2.2.95 Дела Божии

2.2.95 ღმერთის საქმეები

დახასიათებულია როგორც:

- სრულყოფილი რჯ.32,4

- საოცარი ფს.65,3

- საშინელი (ზოგ თარგმანში) ფს.65,3

- შეუდარებელი ფს.85,8

- ბრწყინვალე და დიდებული ფს.110,3

- საკვირველი ფს.138,14 გმცხ.15,3

- ძლიერი ფს.144,6

- უცნაური ეს.28,21

- მართალი დან.9,14

- დიდი გმცხ.15,3

.

ჩანს:

- შესაქმეში დაბ.2,2.3

- ღრმა წყლებში ფს.106,24

- ხალხებში ეს.19,25

.

ღმერთის დამოკიდებულება თავისი საქმეებისადმი:

- ხარობს ფს.103,31

- უჩვენებს თავის ხალხს ფს.110,6

- ემსახურებიან მის განდიდებას ეს.60,21

- დაუყოვნებლივ აღასრულებს რომ.9,28

.

მორწმუნეების დამოკიდებულება მისი საქმეებისადმი:

- ხედავენ ფს.45,8

- ახსოვთ ფს.76,11

- უკვირდებიან ფს.76,12

- უგალობენ ფს.91,4-6; 106,22

- საუბრობენ ფს.142,4; 144,5

- აქებენ ფს.144,4

- ლოცულობენ მათი გაცხადებისთვის აბაკ.3,2

.

ურწმუნოების დამოკიდებულება მისი საქმეებისადმი:

- არაფრად აგდებენ ფს.27,5

- სწრაფად ივიწყებენ ფს.77,11

- ვერ გაიგებს ფს.91,6

- არ იჯერებენ საქ.13,41

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 2

2. დაასრულა ღმერთმა მეშვიდე დღისთვის თავისი საქმე და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან, რასაც აკეთებდა.

3. აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა მან ყოველი საქმისაგან, რასაც აკეთებდა.

მეორე რჯული 32

4. სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.

ფსალმუნი 27

5. რადგან არაფრად აგდებენ უფლის საქმეებსა და მის ხელთა ნამოქმედარს. ის დაანგრევს მათ და არ ააშენებს.

ფსალმუნი 45

8. მოდით და იხილეთ უფლის საქმენი, როგორ გააპარტახა დედამიწა.

ფსალმუნი 65

3. უთხარით ღმერთს: "რა საოცარია შენი საქმენი, დაგემორჩილებიან შენი მტრები, შენი ძალის სიდიადის გამო.

ფსალმუნი 76

11. გავიხსენებ უფლის საქმეებს, გავიხსენებ შენს ადრინდელ სასწაულებს.

12. ჩავუკვირდები ყველა შენს საქმეს, დავფიქრდები შენს ნამოქმედარზე.

ფსალმუნი 77

11. დაივიწყეს მისი საქმენი და სასწაული, მათ რომ უჩვენა.

ფსალმუნი 85

8. არაა შენი მსგავსი ღმერთებს შორის, უფალო, და არც მსგავსი საქმეთა შენთა.

ფსალმუნი 91

4. რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ.

5. რაოდენ დიდია შენი საქმეები, უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვები.

6. უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას,

ფსალმუნი 103

31. საუკუნოდ იყოს უფლის დიდება, იხაროს უფალმა თავისი ნამოქმედარით.

ფსალმუნი 106

22. შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის საქმეებზე გალობით.

24. რომელთაც ნახეს უფლის საქმენი და მისი საოცრებანი ღრმა წყლებში.

ფსალმუნი 110

3. ბრწყინვალე და დიდებულია მისი საქმე, სიმართლე მისი მარადიულია.

6. უჩვენა თავის ხალხს თავის საქმეთა ძალა, როცა ერების მემკვიდრეობა მისცა მათ.

ფსალმუნი 138

14. გაქებ, რადგან შიშით აღსავსე და მშვენიერი გამომსახე; საკვირველია შენი საქმენი და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა.

ფსალმუნი 142

4. ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ.

ფსალმუნი 144

4. თაობა თაობას შეუქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეს აუწყებენ.

5. შენი მშვენების სიდიადესა და ბრწყინვალებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ.

6. ისინი შენი საშიში საქმეების სიძლიერეზე ილაპარაკებენ, მე კი შენს სიდიადეს ვაუწყებ.

ესაია 19

25. რადგან ასე აკურთხა ცაბაოთ უფალმა: "კურთხეულ იყოს ეგვიპტე - ჩემი ხალხი, აშური - ჩემი ხელით შექმნილი და ისრაელი - ჩემი სამკვიდრო”.

ესაია 28

21. რადგან აღდგება უფალი, როგორც ფერაციმის მთაზე აღდგა, შეიძრება, როგორც გაბაონის ხეობაში შეიძრა, რათა აღასრულოს თავისი განზრახვა, უჩვეულო მიზანი; შეასრულოს თავისი საქმე, საქმე - უცნაური.

ესაია 60

21. მთელი შენი ხალხი მართალი იქნება და საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას ჩემი დარგული ყლორტი, ჩემს ხელთა ქმნილება, რათა განვდიდდე მე.

დანიელი 9

14. ამიტომაც დაგვატეხა თავს უფალმა ეს უბედურება, რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, თავის ყველა საქმეში, რომელიც მან მოიმოქმედა; მაგრამ ჩვენ მაინც არ ვუგდებდით ყურს მის ხმას.

აბაკუმი 3

2. უფალო, ამბავი გავიგონე შენს შესახებ და შემეშინდა. ჩვენს დროშიც მოიმოქმედე შენი საქმენი, ჩვენს დროშიც გააცხადე; გაიხსენე წყალობა შენი რისხვისას.

საქმეები 13

41. იხილეთ, აბუჩად ამგდებნო, განცვიფრდით და განადგურდით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის”.

რომაელთა 9

28. რადგან თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ აღასრულებს უფალი დედამიწაზე.

გამოცხადება 15

3. და გალობენ მოსეს, ღვთის მსახურის, საგალობელს და კრავის საგალობელს; ამბობენ: "დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო! მართალია და ჭეშმარიტი შენი გზები, ხალხთა მეფეო!