4.19.41 Драхма

4.19.41 დრაქმა

- დიდრაქმის აკრეფა - სატაძრო გადასახადი 1ნეშ.29,7 ეზრ.2,69; 8,27 ნეემ.7,70-72 მათ.17,24

- იგავი დაკარგული დრაქმის შესახებ ლუკ.15,8.9

ბიბლიის მუხლები

1ნეშტთა 29

7. და გაიღეს ღვთის სახლის სამსახურისთვის: ხუთი ათასი ტალანტი ოქრო, ათი ათასი დრაქმა და ათი ათასი ტალანტი ვერცხლი, თვრამეტი ათასი ტალანტი სპილენძი და ასი ათასი ტალანტი რკინა.

ეზრა 2

69. შეძლებისამებრ სამუშაო საქმიანობისთვის საგანძურს შემატეს: სამოცდაერთი ათასი დრაქმა ოქრო, ხუთი ათასი მინა ვერცხლი და ასი ხელი სამღვდელო შესამოსელი.

ეზრა 8

27. ათასი დრაქმის ოქროს ოცი საბანებელი და საუკეთესო სპილენძის ორი ჭურჭელი, ოქროსავით ძვირფასი.

ნეემია 7

70. ზოგიერთმა, მამისსახლთა თავკაცთაგან, შემოწირულობა გაიღო საქმისთვის: განმგებელმა საგანძურისთვის ათასი დრაქმა ოქრო, ორმოცდაათი თასი და ხუთას ოცდაათი სამღვდელო კვართი გაიღო.

71. მამისსახლთა თავკაცთაგანაც, ოციათასი დრაქმა ოქრო და ორიათას ორასი მინა ვერცხლი გაიღეს საგანძურისთვის.

72. დანარჩენმა ხალხმა კი, ოციათასი დრაქმა ოქრო, ორი ათასი მინა ვერცხლი და სამოცდაშვიდი სამღვდელო კვართი გაიღო.

მათე 17

24. კაპერნაუმში მისვლისას მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრეფნი და უთხრეს: "დიდრაქმას ხომ არ გადაიხდის თქვენი მოძღვარი?”

ლუკა 15

8. ანდა დედაკაცს, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს ლამპარს, სახლს არ გამოგვის და გულმოდგინედ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის?

9. და როცა იპოვის, დაუძახებს დობილებსა და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად იხარეთ, რადგან ვიპოვე დაკარგული დრაქმაო.

------------------

სურათზე: ახალი აღთქმის დროინდელი მონეტები