეს მიჰყო ხელი; ხოლო ხელობით მეკარვენი იყვნენ.

__თემაზე წერდნენ__

***

ბუზს ჰკითხეს, აქ ახლოს თუ არის რამე სასიამოვნოო და კიო, აი იქ ნაგავსაყრელია, იქ კი ნარეცხიო.

ფუტკარს ჰკითხეს, თუ შეგხვედრია ახლომახლოში რამე უსუფთაობაო და არაო, აქ უამრავი საამო და სურნელოვანი ყვავილებიაო.

ასეა, ბუზი ყვავილოვანში იპოვის სკორეს სასუსნავად და ფუტკარი - მყრალ ჭაობში სურნელოვან ყვავილს ნექტრის ასაღებად.

გააჩნია რომელი რისკენაა მიდრეკილი.

***

ზოგჯერ გიკვირს მათი შემხედვარე, ნუთუ მეც ასეთი უნდა ვყოფილიყავიო . . . ისეთი აზრები აწუხებთ, მათთან როცა მეგობრობდი, არც გიფიქრია და მადლობას სწირავ ღმერთს, დროზე რომ დაგიხსნა მათგან.

__ მ. ბ. __