4.21.19 Церковь должен давать людям духовное видение

***

29:18 Без откровения. Отсутствие откровения свидетельствует либо о молчании Бога (1 Цар. 3,1), либо о неспособности услышать Его слово (Ам. 8,11.12).

__Притчи 29 глава – Женевская Библия__

***

29:18 Без откровения свыше народ необуздан, а соблюдающий закон блажен. Здесь "откровение" означает пророческое откровение, то есть, Божье Слово (см. 1 Цар. 3:1). Смысл заключается в том, что когда люди не знают и не чтят Божье Слово, каждый поступает, как ему заблагорассудится. Те же, кто соблюдает закон, то есть, Божье Слово, воистину благословлены.

Притчи 29 глава – Комментарии МакДональда__

***

Стих 18. Здесь посмотрите:

I. На бедственное положение людей, оставшихся без постоянного пасторского служения. Без откровения свыше, когда нет пророка, который истолковал бы закон, когда нет священника или левита, который дал бы хорошее знание о Господе, когда нет средств благодати, когда редко услышишь слово о Господе и видения не часты (1Цар 3:1), когда именно так обстоят дела, тогда народ погибает (англ.пер.); слово совершает много функций, и каждую из них мы здесь рассмотрим.

1. Народ становится обнаженным, лишается своих одежд и таким образом подвергает себя позору; он также лишается своего оружия, тем самым подвергая себя опасности. Каким опустошенным выглядит место без Библий и служителей, какой легкой добычей оно становится для врага душ!

2. Народ бунтует не только против Бога, но и своего царя; хорошая проповедь делает людей хорошими подданными, но при ее отсутствии они становятся непокорными раскольниками, отвергающими начальство, так как не знают лучшего.

3. Народ становится праздным и посвящает себя игре, как склонны поступать ученики во время отсутствия учителя; они ничего не делают и не стремятся к цели, а весь день остаются праздными и развлекаются в торговых местах из-за отсутствия назиданий в том, что и как они должны делать.

4. Они рассеяны, как овцы, не имеющие пастыря, так как нет учителей общин, которые созывали бы и держали их вместе (Мар 6:34). Они отделены от Бога и своих обязанностей отступничеством, а друг от друга – разделением; они разгневали Бога, и Он рассеял их Своими судами (2Пар 15:3,5).

5. Они погибнут; они будут истреблены за недостаток ведения (Ос 4:6). Посмотрите, сколько у нас есть оснований быть благодарными Богу за многие откровения свыше, которым мы радуемся.

II. На блаженное положение народа, который имеет не только постоянное, но и успешное служение в своей среде. Народ, который слышит и соблюдает закон, для которого религия – самое главное, такой народ блажен, как всякий отдельный человек, принадлежащий к нему. Право на блаженство дает не наличие закона, а послушание ему и жизнь в соответствии с ним.

Притчи 29 глава – Комментарии Мэтью Генри __

4.21.19 ეკლესიის ვალია სულიერი ხედვა მისცეს ხალხს

ჩვენი დრო განიცდის სულიერი ხედვის ნაკლებობას, რის გამოც თავს იშვებს ხალხი და იღუპება ქრისტეს გარეშე 1მფ.3,1; 2ნეშ.15,3 ფს.73,9 იგავ.29,[18] ოს.4,6

 

ქრისტე თავის მოწაფეებს და რა თქმა უნდა, თითოეულ მიმდევარს მოუწოდებს იზრუნონ ხალხზე, გავიდნენ სამკალში მათ.9,35-38

 

მიუტანონ ხალხს კეთილი უწყება სახარებისა რომ.10,13-15

 

რათა ადამიანებმა მიიღონ გამოცხადება იოან.14,21

 

ადამიანებს სწყურიათ ღვთის სიტყვის მოსმენა და არა ადამიანური სიბრძნეების მოსმენა ღვთისმსახურის ბაგიდან. არა მისი განათლებულობისა და ენამჭევრობის, არამედ ღვთის სიტყვის ძალის გადაცემა. უნდა ვაჩვენოთ ჯვარცმული იესო და არა ის, თუ რომელ ფილოსოფიაში ვართ გაწაფული ამოს.8,11; 1კორ.1,17; 2,2.4.5

 

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 3

1. ყრმა სამუელი უფალს ემსახურებოდა ელისთან. უფლის სიტყვა იშვიათი იყო იმ ხანებში; ხილვები არ იყო ხშირი.

2ნეშტთა 15

3. დიდხანს იყო ისრაელი ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, მღვდლისა და რჯულის გარეშე.

