4.16.13 Не скрывайте свет перед людьми

"Отсутствие Света"

Задумывались ли вы над

тем, что в термине физики

тьмы, как таковой, не

существует. Все, что

существует, - это

отсутствие света.

Физический закон очень

прост: как только

появляется свет, тьма (или

отсутствие света)

исчезает. Это закон!

Если ты мне говоришь, что

живешь во тьме, и ничего в

твоей жизни не

происходит, я скажу тебе

просто: ты не являешься

светом.

"Позднее Иисус снова

говорил с народом: "Я свет

в мире этом. Кто следует

за Мной, никогда не будет

ходить во тьме, ибо свет,

несущий жизнь, всегда

будет с ним" (Иоаннф 8:12)

( Современный Перевод

www.wbtc.com )

Иисус очень просто сказал:

"Вы свет миру"

"Вы свет мира. Нельзя

скрыть город, построенный

на вершине холма; никто

не прячет зажженный

светильник под

перевернутый кверху дном

сосуд. Напротив,

светильник ставят на

подставку, и он дает свет

всем в доме..." (Матф.5:14,

15)

( Современный Перевод

www.wbtc.com )

Только задумайтесь над

этой фразой: «Вы Свет

мира». Если ты

вдумаешься, то

практически все

христианство (за

исключением некоторых,

которых мы все знаем и

видим их свет) попало в

большую проблему. Они все

ищут свет, что по сути

является дьявольским

обманом. Слово Бога

говорит: Ты Есть Свет!

"Суд же состоит в том, что

свет пришел в мир; но

люди более возлюбили

тьму, нежели свет, потому

что дела их были злы; ибо

всякий, делающий злое,

ненавидит свет и не идет

к свету, чтобы не

обличились дела его,

потому что они злы, а

поступающий по правде

идет к свету, дабы явны

были дела его, потому что

они в Боге сделаны". (от

Иоанна 3:19-21)

(Синодальный перевод)

Свет предназначен только

для одного единственного -

уничтожить тьму, у света

нет другого

предназначения. Что нужно

делать свету? Светить!

4.16.13 ნუ დამალავთ ნათელს კაცთა წინაშე

ზირაქ.20,30.31 ეს.5,20 დან.5,14 მათ.5,14-16 მარ.4,21 ლუკ. 8,16; 11,33.44 იოან.3,19-21; 1იოან.1,6.7 რომ.2,18-21; 13,12.13; 2კორ.6,14 ეფ.5,8-14 ფლპ.2,15; 1თეს.5,5.6; 1ტიმ.5,25 ტიტ.2,7; 3,8

ბიბლიის მუხლები

30. დაფარული სიბრძნე და უჩინარი განძი - ვის რაში არგია ან ერთი ან მეორე?

31. სჯობს კაცი, თავისი სიბრიყვის დამფარველი, კაცს, რომელიც თავის სიბრძნეს ფარავს.

ზირაქ.20,30.31

20. ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს უწოდებს და სიკეთეს - ბოროტებას, ბნელს სინათლედ რაცხავს და სინათლეს - სიბნელედ, მწარეს ტკბილად თვლის და ტკბილს - მწარედ.

ეს.5,20

14. გაგონილი მაქვს, რომ ღმერთის სულია შენში და ნათელი გონება და საოცარი სიბრძნე გქონია.

დან.5,14

14. თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.

15. არც ლამპარს ანთებენ იმისთვის, რომ ჭურჭელქვეშ დადგან, არამედ სალამპრეზე დგამენ და უნათებს ყველას სახლში.

16. ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.

მათ.5,14-16

21. უთხრა მათ: "განა იმისთვის მოაქვთ ლამპარი, რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ დადგან? განა იმისთვის არა, რომ სალამპრეზე დადგან?

მარ.4,21

არავინ ანთებს სანთელს, რომ ჭურჭელი დაახუროს ან საწოლქვეშ დადოს; არამედ სასანთლეზე დადებს, რათა შემომსვლელებმა იხილონ ნათელი.

