1.9.52 Содом

1.9.52 სოდომი

ისტორია

- აირჩია საცხოვრებლად ლოტმა დაბ.13,10-12; 19,1

- სოდომელები იყვნენ ბოროტნი დაბ.13,13; 19,4.5; 2პეტ.2,8

- დაამარცხა ქედორლაღომერმა დაბ.14,8-11

- აბრაამს ღმერთისგან წინასწარ ეუწყა მისი დაღუპვის ამბავი, ილოცა და უფალმა იხსნა ლოტი დაბ.18,16.17.20-23; 19,27-29

- გაანადგურა ღმერთმა გომორასთან ერთად დაბ.19,24.25 ლუკ.17,29

.

მისი განადგურება არის:

- შედეგი ღვთის რისხვისა რჯ.29,23

- სრული მოსპობის მაგალითი იერ.49,18

- ნიმუში უეცარი განადგურების გოდ.4,6

- მოწმობა მომავალი სამსჯავროსი მათ.11,23.24

- მაგალითი მომავალი უღმერთოებისთვის 2პეტ.2,6

.

მისი ცოდვა არის:

- უსირცხვილობა ეს.3,9

- ბოროტება იერ.23,14

- მეძავობა იუდ.1,7

.

სიმბოლირებს

- გამოუსადეგრობას რჯ.32,32

- იერუსალიმს ეს.1,9.10

- იუდეას ეზეკ.16,46

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 13

10. აღაპყრო თვალები ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი ტაფობი, ცოყარის მისადგომამდე კარგად ირწყვებოდა, როგორც უფლის ბაღი, როგორც ეგვიპტის მიწა. ეს იქამდე, ვიდრე უფალი სოდომსა და გომორს მოსპობდა.

11. და აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი ტაფობი. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარა კაცი თავის ძმას.

12. აბრამი ქანაანის ქვეყანაში დამკვიდრდა, ხოლო ლოტი ტაფობის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.

13. ბოროტნი იყვნენ სოდომელები და ძალიან სცოდავდნენ უფლის წინაშე.

დაბადება 14

8. და გამოვიდნენ სოდომის, გომორას, ადმას, ცებოიმის, ბელაყის ანუ ცოყარის მეფეები და სიდიმის ველზე გაუმართეს ბრძოლა.

10. და იყო სიდიმის ველზე უამრავი ფისოვანი ორმო; და შიგ ჩაცვივდნენ უკუქცეული სოდომისა და გომორას მეფენი; დანარჩენები კი მთებში გაიქცნენ.

11. და წაიღეს სოდომისა და გომორას მთელი ქონება, მთელი მათი სარჩო-საბადებელი და წავიდნენ.

დაბადება 18

16. ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაიხედეს; გაჰყვა აბრაჰამი გასაცილებლად.

17. თქვა უფალმა: "დავუმალო აბრაჰამს, რის გაკეთებას ვაპირებ?

20. და თქვა უფალმა: "რაკი ფრიად გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე და მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები,”

21. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია; თვითონ შევიტყობ”.

22. გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს. აბრაჰამი კი ჯერ კიდევ უფლის წინაშე იდგა.

23. მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: "ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?

დაბადება 19

1. საღამო ჟამს ორი ანგელოზი შევიდა სოდომში, ლოტი კი ქალაქის კარიბჭესთან იჯდა. ისინი რომ დაინახა, ადგა, წინ მიეგება და მიწამდე სცა თაყვანი.

4. სანამ დაწვებოდნენ, მოვიდნენ სოდომის მკვიდრნი ჭაბუკიდან მოხუცამდე და სახლს შემოეხვივნენ ყველანი.

5. დაუძახეს ლოტს და უთხრეს: "სად არიან ის კაცები, ღამით რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ”.

24. და აწვიმა უფალმა სოდომს და გომორას გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან ციდან.

25. დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი; ყოველი მკვიდრი ამ ქალაქებისა და ყოველი მცენარე მიწისა.

27. ადგა დილაადრიანად აბრაჰამი და წავიდა იმ ადგილისაკენ, სადაც უფალს ელაპარაკა.

28. გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ და, აჰა, ხედავს კვამლი ისე ასდის მიწას, როგორც ღუმელს.

29. როცა ღმერთი ამ ტაფობის ქალაქებს ამხობდა, გაიხსენა ღმერთმა აბრაჰამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა იმ ქალაქებს ანადგურებდა, სადაც ლოტი ცხოვრობდა.

მეორე რჯული 29

23. გოგირდი და მარილი; გადამწვარია მთელი ქვეყანა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, დაიქცა როგორც სოდომი და გომორა, ადმა და ცებოიმი, ქალაქები, რომლებიც თავისი რისხვითა და წყრომით დააქცია უფალმა.

მეორე რჯული 32

32. ვინაიდან სოდომის ვაზისგანაა და გომორას ველებიდან მათი ყურძენი, შხამიანია მისი მტევნები და მწარეა მარცვლები;

ესაია 1

9. ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა გადარჩენილნი ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით.

10. ისმინეთ უფლის სიტყვა, სოდომის მთავარნო, ყური დაუგდეთ ჩვენი ღმერთის სჯულს, გომორას ხალხო:

ესაია 3

9. მათივე სახის გამომეტყველება მოწმობს მათ წინააღმდეგ, სოდომელებივით ამჟღავნებენ თავიანთ ცოდვებს, არ ფარავენ; ვაი მათ, რადგან ბოროტებას მოაწევენ საკუთარ თავებს.

იერემია 23

14. იერუსალიმის წინასწარმეტყველებში საშინელება დავინახე: მრუშობენ, სიცრუეში დადიან და ბოროტმოქმედებს უჭერენ მხარს, რათა არც ერთი მათგანი არ მობრუნდეს თავისი ბოროტებისგან. ყველანი სოდომივით გახდნენ, გომორას მკვიდრებივით.

იერემია 49

18. როგორც სოდომის, გომორასა და მისი მეზობელი ქალაქების მოსპობის შემდეგ, ამბობს უფალი, აქაც აღარავინ იცხოვრებს, ადამის ძე აღარ დასახლდება მასში.

გოდება 4

6. გადააჭარბა ჩემი ხალხის ასულის ურჯულოებამ სოდომის ცოდვას, რომელიც წამში მოისპო ისე, რომ ხელიც არ შეხებია.

ეზეკიელი 16

46. სამარია შენი უფროსი დაა, ის და მისი ასულნი შენს მარცხნივ რომ მკვიდრობენ, უმცროსი და სოდომია, შენს მარჯვნივ რომ ცხოვრობს თავის ასულებთან ერთად.

მათე 11

23. შენ კი, კაპერნაუმო, ცამდე კი არ ამაღლდები, ჯოჯოხეთამდე დაეშვები! ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალთაქმედებანი, შენში რომ მოხდა, დღემდე შემორჩებოდა.

24. მეტსაც გეტყვით: სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ”.

ლუკა 17

29. იმ დღეს კი, როცა ლოტი სოდომიდან გამოვიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაიღუპა.

2პეტრე 2

6. მსჯავრი დასდო სოდომისა და გომორას ქალაქებს, ფერფლად აქცია და ამით მაგალითი დაუდო მომავალ უღმერთოებს;

8. რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი-დღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, რაკი ხედავდა და ისმენდა მათ უკანონო საქმეებს.

იუდა 1

7. როგორც სოდომი და გომორა და მოსაზღვრე ქალაქები, მათ მსგავსად რომ მეძავობდნენ და აჰყვნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის ნიმუშად არიან დადგენილნი,