ფსალმუნი 73

9. ჩვენს ნიშნებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი და არვინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს - როდემდე გაგრძელდება ასე.

იგავნი 29

18. ხედვის გარეშე თავს იშვებს ხალხი; რჯულის დამცველი კი ნეტარია.

ოსია 4

6. ცოდნის უქონლობის გამო იღუპება ჩემი ხალხი, რაკი უკუაგდე ცოდნა, მეც უკუგაგდებ ჩემი მღვდლობიდან; ვინაიდან დაივიწყე შენი ღმერთის რჯული, მეც დავივიწყებ შენს ძეებს.

ამოსი 8

11. აჰა, მოდის დღეები - ამბობს უფალი ღმერთი - შიმშილს დავუშვებ ქვეყანაზე; არა პურის შიმშილს და წყლის წყურვილს, არამედ ღმერთის სიტყვის მოსმენის წყურვილს.

12. იწანწალებენ ზღვიდან ზღვამდე და იხეტიალებენ ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე უფლის სიტყვის სათხოვნელად, მაგრამ ვერ იპოვნიან.

მათე 9

35. და მოივლიდა იესო ყველა ქალაქსა და დაბას, ასწავლიდა მათ სინაგოგებში და ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას, და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.

36. და როდესაც იხილა ამდენი ხალხი, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაღლილ- დაქანცულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები.

37. მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი.

38. მაშ, ევედრეთ სამკალის უფალს, რათა მომკალნი მოავლინოს თავის სამკალში.

იოანე 14

21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.

რომაელთა 10

13. რადგან ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.

14. მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს, როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?

15. და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია: "რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!”

1კორინთელთა 1

17. რადგანაც ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი.

1კორინთელთა 2

2. რადგანაც გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა.

4. ჩემი სიტყვა და ჩემი ქადაგება ადამიანური სიბრძნის დამაჯერებელ სიტყვებს როდი ჰგავდა, არამედ ვცდილობდი მეჩვენებინა სული და ძალა ღვთისა,

5. რათა ადამიანური სიბრძნით კი არა, ღვთის ძალით განმემტკიცებინა თქვენი რწმენა.

 

__თემაზე წერდნენ__

***

იგავ.29:18 ხილვის გარეშე ყოფნა მოწმობს ან ღმერთის დუმილს (1მფ.3,1), ან შეუძლებლობას მოისმინონ მისი სიტყვა (ამ.8,11.12).

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი__

***

იგავ.29,18 როდესაც ხალხი ღვთის დიდებას ვერ ხედავს... საზოგადოება ღვთის მოწინააღმდეგე ხდება.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __

***

იგავ.29:18 ღვთის სიტყვის გამოცხადების გარეშე ხალხი მოუთოკავია (1მფ.3:1). აქ არის აზრი, რომ როცა ადამიანებმა არ იციან ღვთის სიტყვა და არ აღიარებენ მას, თითოეული იქცევა ისე, როგორც მოეპრიანება. ხოლო ვინც იცავს რჯულს, ანუ ღვთის სიტყვას, ჭეშმარიტად კურთხეულია.

__ მაკდონალდის კომენტარი __

***

იგავ.29,18 ადამიანები გაუბედურებულნი არიან ზეციური ხილვის გარეშე, როცა არ არის წინასწარმეტყველი, განმმარტებელი, მახარებელი ღვთის მადლისა, არ არის მღვდელი, ლევიანი, მოძღვარი...

1. ადამიანები ჭამენ სირცხვილს, კარგავენ ეფექტურ იარაღს და ადვილად მოწყვლადია მათი სულები მტრისგან!

2. ხალხი წინააღმდეგ გამოდის არა მხოლოდ ღმერთის, ასევე ხელისუფლის მიმართაც, რადგან არ უწყის უკეთესი მეუფება. კარგი ქადაგება, რომ იესო არის მეფე, ადამიანებს აქცევს მორჩილად.

3. ხალხი თამაშსა და დროსტარებასაა გადაყოლილი, არაფერს აკეთებენ, არიან უმიზნოები და არ იციან ცხოვრების აზრი.

4. არ ჰყავთ მწყემსები და მასწავლებლები, რომ ერთგან შემოიკრიბნენ ღვთის წინაშე (მათ.9:36). ისინი განრიდებულნი არიან ღმერთისგან (2ნეშ.15:3).

__ მეთიუ ჰენრის კომენტარი (შემოკლებით) __