ლუკ. 8,16

[ქრისტიანი არ უნდა განმხოლოვდეს და ფარავდეს თავის რწმენას] არავინ ანთებს სანთელს, რომ დადგას ფარულ ადგილას ანდა ჭურჭლის ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემოსულები ხედავდნენ ნათელს.

ლუკ. 11,33

ხართ უჩინარი სამარხებივით, [ფარისევლებო, რჯულის – სახარების, ბიბლიის კარგად მცოდნენო და მის მიხედვით არ მცხოვრებნო] რომლებზეც ადამიანები დადიან და არ კი იციან!

ლუკ. 11,44

19. მსჯავრი კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა წუთისოფელში და სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს ადამიანებმა, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი.

20. რადგან ყველას, ვინც სჩადის დანაშაულს, სძულს სინათლე და არ ისწრაფვის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იქნეს მისი საქმენი.

21. ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმიანობა, ვინაიდან ღმერთშია ქმნილი”.

იოან.3,19-21

6. თუ ვამბობთ, რომ მოზიარეობა გვაქვს მასთან, მაგრამ სიბნელეში დავდივართ, მაშინ ვტყუით და არ ვიქცევით ჭეშმარიტების მიხედვით.

7. ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან.

1იოან.1,6.7

18. იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გაქვს ნასწავლი.

19. და გჯერა, რომ ბრმების მეგზური ხარ და ნათელი ბნელში მყოფთათვის,

20. უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, რომელსაც ცოდნისა და ჭეშმარიტების სახე აქვს რჯულში.

21. როგორაა, სხვების მასწავლებელი, საკუთარ თავს რომ არ ასწავლი?

რომ.2,18-21

12. ღამე მიდის და დღე ახლოვდება. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.

13. მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა ღრეობითა და ლოთობით, არა გარყვნილებითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით,

რომ.13,12.13

14. ნუ შეებმებით ურწმუნოებთან უცხო უღელში. რადგან რა აქვს საერთო სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს წყვდიადთან?

2კორ.6,14

8. ვინაიდან ოდესღაც სიბნელე იყავით, ახლა კი სინათლე ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც სინათლის შვილებს შეშვენით,

9. რადგან სინათლის ნაყოფი ყოველ სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაშია;

10. გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი.

11. და ნუ ეზიარებით სიბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ.

12. რადგან, რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა.

13. და მაინც, ყველაფერი სინათლით მჟღავნდება, ვინაიდან რაც გამომჟღავნდა, უკვე ნათელია.

14. ამიტომ ითქვა: "გაიღვიძე, მძინარევ, აღსდექ მკვდრეთით და გაგინათებს შენ ქრისტე”.

ეფ.5,8-14

15. რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში;

ფლპ.2,15

5. ვინაიდან თქვენ ყველანი სინათლის შვილები ხართ და დღის შვილები; არც ღამისანი ვართ და არც სიბნელისა.

6. ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ.

1თეს.5,5.6

25. ასევე კეთილი საქმეებიც წინასწარ ცხადნი არიან, და თუ არა, მაინც ვერ დაიმალებიან.

1ტიმ.5,25

7. ყველაფერში კეთილი საქმეების ნიმუშად გამოიჩინე თავი: მოძღვრებაში შეურყვნელმა და ღირსეულმა,

ტიტ.2,7

8. სარწმუნოა ეს სიტყვა და მსურს, რომ მტკიცედ ილაპარაკო ამაზე, რათა ღვთის მორწმუნენი გულმოდგინედ ცდილობდნენ კეთილი საქმეების კეთებას; ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანთათვის.

ტიტ.3,8

__თემაზე წერდნენ__

***

ვარდები პროფესიულად აფრქვევენ სურნელს.

__ სტანისლავ ეჟი ლეცი __

***

ოდეს სიბრძნე დაფარულია და საუნჯე უჩინო, ვინ ირგებს მისგან.

__ . . . . . __