2.2.6. Бог создал человека

Быт.1,[26.27],, 2,7.8.18-22,, 5,1.2,, 9,6 Иов.35,10 Пс.8,5-7,, 99,3,, 138,13-16,, 149,2 Екк.7,29 Ис.43,7 Матф.19,4 Мар.10,6 Деян.17,26 Рим.8,29,, 1Кор.11,7-9,, 15,45-50 Еф.2,10 Кол.3,10

26 И сказал Бог: сотворим человека по образу нашему , по подобию нашему; и да владычествуют они над рыбами морскими, и над птицами небесными, и над скотом, и над всею землею, и над всеми гадами, пресмыкающимися по земле .
27 И сотворил Бог человека по образу Своему , по
образу Божию сотворил его ; мужчину и
женщину сотворил их. (Быт. 1, 26, 27).
7 И создал Господь Бог человека из праха земного, и вдунул в лице его дыхание жизни, и стал  человек душею живою.
8 И насадил Господь Бог рай в Эдеме на востоке;
и поместил там человека , которого создал.
9 И произрастил Господь Бог из земли всякое
дерево , приятное на вид и хорошее для пищи, и
дерево жизни посреди рая , и дерево познания
добра и зла. (Быт.2, 7-9).
И сказал Господь Бог: не хорошо быть человеку
одному ; сотворим ему помощника, соответственного ему. (Быт.2. 18).

Но для человека не нашлось помощника, подобного ему. (Быт.2,20).

21 И навел Господь Бог на человека крепкий сон; и, когда он уснул, взял одно из ребр его, и закрыл то место плотию.
22 И создал Господь Бог из ребра, взятого у человека, жену, и привел ее к человеку.
23 И сказал человек: вот, это кость от костей моих и плоть от плоти моей; она будет называться женою, ибо взята от мужа. (Быт. 2,21-23).
1 Вот родословие Адама: когда Бог сотворил человека, по подобию Божию создал его,
2 мужчину и женщину сотворил их, и благословил их, и нарек им имя: человек, в день сотворения их. (Быт. 5,1.2) 

Кто прольет кровь человеческую, того кровь прольется рукою человека: ибо человек создан по образу Божию; (Быт.9,6).

Но никто не говорит: где Бог, Творец мой, Который дает песни в ночи, (Иов.35,10);

то что есть человек, что Ты помнишь его, и сын человеческий, что Ты посещаешь его?
6 Не много Ты умалил его пред Ангелами: славою и честью увенчал его;
7 поставил его владыкою над делами рук Твоих; все положил под ноги его (Пс.8,5-7);

Познайте, что Господь есть Бог, что Он сотворил нас, и мы - Его, Его народ и овцы паствы Его.(Пс. 99,3);

Ибо Ты устроил внутренности мои и соткал меня во чреве матери моей.
14 Славлю Тебя, потому что я дивно устроен. Дивны дела Твои, и душа моя вполне сознает это.
15 Не сокрыты были от Тебя кости мои, когда я созидаем был в тайне, образуем был во глубине утробы.
16 Зародыш мой видели очи Твои; в Твоей книге записаны все дни, для меня назначенные, когда ни одного из них еще не было.(138,13-16);

Да веселится Израиль о Создателе своем; сыны Сиона да радуются о Царе своем.(Пс. 149, 2);

Только это я нашел, что Бог сотворил человека правым, а люди пустились во многие помыслы.(Екк.7,29).

каждого кто называется Моим именем, кого Я сотворил для славы Моей, образовал и устроил. (Ис.43,7);

Он сказал им в ответ: не читали ли вы, что Сотворивший вначале мужчину и женщину сотворил их?(Матф.19,4);

В начале же создания, Бог мужчину и женщину сотворил их. (Мар.10,6);

От одной крови Он произвел весь род человеческий для обитания по всему лицу земли, назначив предопределенные времена и пределы их обитанию,(Деян.17,26);

Ибо кого Он предузнал, тем и предопределил быть подобными образу Сына Своего, дабы Он был первородным между многими братиями. (Рим.8,29),

