4.15.1. Развод, отпушение, оставление жены

1. Бог допустил отпушение: 

а) Посчитал целесообразным Быт.21,10.12.14 Исх.18,2 Езд.10,3.19 

б) Из за неверности Иер.3,8 Ос.2,4 Матф.5,32 

в) Из за каменных сердец Мар.10,2-5.19

г) Если неверуюшая сторона желает развода 1Кор.7,15.16 

2. Кто отпустит жену, должен дат расписку Матф.5,31 

3. Бог ненавидит развод Мал.2,14-16 Мар.10,9 

4. Растаюшиеся ... прелюбодеиствуют Мар.10,11.12 Рим.7,2.3 

5. Бракосочетанные пуст останутся в браке пусле уверования Христа своим Господом, не растанутся, любить другдруга и служит Богу вместе Прит.27,8  Матф.8,14,, 19,3-9 Мар.1,30 Деян.1,4 Рим.16,3,, 1Кор.7,3-5.10-14.17.[20].26.29.39,, 9,[5],, 1Тим.3,2 Тит.1,6 Евр.13,4 

6. Иосиф хотел отпустить Марии, но остановил ангел Матф.1,[18-20]

4.15.1. გაყრა, გაშვება, ცოლის მიტოვება

1. ღმერთმა მისცა გაშვების ნება:

ა) მიზანშეწონილად ჩათვალა დაბ.21,10.12.14 გამ.18,2 ეზრ.10,3.19 

ბ) გარყვნილების გამო იერ.3,8 ოს.2,4 მათ.5,32 

გ) კაცთა გულქვაობის გამო მარ.10,2-5.19

დ) თუ ურწმუნო მხარეს სურს გაყრა 1კორ.7,15.16

2. ვინც გაუშვებს ცოლს, უნდა მისცეს გაყრის ხელწერილი მათ.5,31

3. ღმერთს სძულს გაყრა მალ.2,14-16 მარ.10,9 

4. გაცილებული მრუშობს მარ.10,11.12 რომ.7,2.3

5. დაქორწინებული თუ აღმოჩნდება ის, ვინც ქრისტეს შეუდგება, დარჩეს ქორწინებაში, ნუ გაეყრება, უყვარდეთ ერთმანეთი, ერთად ემსახურონ ღმერთს იგავ.27,8 მათ.8,14,, 19,3-9 მარ.1,30 საქ.1,4 რომ.16,3,, 1კორ.7,3-5.10-14.17.[20].26.29.39,, 9,[5],, 1ტიმ.3,2 ტიტ.1,6 ებრ.13,4 

6. იოსებს უნდოდა მარიამის გაშვება, მაგრამ ანგელოზმა შეაჩერა მათ.1,[18-20]

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 21

10. უთხრა სარამ აბრაამს: გააგდე ეს ყმაქალი და მისი შვილი, რადგან ვერ უნდა დაიდოს წილი ამ ყმაქალის შვილმა ჩემს შვილთან, ისაკთან ერთად.

12. უთხრა ღმერთმა აბრაამს: ნუ სწუხარ ყმაწვილზე და შენს ყმა ქალზე; ყველაფერი გაუგონე სარას, რასაც გეტყვის; რადგან ისაკით დაგეწყება შთამომავლობა.

14. ადგა დილაადრიანად აბრაამი, აიღო პური, ერთი მათარა წყალი და მისცა აგარს, ზურგზე შეუსვა ბავშვი და გაუშვა. წავიდა ქალი და ხეტიალობდა ბერშებას უდაბნოში.

გამოსვლათა 18

2. წამოიყვანა ითრომ, მოსეს სიმამრმა, ციფორა, მოსეს ცოლი, რომელიც გაშვებული ჰყავდა მოსეს.

ეზრა 10

3. აღვუთქვათ ჩვენს ღმერთს, რომ ყველანი გავუშვებთ ცოლებს და მათ მონაგარს ჩემი ბატონის რჩევით და ჩვენი ღმერთის მცნებათა მოშიში ხალხის რჩევით. რჯულისამებრ იყოს.

19. ხელი მისცეს, რომ გაუშვებდნენ ცოლებს და ცოდვის გამოსასყიდად ვერძს შესწირავდნენ მსხვერპლად.

იგავნი 27

8. რაღა ბუდიდან აბორიალებული ფრინველი და რაღა თავისი ადგილიდან აბორიალებული კაცი.

იერემია 3

8. დაინახა, რომ გარყვნილების გამო გავუშვი განმდგარი ისრაელი და მივეცი გაყრის წიგნი, მაგრამ არ შეშინებია მოღალატე იუდას, მის დას, და ისიც საბოზაოდ წავიდა.

