4.16.4. Жить с мирскими святостью

Иов.29,8-[14]-17.21-25 Пс.131,9 Ис.59,17 Матф.9,10,, 2Кор.6,4.6-8 Еф.6,14,, 1Фес.5,8 Отк.19,8

4.16.4. ქვეყნიურთა შორის ცხოვრება საცდურმორიდებითა და სიწმიდით

იობ.29,8-[14]-17.21-25 მათ.9,10

- ჭეშმარიტების მოქმედებით 2კორ.6,4-8

- სიმართლით, სიწრფელით ფს.131,9 ეს.59,17 ეფ.6,14

- დღის ძეობით 1თეს.5,8

ბიბლიის მუხლები

იობი 29

8. დამინახავდნენ ყმაწვილები და იმალებოდნენ, მოხუცებულნი წამოდგებოდნენ და ფეხზე იდგნენ;

9. მთავარნი კრინტს არ ძრავდნენ და პირზე ხელი ჰქონდათ მიტანილი;

10. დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკრობოდათ ენა;

11. ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა;

12. რადგან მიხსნია გაჭირვებული, შველას რომ ითხოვდა, და ობოლი, შემწე რომ არ ჰყავდა;

13. დასაღუპად განწირულის კურთხევა ჩემზე გადმოსულა და ქვრივის გული გამიხარებია;

14. მე სიმართლით ვიმოსებოდი და ის ჩემით იმოსებოდა; მოსასხამად და თავსაკვრელად ჩემი სამართალი მქონდა;

15. უსინათლოსთვის თვალები ვყოფილვარ და ფეხები - ხეიბრისთვის;

16. გაჭირვებულთათვის მამა ვყოფილვარ და უცნობის საქმე გამომიძიებია;

17. ავკაცისთვის ყბა ჩამინგრევია და კბილებიდან მსხვერპლი გამომიგლეჯია.

21. მისმენდნენ და იყვნენ მოლოდინში, დუმდნენ ჩემს რჩევაზე.

22. ჩემი სიტყვის შემდეგ აღარაფერს დასძენდნენ, თავზე ეწვეთებოდათ ჩემი ნათქვამი;

23. როგორც წვიმას, ისე მელოდნენ, და როგორც ისხარს, პირს მიშვერდნენ;

24. გავუღიმებდი და არ სჯეროდათ, ჩემი სახის ნათელი არასოდეს მოუღრუბლავთ.

25. გზებს ვურჩევდი და მთავრად ვიჯექი; ვემკვიდრე, როგორც მეფე ლაშქარში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი.

ფსალმუნი 131

9. შენი მღვდელნი შეიმოსონ სიმართლით და შენმა წმიდანებმა იმხიარულონ.

ესაია 59

17. ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაირქვა თავზე; ნაცვალგების სამოსელი ჩაიცვა და მოსასხამივით მოისხა შური.

მათე 9

10. და როცა ინახად იჯდა სახლში, აჰა, მოვიდა მრავალი მებაჟე და ცოდვილი, და ინახად დასხდნენ იესოსა და მის მოწაფეებთან.

2კორინთელთა 6

4. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში,

5. გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში,

6. სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში,

7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში,

8. სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი.

ეფესელთა 6

14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,

1თესალონიკელთა 5

8. ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.

__თემაზე წერდნენ__

***

იცხოვრე ხალხში ისე, რომ მეგობრები არ ჩამოგშორდნენ და მტრები დაიმეგობრო.

__ პითაგორა __

***

ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს კაცს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი სამოთხეში დაეცა ცოდვით, მართალმა ლოტმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.

__ წმ. ეფრემ ასური __

***

ქვეყნიერებაზე მცხოვრები ჭეშმარიტი მორწმუნე ჰგავს ხომალდს, რომელიც დაცურავს ოკეანეზე. ის წყალი კი არ დაძირავს მას, რომელზეც დაცურავს, არამედ ის, რომელიც შევა მის შიგნით. ასევე ქვეყნიერება კი არ მოაშთობს ადამიანებში ქრისტიანობას. იგი დაღუპავს მას, თუ შევა და დაბინავდება მასში.

__ იაკობ ლევენი __

***

ნაზარეთი იყო გარყვნილი ქალაქი, ხოლო ნაზარეთელები იყვნენ იმდენად ცნობილნი თავისი გადაგვარებული ზნეობით, რომ იმ დროში იყო ცნობილი გამოთქმა ხალხში: “ნაზარეთიდან განა შესაძლებელია კარგი რამ გამოვიდეს?” (იოან. 1,46) ტრიალებდა რა ამ ურჯულო გარყვნილ ხალხში, იესო დარჩა მართალი და წმიდა. ეს გვიჩვენებს, რომ ღვთის დახმარებით შესაძლებელია იცხოვრო ცდუნებების, ხიბლისა და მდაბიორ გარყვნილებს შორის და მაინც განვითარდეს წმიდა ღვთაებრივი ხასიათი და თვისებანი.

__ . . . . . . __

***

ერთმა ქალმა მაჰათმა განდის სთხოვა, მისი შვილი გადაეჩვია ტკბილის ჭამისგან. იგი მაშინვე არ მისულა ბავშვთან. გავიდა რამდენიმე კვირა. დედას ეუხერხულა, ასეთი დიდი მოძღვარი თავისი სიტყვის პატრონი როგორ არ არისო. და აი მოძღვარი მივიდა ბავშვთან და უთხრა: - ბიჭუნა ნუ ჭამ ბევრ ტკბილს, ეს მავნებელია! ბიჭმა მორჩილად შეაერთა ხელები და უთხრა, რომ აღარ შეჭამს ტკბილეულს. დედამ მადლობა გადაუხადა და წასვლის წინ გულმა ვერ მოუთმინა და ჰკითხა: - ნუთუ არ შეგეძლოთ ეს გეთქვათ სამი კვირის წინ? - საქმე იმაშია, ქალბატონო, რომ მე თვითონ ძალიან მიყვარს ტკბილეული და ბიჭს იმას ვერ ავუკრძალავდი, რაც მე თვითონ მიჭირდა მომეთმინა და არ მეჭამა. სამი კვირა ვებრძოდი თავს ამისთვის და როცა მე ეს შევძელი, მაშინ მივედი ბავშვთან და სრული დარწმუნებით ვუთხარი არ ეჭამა ტკბილი. - უთხრა მაჰათმა განდიმ.