Итак муж не должен покрывать голову, потому что он есть образ и слава Божия; а жена есть слава мужа.
8 Ибо не муж от жены, но жена от мужа;
9 и не муж создан для жены, но жена для мужа.(1Кор.11,7-9);

Так и написано: первый человек Адам стал душею живущею; а последний Адам есть дух животворящий.
46 Но не духовное прежде, а душевное, потом духовное.
47 Первый человек - из земли, перстный; второй человек - Господь с неба.
48 Каков перстный, таковы и перстные; и каков небесный, таковы и небесные.
49 И как мы носили образ перстного, будем носить и образ небесного.
50 Но то скажу вам, братия, что плоть и кровь не могут наследовать Царствия Божия, и тление не наследует нетления.(1-е Кор. 15,45-50);

Ибо мы - Его творение, созданы во Христе Иисусе на добрые дела, которые Бог предназначил нам исполнять.(Эф. 2, 10);

и облекшись в нового, который обновляется в познании по образу Создавшего его (Кол. 3,10)

2.2.6. ღმერთმა შექმნა ადამიანი

დაბ.1,[26.27],, 2,7.8.18-22,, 5,1.2,, 9,6 იობ.35,10 ფს.8,5-7,, 99,3,, 138,13-16,, 149,2 ეკლ.7,29 ეს.43,7 მათ.19,4 მარ.10,6 საქ.17,26 რომ.8,29,, 1კორ.11,7-9,, 15,45-50 ეფ.2,10 კოლ.3,10

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 1

26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.

 

დაბადება 2

7. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად.

8. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა.

18. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს.

19. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.

20. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი.

21. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო.

22. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.

 

დაბადება 5

1. ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი: როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი;

2. მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს.

 

დაბადება 9

6. ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი.

 

იობი 35

10. არავინ ამბობს: სად არის ღმერთი, ჩემი შემქმნელი, ღამით გალობათა მომმადლებელი?

 

ფსალმუნი 8

5. რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?

6. ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად.

7. გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე.

 

ფსალმუნი 99

3. უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი, მან შეგვქმნა ჩვენ და მისთვის ვართ ჩვენ - ხალხი მისი და ცხვარი, სამწყსო მისი.

 

ფსალმუნი 138

13. რადგან შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის საშოში.

14. გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით.

15. არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში.

16. ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი.

 

ფსალმუნი 149

2. ახარებდეს ისრაელი თავისი შემოქმედით, ძენი სიონისა ზეიმობდნენ თავიანთი მეფით.

 

ეკლესიასტე 7

29. აჰა, ეს ვპოვე მხოლოდ: ღმერთმა წრფელი შექმნა კაცი, ისინი კი ზედმეტ თავსატეხს მრავლად იჩენენ.

 

ესაია 43

7. ყველა, ვინც ჩემი სახელით არის წოდებული და ვინც ჩემი დიდებისთვის შევქმენი, გამოვსახე და გავაჩინე.

 

მათე 19

4. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი?

 

მარკოზი 10

6. შექმნის დასაბამიდან კი კაცად და ქალად შექმნა ისინი ღმერთმა.

 

საქმენი მოციქულთა 17

26. ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი.

 

რომაელთა 8

29. რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის.

 

1კორინთელთა 11

7. ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა.

8. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან.

9. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის.

 

1კორინთელთა 15

45. ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად.

46. მაგრამ პირველად არა სულიერი, არამედ მშვინვიერი, შემდეგ კი სულიერი.

47. პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი.

48. როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი.

49. და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც.

50. ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას.

 

ეფესელთა 2

10. რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ.

 

კოლასელთა 3

10. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად,

 

__თემაზე წერდნენ__

***

რატომ იშვა კაცი ქმნილებეთაგან ყველაზე ბოლოს?

