3.17.3. Покаяние при уходе с дороги бесчестья

Суд.10,10.15; Иер. 36,7

.

И возопили сыны

Израилевы к Господу, и

говорили: согрешили мы

пред Тобою, потому

что оставили Бога

нашего и служили

Ваалам .

И сказали сыны

Израилевы Господу:

согрешили мы; делай с

нами все, что Тебе

угодно, только избавь

нас ныне.

(суд.10, 10.15)

3.17.3. მონანიების ლოცვა ბოროტი გზიდან მოსაქცევად

მსაჯ.10,10.[15]; 2მფ.12,13; 24,10 იობ.33,26.27; 34,31.32 იგავ.28,13 იერ.36,7 იონ.2,8; 3,9.10; 1ინ.1,8-10

ბიბლიის მუხლები

მსაჯულნი 10

10. შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და უთხრეს: შეგცოდეთ, რადგან დავივიწყეთ ჩვენი ღმერთი და ვემსახურებოდით ბაალებს.

15. უთხრეს ისრაელიანებმა: შევცოდეთ! გვიყავ, რაც გენებოს, ოღონდ დღეს გვიხსენი.

2მეფეთა 12

13. უთხრა დავითმა ნათანს: შევცოდე უფალს. უთხრა ნათანმა დავითს: უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები.

2მეფეთა 24

10. გულმა დაჰკრა დავითს მას შემდეგ, რაც აღრიცხა ერი. უთხრა დავითმა უფალს: დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა მიუტევე, უფალო, შეცოდება შენს მორჩილს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.

იობი 33

26. ის ლოცვას აღუვლენს ღმერთს, ღმერთი კი შეიწყალებს მას და სიხარულით შეხედავს მის სახეს, დაუბრუნებს მის სიმართლეს;

27. ის იმღერებს კაცთა წინაშე და ეტყვის: ვცოდე მე, სწორი გავამრუდე, მაგრამ არ მომაგო საკადრისადო.

იობი 34

31. რადგან ღმერთს უნდა ეუბნებოდეს კაცი: დავაშავე, აღარ შევცოდავო.

32. შენ მასწავლე, რასაც მე ვერ ვხედავ: თუ ცოდვა მაქვს ჩადენილი, აღარ ჩავიდენო.

იგავნი 28

13. ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება.

იერემია 36

7. იქნებ მისწვდეს მათი მუდარა უფალს და მოიქცნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, რადგან დიდია რისხვა და წყრომა, რითაც დააშინა უფალმა ეს ხალხი.

იონა 2

8. როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმიდა ტაძარში.

იონა 3

9. ვინძლო კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!

10. შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო.

1იოანე 1

8. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.

9. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან.

10. თუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.

__თემაზე წერდნენ__

__განმკურნე, ღმერთო__

....მიწყივ შენ გიმღერ, შენდა მოვილტვი, არც მიფიქრია გვერდის აქცევა,

მაგრამ წუთი მდევს საწუთროელი და შესაცდენად მეთვალთმაქცება.

დაბლა ცოდვა დუღს, - ცეცხლადქცეული, მე მივუყვები ვიწრო ბოგირებს

და დამაშვრალი ჩემი სხეული სულს სიბნელისკენ მიაბოგინებს.

მომხედე, გესავ: სცოდავს ცოდვილი და ზადიერიც ისევ იზიდვის,

შენ აღმადგინე კვლავინდებურად, შენ შემამზადე ზეაღსვლისათვის...

ფრთეო ნათლისავ, მოდექ მეფურად, ცხოვარს მოხედე, მწყემსო კეთილო,

მოძმეს რომ მაძმო კვლავინდებურად, მტრის სასოება წარმაკვეთინო...

კვლავ აღასრულე საქმე საქველო, თორემ ნუგეში მომესაკლისა,

ზრახვებს მიმწიე, კეთილმზრახველო, მოეც კლიტენი შენი სახლისა,

ცის საუფლოში უნდა მივიქცე, აღარც ოქრო მწადს, აღარც - სტავრები,

შენ წარმიძღვები ყველა ბილიკზე, ფრთედ სინათლისა დამემგზავრები.

