2.2.21. Наша любовь к Господу с истиною

Втор.6,[5],, 10,12,, 11,1.13,, 30,6.20 Песн.8,6 Матф.10,37,, 22,37 Мар.12,30.33 Лук.10,27 Ин.14,15.21.23,, 15,10,, 21,15-17,, 1Ин.2,5,, 4,7.8.16,, 5,1-3,, 1Кор.8,1-3,, 2Кор.5,14.15

и люби Господа, Бога твоего, всем сердцем твоим, и всею душею твоею и всеми силами твоими. Втор.6,[5],

Итак, Израиль, чего требует от тебя Господь, Бог твой? Того только, чтобы ты боялся Господа, Бога твоего, ходил всеми путями Его, и любил Его, и служил Господу, Богу твоему, от всего сердца твоего и от всей души твоей (Втор. 10,12);

Итак люби Господа, Бога твоего, и соблюдай, что повелено Им соблюдать, и постановления Его и законы Его и заповеди Его во все дни. (Втор. 11,1)

Если вы будете слушать заповеди Мои, которые заповедую вам сегодня, любить Господа, Бога вашего, и служить Ему от всего сердца вашего и от всей души вашей (Втор. 11,13);

и обрежет Господь Бог твой сердце твое и сердце потомства твоего, чтобы ты любил Господа Бога твоего от всего сердца твоего и от всей души твоей, дабы жить тебе;(Втор. 30,6)

любил Господа Бога твоего, слушал глас Его и прилеплялся к Нему; ибо в этом жизнь твоя и долгота дней твоих, чтобы пребывать тебе на земле, которую Господь с клятвою обещал отцам твоим Аврааму, Исааку и Иакову дать им. (Втор. 30,20).

Положи меня, как печать, на сердце твое, как перстень, на руку твою: ибо крепка, как смерть, любовь; люта, как преисподняя, ревность; стрелы ее - стрелы огненные; она пламень весьма сильный. (Песн.8,6);

Кто любит отца или мать более, нежели Меня, не достоин Меня; и кто любит сына или дочь более, нежели Меня, не достоин Меня; (Матф.10,37),

 Иисус сказал ему: возлюби Господа Бога твоего всем сердцем твоим и всею душею твоею и всем разумением твоим (Матф.22,37),

И возлюби Господа Бога твоего всем сердцем твоим, и всею душею твоею, и всем разумением твоим, и всею крепостию твоею, - вот первая заповедь! (Мар.12,30).

 и любить Его всем сердцем и всем умом, и всею душею, и всею крепостью, и любить ближнего, как самого себя, есть больше всех всесожжений и жертв. (Мар.12,33).

 Он сказал в ответ: возлюби Господа Бога твоего всем сердцем твоим, и всею душею твоею, и всею крепостию твоею, и всем разумением твоим, и ближнего твоего, как самого себя. (Лук.10,27);

 Если любите Меня, соблюдите Мои заповеди. (Ин. 14,15);

Кто имеет заповеди Мои и соблюдает их, тот любит Меня; а кто любит Меня, тот возлюблен будет Отцем Моим; и Я возлюблю его и явлюсь ему Сам.

23 Иисус сказал ему в ответ: кто любит Меня, тот соблюдет слово Мое; и Отец Мой возлюбит его, и Мы придем к нему и обитель у него сотворим.

(Ин. 14,21.23);

 Если заповеди Мои соблюдете, пребудете в любви Моей, как и Я соблюл заповеди Отца Моего и пребываю в Его любви. (Ин.15,10)

 Когда же они обедали, Иисус говорит Симону Петру: Симон Ионин! любишь ли ты Меня больше, нежели они? Петр говорит Ему: так, Господи! Ты знаешь, что я люблю Тебя. Иисус говорит ему: паси агнцев Моих.

16 Еще говорит ему в другой раз: Симон Ионин! любишь ли ты Меня? Петрговорит Ему: так, Господи! Ты знаешь, что я люблю Тебя. Иисус говорит ему: паси овец Моих.