არსთა საუფლოში კაცი - ეს დიდი და პატივით შემკული ქმნილება, ჯერ კიდევ არ მკვიდრობდა, რამეთუ ქვეშევრდომთა უწინ მმართველის გამოჩენა არ ეგებოდა, არამედ მეფის შემობრძანებამდე სამეფო უნდა გამზადებულიყო.

ამიტომ უზენაესმა მომავალ მეფეს ერთგვარი სამეფო სამყოფელი წინასწარ განუმზადა: დედამიწა და კუნძულები, ზღვა და ზეცა, რომელიც ამ ყოველივეს კამარისებრ ჭერად მოუდრიკა და ამ სამყოფელში მრავალგვარი სიმდიდრე დააუნჯა.

სიმდიდრედ ყველა ქმნილებას, მცენარესა და ამონაყარს ვიტყვი, რასაც შეგრძნება ებოძა, რაც სუნთქავს და სული გააჩნია. თუ სიმდიდრეს ის ნივთიერებანიც უნდა მივათვალოთ, ფერადოვნების გამო, კაცთა თვალში ძვირფასად რომ მიიჩნევიან, როგორც, მაგალითად, ოქრო და ვერცხლი, ქვათაგან კი ისინი, რომელიც ადამიანებს უყვართ, სიუხვე მათი, ვითარცა ერთგვარი სამეფო საუნჯე, მიწის წიაღში დაიფარა, რის შემდეგაც სამყაროში კაცი შეიქმნა, რომელიც მის მიერ ქმნილ საკვირველებათაგან ზოგის მაცქერალი უნდა ყოფილიყო, ზოგისაც - უფალი.

ამ ტკბობით ადამიანს მომცემელის გულისხმისყოფა უნდა შეეძინა, დაბადებულთა მშვენიერებისა და სიდიდის მეოხებით კი - შემოქმედის გამოუთქმელი ძლიერება გამოეკვლია.

ამიტომ შემოიყვანა ყოფიერებაში ადამიანი ქმნილებათაგან ყველაზე ბოლოს, არა როგორც ვინმე შეურაცხი, და უპატიოდ მიგდებული, არამედ ვითარცა მეფე ქვეშევრდომთა, რომელსაც მათზე აღმატებულება დაბადებისთანავე შეეფერებოდა, მსგავსად იმ ქველი მასპინძლისა, კერძების გამზადებამდე სტუმარს რომ არ მოიწვევს, არამედ ჯერ იმას იქმს, რაც საჭიროა: სახლს განწმენდს და სანადიმო დარბაზსაც და ტაბლასაც შესაფერისად განამშვენებს, კერძებისათის სანოვაგესაც მოიმარაგებს და ამის შემდეგღა მოიწვევს სტუმარს.

მდიდარმა და გულუხვმა მასპინძელმა ჩვენისა ბუნებისა, ჯერ ეს სახლი განამშვენა ყოველგვარი სილამაზით, დიდებული და მრავალფეროვანი ნადიმი განამზადა, ადამიანი კი ამის შემდეგღა შემოიყვანა და საქმედ იმის მოპოვება კი არ განუწესა, რაც არ ჰქონდა, არამედ ნაბოძებით ტკბობა.

მის აგებულებას ცხოვრების საფუძველიც ორმაგი დაუდო, შეუთანადა რა ერთურთს მიწიერი და ღვთაებრივი, რათა ტკბობა, რომელიც თითოეულს ენათესავება და ახასიათებს, ორივეს მიერ ჰქონოდა: - ღვთაებრივი ბუნებით ღმერთითაც დამტკბარიყო და მათთან ერთგვაროვანი მგრძნობელობით - მიწიერი სიკეთეებითაც.

__ წმ. გრიგოლ ნოსელი __

 

***

ხილული თუ უხილავი ბუნებისგან საკუთარი ხელებით შექმნა მან ადამიანი თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ, შეძერწა რა სხეული მიწისგან და მისცა რა მას, საკუთარი შთაბერვის მიერ, მოაზროვნე და გონისმიერი სული, რასაც საღვთო ხატად ვამბობთ, რადგან "ხატისებრობა" გონისმიერობასა და თვითუფლებრიობას აღნიშნავს, "მსგავსებისებრობა" კი - ძალისამებრ სათნოების მსგავსებას.