მაშ, ჩამობრწყინდი, ჩამომზეურდი, კვლავ განმიჩხრიკე თვალნი თვალთანი,

კვლავ ჩამეძიე გულისგულამდე, კვლავ განარჩიე ტყუილ-მართალი!..

ნათესავიდან ნათესავამდე ამომიძირკვე ღვარძლი თავნება,

თორემ წარხდება ჩემი სავარდე, მეც - ქარაშოტი მომემძლავრება...

მომმადლე ყრმაო - შუქში მიზარდე, ჩემი წიბო თუ ჩემი წიბური,

რომ უკუნითი უკუნისამდე ვჯდე სინათლეში ხელმოწიფული.

გარნა... რომ ჩაქრეს თვალთამზეობა, ბნელი ვარსკვლავი გაკთეს მოშაოდ

და სიბერეში ხანმოთეულმა ხანი ვერ დავთმო საღვთისმოსაოდ,

ნაშთიც არ დამშთეს შენაქმნისაგან, წარხდეს ნათელი ჩემი ტყე-ველის, -

მუნ შემივედროს ხელმან ღვთისამან, ძალიც იქ აღჩნდეს ძალთამძლეველის,

რომ დაღმაურმან აღმა ვიარო, ქვე დაუტევო კლდე და ფრიალო,

ყმად შევემტკიცო ზესთა სამკვიდროს, - შენს საკრებულოს შევემთლიანო -

მზე მიიდრიკა... ბინდი ჩამოწვა, ცას შეეტირა ჩანგის სიმები,

მე კი კვლავ გელტვი სინათლესავით, ისევ გესავ და გეციმციმები.

გული შენსკენ რბის, სულიც გინატრის, თუმცა... რად მაკრთობს შორი კიანთი?

აქეთ მობრუმდი, ფრთეო სინათლის, ჩემს მტილოვანში შემოფრთიანდი.

__იეჰუდა ჰალევი__

__ლოცვა__

ღმერთო, მაპატიე უმიზნოდ ცხოვრება!

ღმერთო,მაპატიე პოეტობის სურვილი.

დღეს ჩემი ოცნება შენ გემათხოვრება

სუსხიან უცრემლო ქვითინით დაბურვილი.

უვიცს და უბედურს მე დიდხანს მეგონა -

საჭიროა დიდება, ბრწყინვალე სახელი,

და ახლა ჩემი სული ლოცვას ჩაეკონა,

მფარველ ანგელოზის მომესმა ძახილი.

შენ, სულო, ღმერთისკენ მუდამ მიდიოდი.

ქვეყანა ცოდვიანი, უცნობი გაშინებს.

შევცქერი მსოფლიოს როგორც იდიოტი.

ირიბი სამყარო მთლად გადამაშენებს.

თუ ვერ მოვახერხე მაინც ხომ მწყუროდა,

მაინც ხომ მინდოდა ქრისტეს სიყვარული...

არ იყო ჩემს ყოფაში სიმართლის ნასახი,

მეხალისებოდა ცხოვრება ბითური,

ვიყავი უკმეხი, როგორც რაძივალი,

და ახლა ვათავებ ისევ მონანიებით,

მიღე, უფალო, ჩემი ლოცვის ტკივილი,

გამაბედნიერე შენივე ზმანებით.

__ვალერიან გაფრინდაშვილი__

***

ღმერთის წინაშე უთრთოდა პირშავი ლაქა. გოდება იდგა სულის სამყოფში ღამენათევარი. ლოცვაში ხმობდა მუხლზე მდგომარე. ძრწოლის ბორკილებს გზადაგზა ჰყრიდა და მარადიულ ნუგეშს უთმობდა ადგილს. დილის ალისფერ სიონაპკური - სიამე მოეტანათ ფრთებით ანგელოსებს მის სულში. შვება იბუდებდა ტვირთმონახსნევში და გზნებარედ განადიდებდა მწყალობელ უფალს ქების საკმეველ აღმკმეველი.

__მირზა ბადიაური__