ოსია 2

4. უჩივლეთ დედათქვენს, უჩივლეთ, რადგან აღარ არის ის ჩემი ცოლი და მეც აღარ ვარ მისი ქმარი; ჩამოიცილოს გარყვნილება პირისახიდან და მრუშობა მკერდიდან;

მალაქია 2

14. თქვენ ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე; ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო.

15. არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისაგან. თქვენც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს.

16. რადგან მძულს გაყრა, ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, და თავისი სამოსელის ძალადობით დამფარველი, ამბობს ცაბაოთ უფალი, გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ იქნებით ღალატიანი.

მათე 1

18. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, და მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სული წმიდისაგან. 

19. ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ უნდოდა მისი შერცხვენა და განიზრახა ფარულად გაეშვა იგი. 

20. ეს რომ დააპირა, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი: რადგან ვინც მასში ჩასახულია, სული წმიდისაგან არის. 

მათე 5

31. ესეცა თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი.

32. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც განაშვებს შეირთავს, მრუშობს.

მათე 8

14. ხოლო იესო შევიდა პეტრეს სახლში, და იხილა მისი სიდედრი, რომელიც ცხელებით შეპყრობილი იწვა.

მათე 19

3. მაშინ საცდუნებლად მიუახლოვდნენ ფარისევლები და უთხრეს: აქვს თუ არა ნება კაცს, ყოველგვარი მიზეზით გაუშვას ცოლი?

4. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი?

5. და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს, და იქნებაან ორივენი ერთ ხორც.

6. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.

7. კვლავ უთხრეს მას: მაშინ რატომღა გვამცნო მოსემ გაყრის წერილის მიცემა და ცოლთან გაყრა?

8. მიუგო მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლებთან გაყრის ნება, თავიდან კი არ იყო ასე.

9. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაეყრება თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც განაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს.

მარკოზი 1

30. ხოლო სიმონის სიდედრი ცხელებით შეპყრობილი იწვა. და მაშინვე უთხრეს მისი ამბავი.

მარკოზი 10

2. მიადგნენ ფარისევლები და საცდუნებლად ჰკითხეს: აქვს თუ არა ქმარს ცოლის გაშვების ნება?

3. ხოლო მან პასუხად თქვა: რა გამცნოთ მოსემ?

4. მათ მიუგეს: მოსემ ჩვენ დაგვრთო გაყრის წერილის დაწერისა და გაშვების ნება.

5. იესომ პასუხად უთხრა მათ: თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ეს მცნება.

9. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.

10. სახლში მისმა მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს იგივე.

11. და უთხრა მათ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მის მიმართ მრუშობს.

12. ხოლო თუ ცოლი გაეყრება თავის ქმარს და სხვას გაჰყვება, მრუშობს.

რომაელთა 7

2. რადგანაც გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში რჯულითაა შეკრული მასთან, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია ცოლ-ქმრობის რჯულისაგან.

3. ამიტომაც, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვა, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ, და სხვას რომ გაჰყვეს, აღარ იწოდება მეძავად.

რომაელთა 16

3. მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანაშემწენი ქრისტე იესოს მიერ,

1კორინთელთა 7

3. ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს.

4. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი.

5. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო. 

10. ხოლო დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს.

11. მაგრამ თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს; და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს.

12. დანარჩენებს კი მე ვეუბნები და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.

13. ასევე ცოლიც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.

14. რადგანაც ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი - მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.

15. ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში დასაც და ძმასაც გზა ხსნილი აქვთ, ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა.

16. რა იცი, ქალო, იხსნი თუ არა ქმარს? ან შენ რა იცი, კაცო, იხსნი თუ არა ცოლს?

17. არამედ ყველა მოიქცეს ისე, როგორც განუწესა ღმერთმა და როგორც იხმო უფალმა. ამასვე ვუწესებ ყველა ეკლესიას.

20. ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა ხმობილი. 

26. მე მგონია, ახლანდელ გასაჭირში კაცისთვის უმჯობესია ისე დარჩეს, როგორც არის.

29. აი, რას გეტყვით ძმანო: უკვე იწურება ჟამი; ამიტომ ცოლიანები ისე იყავით, როგორც უცოლონი,

39. ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ.

1კორინთელთა 9

5. ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას? 

1ტიმოთე 3

2. მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფხიზელი, გონიერი, ღირსეული, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,

ტიტე 1

6. ვინც უბიწოა, ერთი ცოლის ქმარი და მორწმუნე შვილების მამა, ვისაც ვერავინ დასდებს ბრალად ბილწებასა და ურჩობას,

ებრაელთა 13

4. ყველას ცოლ-ქმრობა ღირსეული, სარეცელი კი უმწიკვლი იყოს; ხოლო მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განიკითხავს.