ამრიგად, ღმერთმა ადამიანი შექმნა უბოროტო, წრფელი, სათნო, უჭირველო, უზრუნველი, ყველა სათნოებით გაბრწყინებული და ყველა სიკეთით დამშვენებული, როგორც რომ მეორე ქვეყნიერება, მცირე დიდში, სხვა ანგელოზი, თაყვანისმცემელი, შეზავებული, ხილული შესაქმის განჭვრეტა, გონებისეულის მესაიდუმლე, მიწისეულთა მეფე, ზენა მეუფებას დაქვემდებარებული, მიწიერი და ზეციერი, წუთიერი და უკვდავი, ხილული და გონებისეული, სიდიადესა და სიმდაბლეს შუა, ერთი და იგივე - სულიც და ხორციც (ხორცი - ამპარტავნების წინააღმდეგ, სული - მადლისთვის, პირველი იმიტომ, რომ ევნოს და ვნებულმა გაიხსენოს და განსწავლა მიიღოს, მეორე კი იმიტომ, რომ იყოს და ადიდოს ქველმოქმედი), სიდიადით პატივდებული, ცხოველი, რომელიც აქ, ესე იგი ამჟამინდელ ცხოვრებაში უნდა ყოფილიყო ნამოღვაწები, ხოლო შემდეგ გადანაცვლებულიყო სხვაგან, სამომავლო საუკუნეში და, საიდუმლოს დასასრულს განმღრთობილი საღვთო გამობრწყინების წილმქონეობით და არა საღვთო არსებად გარდაქმნით.

ამრიგად, შექმნა მან იგი ბუნებით უცოდველი და ნებელობით თავისუფალი, მაგრამ უცოდველს ვამბობ არა იმიტომ, რომ არ იყო ცოდვის მიმღები (რადგან მხოლოდ ღვთიურობაა არმიმღები ცოდვისა) არამედ იმიტომ, რომ ბუნებაში არ ჰქონდა მას მცოდველობა; უმალ არჩევანში ჰქონდა მას ეს, ანუ უფლებამოსილი იყო იგი, როგორც სიკეთეში დარჩენისა და წარმატებისა საღვთო მადლის თანამოქმედებით, ასევე, კეთილისგან უკუმიქცევისაც და ბოროტებაში ყოფნისა, რასაც უშვებდა ღმერთი ადამიანის თვითუფლებრიობის გამო, რადგან არ არის სათნოება ის, რაც იძულებით კეთდება.

სული არის არსება ცოცხალი, მარტივი, უსხეულო, თავისი ბუნებით სხეულებრივ თვალთაგან უხილავი, უკვდავი, მოაზროვნე და გონისმიერი, უაღნაგობო, ორგანული სხეულით მოსარგებლე და მისთვის სიცოცხლის, ზრდის, გრძნობისა და და შობადობის მომნიჭებელი, გონების მქონე, თუმცა არათუ თავისი თავისგან განსხვავებულისა, არამედ - თავისივე უწმინდესი ნაწილისა (რადგან როგორც თვალია სხეულში, იმგვარადვეა სულში გონებაც, თვითუფლებრივი, მნებებელი და მოქმედი, ცვალებადი ანუ ნებსითცვალებადი, როგორც, აგრეთვე, ქმნილი, რომელსაც მისი შემოქმედის მადლისგან ბუნებით აქვს შეთვისებელი ყოველივე ეს, რადგან მადლისგანვე მიუღია მას არსებობაც და ბუნებით ამგვარად არსებობაც).

__ წმ. იოანე დამასკელი __

***

დაბ.1:26 კაცი, ‘ადამ, სტრონგი # 120: კაცი, კაცობრიობა. ადამი იყო პირველი ადამიანი, ანუ, ზოგადად, მთელი კაცობრიობა. ძველ აღთქმაში ‘ადამი 20-ჯერ თარგმნილია როგორც `ადამი~ (საკუთარი სახელი) და 500-ზე მეტჯერ _ როგორც `კაცი~.