17 Говорит ему в третий раз: Симон Ионин! любишь ли ты Меня? Петр опечалился, что в третий раз спросил его: любишь ли Меня? и сказал Ему: Господи! Ты все знаешь; Ты знаешь, что я люблю Тебя. Иисус говорит ему: паси овец Моих. (Ин. 21,15-17)

 а кто соблюдает слово Его, в том истинно любовь Божия совершилась: из сего узнаем, что мы в Нем. (1-е Ин.2,5);

 Возлюбленные! будем любить друг друга, потому что любовь от Бога, и всякий любящий рожден от Бога и знает Бога.

8 Кто не любит, тот не познал Бога, потому что Бог есть любовь. (1-е Ин.4, 7.8);

И мы познали любовь, которую имеет к нам Бог, и уверовали в нее. Бог есть любовь, и пребывающий в любви пребывает в Боге, и Бог в нем.(1-е Ин.4, 16);

 Всякий верующий, что Иисус есть Христос, от Бога рожден, и всякий, любящий Родившего, любит и Рожденного от Него.

2 Что мы любим детей Божиих, узнаем из того, когда любим Бога и соблюдаем заповеди Его.

3 Ибо это есть любовь к Богу, чтобы мы соблюдали заповеди Его; и заповеди Его нетяжки.

(1-е Ин.5,1-3);

 О идоложертвенных яствах мы знаем, потому что мы все имеем знание; но знание надмевает, а любовь назидает.

2 Кто думает, что он знает что-нибудь, тот ничего еще не знает так, как должно знать.

3 Но кто любит Бога, тому дано знание от Него.

Ибо любовь Христова объемлет нас, рассуждающих так: если один умер за всех, то все умерли.

15 А Христос за всех умер, чтобы живущие уже не для себя жили, но для умершего за них и воскресшего.( 2-е Кор.5,14.15 )

2.2.21. უფლისადმი სიყვარული ჭეშმარიტებით

რჯ.6,[5],, 10,12,, 11,1.13,, 30,6.20 ქებ.8,6 მათ.10,37,, 22,37 მარ.12,30.33 ლუკ.10,27 ინ.14,15.21.23,, 15,10,, 21,15-17,, 1ინ.2,5,, 4,7.8.16,, 5,1-3,, 1კორ.8,1-3,, 2კორ.5,14.15

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 6

5. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით.

მეორე რჯული 10

12. აბა, ისრაელ, რას მოითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მის კვალზე, გიყვარდეს იგი, ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით.

მეორე რჯული 11

1. სულ მუდამ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, შეუსრულეთ ვალი, წესი, სამართალი და მცნებები.

13. და თუ შეიგონებ ჩემს მცნებებს, რომელთაც დღეს გიცხადებთ, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და სულით,

მეორე რჯული 30

6. წინდაცვეთს უფალი, შენი ღმერთი, შენს გულს და შენი შთამომავლობის გულს, რომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და სულით, რათა ცოცხალი დარჩე.

20. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება, რომ იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მოცემა ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს.

ქებათა ქება 8

6. დამდევდი, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი შენს მკლავზე; რადგან ძლიერია სიკვდილივით სიყვარული, სასტიკია ჯოჯოხეთივით შური; არმური მისი ცეცხლის არმურია, უფლის ალი.

მათე 10

37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი;

მათე 22

37. ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით.

მარკოზი 12

30. და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება.

33. და რომ უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით და მთელი სულით და მთელი გონებით და მთელი ძალით; და გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი - ეს ყოველგვარ მსხვერპლსა და შესაწირავზე უმეტესია.

ლუკა 10

27. ხოლო მან პასუხად თქვა: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით; და: მოყვასი მენი, ვითარცა თავი შენი.

იოანე 14

15. თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი.

21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.

23. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ.

იოანე 15

10. თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, დარჩებით ჩემს სიყვარულში; როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.

იოანე 21

15. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები.

