3.44.15 Мех

3.44.15 ტიკი

იყენებდნენ ჭურჭელად:

- წყლისთვის დაბ.21,15.19

- ღვინისთვის იესნ.9,4.13; 1მფ.1,24; 10,3; 16,20; 25,17; 2მფ.16,1 იერ.13,12

- რძისთვის მსაჯ.4,19

.

ამზადებდნენ:

- კვამლში გამოყვანით ფს.118,83

.

შედარებულია:

- გაბრუებას იობ.32,19

- ზღვის წყლების საცავებს ფს.32,7

- ღვთის რისხვის ჭურჭლებს იერ.13,12.13

- ახალი და ძველი აღთქმის შესახებ მათ.9,17 მარ.2,22 ლუკ.5,37.38

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 21

15. როცა გაუთავდა წყალი ტიკში, მიაგდო ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას,

19. აუხილა ღმერთმა თვალები და დაინახა ჭა წყლით სავსე; ტიკი წყლით აავსო და ყრმასაც დაალევინა.

იესო ნავეს ძე 9

4. და მათაც იხმარეს ხერხი: ადგნენ და მოიმარაგეს საგზალი, აჰკიდეს სახედრებს ძველი ტომრები და ღვინის ძველი, დახეული და დაკერებული ტიკები.

13. ეს ღვინის ტიკებიც, ახლები რომ ავავსეთ, დახეულია; ეს ტანისამოსიც და ფეხსაცმელიც გაგვეცვითა შორ გზაზე.

მსაჯულნი 4

19. უთხრა სისარამ: ცოტა წყალი მომიტანე და დამალევინე, რადგან მწყურია. გაუხსნა ქალმა რძით სავსე ტიკი, დაალევინა და ისევ წააფარა ხალი.

1მეფეთა 1

24. როცა გამოზარდა, წაიყვანა იგი უფლის სახლში, სილოამში. თან სამი კურატი, ერთი ეფა ფქვილი და ერთი ტიკი ღვინო წაიტანა. ჯერ კიდევ ჩვილი იყო ყმაწვილი.

1მეფეთა 10

3. გასცდები ამ ადგილს და მიხვალ თაბორის მუხნართან და შეხვდები ბეთელისკენ სალოცავად მიმავალს სამ კაცს. ერთს სამი თიკანი მიჰყავს, მეორეს სამი პური მიაქვს, მესამეს ტიკით ღვინო.

1მეფეთა 16

20. აჰკიდა იესემ სახედარს პური და ერთი ტიკი ღვინო, გამოიყვანა ერთი ციკანი და გაატანა დავითს, თავის შვილს, საულთან.

1მეფეთა 25

17. არ დააყოვნა აბიგაილმა, აიღო ორასი პური, ორი ტიკი ღვინო, ხუთი გამზადებული ცხვარი, ხუთი სეა ქუმელი, ასი მტევანი ჩამიჩი, ორასი ტყლაპი და აჰკიდა ვირებს.

2მეფეთა 16

1. მცირე მანძილით ჩასცდა დავითი მწვერვალს და, აჰა, ციბა, მეფიბოშეთის მსახური წყვილი შეკაზმული სახედრით მოდის მის შესახვედრად; თან მოჰქონდა ორასი პური, ასი მტევანი ჩამიჩი, ასი ასხმა ლეღვი და ტიკჭორა ღვინო.

იობი 32

19. აჰა, თავმოუხდელ ღვინოსავით არის ჩემი შიგანი, გასკდომაზეა ახალი ტიკივით.

ფსალმუნი 32

7. შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.

ფსალმუნი 118

83. კვამლში დაკიდებულ ტიკს დავემსგავსე, მაგრამ მაინც არ დავივიწყე შენი წესები.

იერემია 13

12. უთხარი მათ ეს სიტყვა: ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ყველა ტიკი ღვინით ივსება. გეტყვიან: განა არ ვიცით, რომ ღვინით ივსება ყველა ტიკი?

13. უპასუხე, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, სიმთვრალით ავავსებ ამ ქვეყნის ყველა მცხოვრებს, დავითის ტახტზე მსხდომ მეფეებს, ღვთისმსახურთ და წინასწარმეტყველთ, იერუსალიმში მცხოვრებთ.

მათე 9

17. არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ დასკდება ტიკები, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება; არამედ ახალ ღვინოს ასხამენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება.

მარკოზი 2

22. არც ახალ ღვინოს ასხამს ვინმე ძველ ტიკებში; თორემ დახეთქს ახალი ღვინო ძველ ტიკებს, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში

ლუკა 5

37. არც არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში; თორემ დახეთქავს ახალი ღვინო ტიკებს, თვითონაც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება.

38. არამედ ახალი ღვინო უნდა ჩაისხას ახალ ტიკებში, და ორივე შეინახება.

__თემაზე წერდნენ__

***

მათ.9,17 სიხარული, რომელიც ქრისტემ მოიტანა, შეუძლებელია შეუთავსდეს ძველი აღთქმის ფორმებსა და რიტუალებს. შეუძლებელია რჯულის და მადლის აღრევა.

__ მაკდონალდი __

***

მათ.9,17 მეფემ გააფრთხილა თავისი მოწაფეები არ აერიათ ერთმანეთში ძველი... და ახალი... თუმცა ეს სწორედ ისაა, რაც გაკეთდა ქრისტიანობაში. იუდაიზმი დაკერებული სამოსელივითაა მიღებული ქრისტიანულ ეკლესიებს შორის თითქმის ყველგან, რომელზეც მიკრულია იარლიყი "ქრისტიანობა". მიღებული შედეგით კი არც იუდაიზმია ეს და არც ქრისტიანობა, არამედ რიტუალური რწმენა ცოცხალი ღმერთისა მკვდარი საქმეებით. მადლით ხსნის ახალი ღვინო ჩასხმულია რჯულის ძველ ტიკებში, და რა მივიღეთ? - ტიკები სკდება და იხევა, ხოლო ძვირფასი ღვინო იქცევა და იკარგება. რჯულმა დაკარგა თავისი შემაშინებელი ძალა იმიტომ, რომ შერეულია მადლთან, ხოლო მადლმა თავისი სილამაზე და ხასიათი ვერ შეინარჩუნა იმის გამო, რომ შერეულია რჯულის საქმეებს.

__ პეტინგილი __