როდესაც ლაპარაკია მთელ ადამიანურ რასაზე, ბიბლია ხშირად იყენებს ფრაზას ბ’ნეი ’ადამ, `ადამის შვილებს~. რაც შეეხება თავად სიტყვა `კაცს~, ‘ადამს მასთან, როგორც მამაკაცთან, სიტყვის ზოგადი მნიშვნელობით, საერთო არაფერი აქვს. სამაგიეროდ, ბევრი საერთო აქვს ზოგადად ადამიანობასთან. მაგალითად, ერთ შემთხვევაში სიტყვა ‘ადამი გამორჩეულად ქალს აღნიშნავს! (რიცხ. 31:35). ‘ადამი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ზმნა ‘ადომთან, რაც ნიშნავს გაწითლებას და ადამიანის სახის მოწითალო ფერზე მიუთითებს. ‘ადამა,`ნიადაგი~ ან `მიწა~, შესაძლებელია ხსენებული ზმნისგან მომდინარეობდეს. ამრიგად, დაბ. 2:7 ამბობს, რომ `გამოსახა უფალმა ღმერთმა ‘ადამი ’ადამასგან~. პავლე 1 კორ.15:47-ში ადამს მიწიერ ანუ ამქვეყნიურ კაცად განიხილავს. ‘ადამი ბიბლიაში `კაცის~ აღმნიშვნელი ოთხი მთავარი სიტყვიდან ერთ-ერთია. იხ. ასევე ‘ენოშ, ‘იაშ და გებერ.

***

1:26-28. ადამიანის თანდაყოლილი ფასეულობა,

ადამიანის ღირსება, ღვთიური ხვედრი. ადამიანი

გამორჩეულია მთელი დანარჩენი ქმნილებისგან. სამპიროვანი ღმერთის ნებით, ადამიანს ღმერთის ხატება და მსგავსება უნდა ჰქონოდა. ადამიანი სულიერი არსებაა, რომელსაც სხეულთან ერთად სული და სამშვინველი გააჩნია. იგი ზნეობრივი არსებაა, რომლის ინტელექტი, სამყაროს აღქმისა

და შემეცნების უნარი გაცილებით აღემატება

სხვა მიწიერი ქმნილებების შესაბამის მახასიათებლებს.

კაცობრიობის თვისებები, ასევე მისი უპირატესობა სხვა ქმნილებებთან შედარებით, თავისთავად გულისხმობს, რომ, როგორც ადამიანთა მთლიან რასას, ისე ცალკეულ ინდივიდებსაც, ბუნებრივი ღირსების განცდა გააჩნია.

შესაძლებლობა და უნარი წარმოშობს ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას.

არასოდეს არ უნდა დავჯერდეთ არსებობის

იმაზე დაბალ დონეს, ვიდრე ეს ღმერთმა გახადა შესაძლებელი. უნდა ვცდილობდეთ, რომ საუკეთესოები ვიყოთ და შეძლებისდაგვარად უმაღლეს საფეხურს მივაღწიოთ. თუ ამაზე ნაკლებით ვკმაყოფილდებით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის მოცემულ სიცოცხლეს ამაოდ ვხარჯავთ, რაც ორგულობის ტოლფასია. იხ. ფს.8:4,5; 139:13,14.

***

ს ა მ ე ფ ო ს პრინციპები

1:26-28; 2:16,17. ადამიანისთვის გადაცემული `ბატონობა~. სამეფოს საფუძვლები. სამყაროს შემქმნელისა და უზენაესი მმართველის გადაწყვეტილებით დედამიწაზე ბატონობა ადამიანს გადაეცა (28).

მმართველობის საქმეში ადამიანის ძლიერება

და ძალაუფლება მისი ღვთის ხატად და მსგავსად შექმნიდან მომდინარეობს. ადამიანს აქვს უნარი, რომ დედამიწა მართოს, მაგრამ ეს უნარი დამოკიდებულია ღმერთის, როგორც სამყაროს მეუფისადმი, განუწყვეტელ მორჩილებაზე. მართვის ძალაუფლების გაფართოება მხოლოდ იმდენადაა შესაძლებელი, რამდენადაც თანმიმდევრული იქნება ადამიანი ღვთის კანონების მორჩილებაში. იხ. ასევე 1ნეშ.29:10-16. (დაბ. 1:1/დაბ. 1:31)

__ბიბლია კომენტარებით 2015__

 

***

დაბ.1,26 - ადამიანს, იმისათვის, რომ მის მსგავსებად განვითარებულიყო, ყოვლიმპყრობელმა საფუძვლად საკუთარი ხატი დაუდო. ადამიანი მადლის მიერ საღმრთო თვისებების მატარებელია. ეს თვისებები სრულად მხოლოდ ერთხელ, იესო ქრისტეს მიერ გამოვლინდა. ამ შემთხვევაში სიტყვამ "გავაჩინოთ" (ვქმნეთ, შევქმნათ) ჩაანაცვლა "აფუთფუთდეს წყალში" და "წარმოშვას მიწამ". ადამიანი, ცხოველების მსგავსად, წყლისგან და მიწისგან არ "აფუთფუთებულა" და არ "წარმოშობილა", არამედ ღმერთის მიერ შეიქმნა - "შექმნა ღმერთმა კაცი".

"გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად", - ბრძანებს უფალი ღმერთი. რატომ შეიმჩნევა მსჯელობა? რატომ მსჯელობენ სამების პირები ერთმანეთთან კაცის შექმნის წინ? როცა სხვა დანარჩენ ქმნილებაზე ამბობს, "იქმენინ" და იქმნება. ვინ უნდა შეიქმნას ასეთი, რომ ამხელა პატივი მიეგება? ეს არის ადამიანი, დიადი და საოცარი ცოცხალი არსება და ღმერთისთვის ყოველ ქმნილებაზე ძვირფასი. იყო ბჭობა და მსჯელობა არა იმიტომ, რომ ეს ღმერთს სჭირდებოდა, არამედ იმისათვის, რომ ამით ეჩვენებინა ადამიანის ღირსება.

რას ნიშნავს ხატება და მსგავსება?

ხატებაში მოიაზრება: 1) სული უკვდავი; 2) აზროვნება; 3) თავისუფალი ნება. მსგავსება კი გულისხმობს სათნოებით თვისებებს: სამართლიანობას, სიკეთეს, სიმშვიდეს, და ა.შ. "ხატად" - აღნიშნავს იდელს, სრულყოფილების ნიმუშს, ხოლო "მსგავსება" თავის მხრივ შეიცავს აზრს ამ იდალის რეალიზაციისა.

***

დაბ.1,27 - "მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი". აქ არ იგულისხმება მამრობითი და მდედრობითი სქესის ერთ პირში შეთავსება. ამ ციტატაში გამოყენებულია ნაცვალსახელი ისინი, რომელიც მრავლობით რიცხვშია. ევა უკვე ადამში იყო - იმ ძვალში, რომელიც შემდგომ გამოღებული იქნა ადამისგან. თუმცა ევა მასში იყო არა მხოლოდ გონებით, არამედ სხეულითაც, რადგან ღმერთს არაფერი მიუმატებია ადამისგან აღებული ძვლისთვის, რაკი ძვალი შეიცავდა ყველაფერს, რაც საჭირო იყო ევას შესაქმნელად. ამიტომ სამართლიანად არის ნათქვამი: "მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი".

***

დაბ.2,5 - მეორე თავში შესაქმის შესახებ მონათხრობი უშუალოდ ადამიანს უკავშირდება, ანუ აქ ვხედავთ, თუ როგორ არის დაკავშირებული ადამიანი ქმნილების ამა თუ იმ ობიექტთან. ღმერთი თავის ქმნილებას, როგორც ასეთს, ადამიანისგან დამოუკიდებლად აღარ განიხილავს.

__ბიბლია განმარტებებით ტ.1__