16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები.

17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები.

1იოანე 2

5. ხოლო ვინც იმარხავს მის სიტყვას, მასში ჭეშმარიტად აღსრულებულა ღვთის სიყვარული; ამით შევიცნობთ, რომ მასში ვართ.

1იოანე 4

7. საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ღვთისაგან არის; ვისაც უყვარს, ღვთისგანაა შობილი და იცნობს ღმერთს.

8. ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია.

16. ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი - მასში.

1იოანე 5

1. ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგანაა შობილი, და ყველას, ვისაც უყვარს მშობელი, მის მიერ შობილიც უყვარს.

2. იმით შევიცნობთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილნი, თუ გვიყვარს ღმერთი და ვიმარხავთ მის მცნებებს.

3. ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიმარხავდეთ მის მცნებებს; მისი მცნებები კი მძიმე როდია.

1კორინთელთა 8

1. ხოლო კერპთათვის შენაწირისა ვიცით, რადგანაც ყველას გვაქვს ცოდნა; მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს კაცს.

2. ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.

3. მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, კიდეც შეიცნობა მის მიერ.

2კორინთელთა 5

14. ვინაიდან ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ამგვარად ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასათგის, ყველანი მოკვდნენ.

15. მაგრამ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.

თემაზე წერდნენ

 

[მაცხოვარს ჰყავდა მიმდევრები, იქნა ჯვარცმული და აღდგა მკვდრეთით.] მათ, რომელთაც იგი შეიყვარეს დასაწყისიდანვე, არ მიატოვეს იგი, რადგან ის ცოცხალი მივიდა მესამე დღეს... ქრისტიანთა მოდგმას, რომელმაც მიიღო სახელი მისგან, არ შეუწყვეტია არსებობა დღევანდელ დღემდე.

პირველი საუკუნის ისტორიკოსი

იოსებ ფლავიოსი

მაინც რა მიყვარს, უფალო, როცა მიყვარხარ შენ? არც სხეულთა მომხიბვლელობა, არც ტკბობის წამი, არც სპეტაკი ნათლის ჩქერალი, ასე რომ ატყვევებს ჩემს მზერას, არც სიმღერების უსათუთესი ჰარმონია, არც ყვავილთა თუ ნელსაცხებელთა ნაზი სურნელი არც მანანა, არც თაფლი, არც ბაგეს შეწებებული ბაგე, არც ყელს გადაჭდობილი ყელი. არა, ყოველივე ეს როდი მიყვარს, როცა მიყვარს უფალი ჩემი. და მაინც, მე მიყვარს ერთგვარი ნათელი, ერთგვარი ჰარმონია, ერთგვარი სურნელი, ერთგვარი საზრდელი და ერთგვარი ხვევნა-კოცნა, როდესაც მიყვარს ღმერთი, ვინაიდან ამ ნათელსაც, ამ ჰარმონიასაც, ამ სურნელსაც, ამ საზრდელსაც და ამ ალერსსაც გულის გული იმარხავს ჩემი სწორედ აქ, ჩემი არსების უიდუმალეს სიღრმეში ტკბება ჩემი სული არამიწიერად წმიდა ნათლის ჭვრეტით, აქ აღიქვამს ჰარმონიას, რომელიც არ იზომება დროით, აქ იყნოსავს სურნელს, რომელიც არ განქარდება ქარით, აქ იგემებს საზრდელს, რომელიც არ ილევა ჭამით, აქვე უძღვნის ალერსს უტკბილეს არსს, რომელიც არასოდეს მოგბეზრდება თავისი სიტკბოებით. სწორედ ეს მიყვარს, როდესაც მიყვარს ღმერთი.

ნეტარი ავგუსტინე

ნეტარება იმ ქალწულს, რომლის გულში მარტოოდენ ქრისტესადმი სიყვარულია.

თომა კემფიელი

გიყვარდეს არა ენით, არამედ ჭეშმარიტებით.

 ამბროსი ხელაია