1.1.28. Библия -- одна целостность

Послания проливают новый свет на Евангелия, и мы начинаем по-новому понимать их. Послания и Евангелия, взятые в совокупности, проливают новый свет на Ветхий Завет. Столетиями формула «как было предсказано пророками» оказывала мощнейшее влияние на людей, обращавшихся к вере.

 

Как сказал Мартин Лютер, «Ветхий Завет — это завещание Христа, которое по Его воле было вскрыто после Его смерти и прочитано, и провозглашено повсюду посредством Евангелия».

 

 

И, безусловно, нельзя верно воспринимать Новый Завет без учета Ветхого. Это очевидно: попробуйте истолковать Послание к Евреям, Послание Иуды или Откровение без оглядки на Ветхий Завет. Сделать это невозможно.

 Янси Ф.

 Христиане любой конфессии согласны по крайней мере в одном: мы знаем, что не можем удовлетвориться только Ветхим Заветом. Иисус Мессия принес нам «новый завет» и теперь, вслед за апостолом Павлом, мы можем воспринимать ветхозаветный период как подготовку к новой эре. Я безусловно согласен с этим, однако я все больше убеждаюсь в том, что одним только Новым Заветом мы тоже не вправе ограничиваться. Сам по себе, без Ветхого Завета, он оказывается недостаточным для понимания Бога и нашего мира.

 Янси Ф.

 

1.1.28. ბიბლია ერთი მთლიანობაა

დაბადებისა და გამოცხადების წიგნებს შორის ვხედავთ შემდეგ ერთიანობასა და მსგავსებას:

- მიწის შექმნას დაბ.1,1

- დასასრულს მიწევნილ დედამიწას გმცხ.21,1

- მზისა და მთვარის შექმნას დღის და ღამის გასანათებლად დაბ.1,14.15

- მნათობები რომ აღარ იქნება საჭირო გმცხ.21,23; 22,5

_ გაშენებულ ბაღს ადამის საცხოვრებლად დაბ.2,8

- გამზადებულ ქალაქს ხალხთა სამკვიდროდ გმცხ.21,2

- პირველი ადამის ქორწინებას დაბ.2,22-24

- მეორე ადამის, ქრისტეს ქორწინებას გმცხ.21,2

- დიდი მაცდუნებლის, სატანის საშინელ სახეს დაბ.3,1

- მის ბოლოს გმცხ.20,10

_ პირველ ტანჯვას, მოთქმას და ცრემლს დაბ.3,16.17

- რომ უკვე აღარ იქნება ტანჯვა და ცრემლი გმცხ.21,4

- პირველ წყევლას ჩადენილი ცოდვის გამო დაბ.3,16.17

- რომ აღარაფერი იქნება დაწყევლილი გმცხ.22,3

- გამოდევნილ ადამს და ბაღში დარჩენილ სიცოცხლის ხეს დაბ.3,24

- სიცოცხლის ხესთან მიახლებას გმცხ.22,2.14.19

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.

14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;

15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.

დაბადება 2

8. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა.

22. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.

23. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.

24. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.

დაბადება 3

1. გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?

16. დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.

17. ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე.

24. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ.

გამოცხადება 20

10. ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე.

გამოცხადება 21

1. მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის.

2. ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული

4. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი.

23. ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი.

გამოცხადება 22

2. მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს.

3. აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას.

5. ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.

14. ნეტა მათ, რომელნიც რეცხავენ თავიანთ სამოსს, რათა ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხის მიმართ, რომ ბჭით შევიდნენ ქალაქში.

19. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში.