3.46.7. Испытания не испугают вас

Исх.14,13 Втор.3,2.22,, 9,1.2,, 20,1.3.4,, 31,6-8 Иис.1,9,, 8,1,, 10,24.25,, 11,6,, 2Пар.32,7.8 Матф.11,28-30 Мар.16,18 Лук.10,19 Ин.14,1,, 20,19 Деян.28,3-6 Рим.8,37,, 2Кор.12,9,, 2Тим.1,7,, 2,3 Евр.13,5

**

Не бнйтесь, стойте и увидите спасение Господне, которое Он соделает вам ныне; ибо Eгиптян, которых видите вы ныне, более не увидите во веки (Исх.14,13). **И сказал мне Господь: не бойся его, ибо Я отдам в руку твою его, и весь народ его, и всю землю его, и ты поступишь с ним так, как поступил с Сигоном, царем Аморрейским, который жил в Есевоне.

Не бойтесь их, ибо Господь, Бог ваш, Сам сражается за вас. (Втор. 3, 2, 22). **Слушай, Израиль: ты теперь идешь за Иордан, чтобы пойти овладеть народами, которые больше и сильнее тебя, городами большими, с укреплениями до небес,

Народом многочисленным и великорослым, сынами Енаковыми, о которых ты знаешь и слышал: "кто устоит против сынов Енаковых?" (Втор. 9, 1.2). ** Давид убежал из Навафа в Раме и пришел и сказал Ионафану: что сделал я, в чем неправда моя, чем согрешил я пред отцом твоим, что он ищет души моей?

3 Давид клялся и говорил: отец твой хорошо знает, что я нашел благоволение в очах твоих, и потому говорит сам в себе: "пусть не знает о том Ионафан, чтобы не огорчился "; но жив Господь и жива душа твоя! один только шаг между мною и смертью.

4 И сказал Ионафан Давиду: чего желает душа твоя, я сделаю для тебя. (Втор.20,1.3.4). ** ** Будьте тверды и

мужественны, не бойтесь, и не страшитесь их, ибо Господь Бог твой Сам пойдет с тобою и не отступит от тебя и не оставит тебя. И призвал Моисей Иисуса и пред очами всех Израильтян сказал ему: будь тверд и мужествен, ибо ты войдешь с народом сим в землю, которую Господь клялся отцам его дать ему, и ты разделишь ее на уделы ему; Господь Сам пойдет пред тобою, Сам будет с тобою, не отступит от тебя и не оставит тебя, не бойся, не ужасайся. (Втор.31, 6-8) **Господь сказал

Иисусу: не бойся и не ужасайся; возьми с собою весь народ, способный к войне, и встав пойди к Гаю; вот, Я предаю в руки твои царя Гайского и народ его, город его и землю его. (Иис. 8,1) **Когда вывели царей сих к Иисусу, Иисус призвал всех Израильтян и сказал вождям воинов, ходившим с ним: подойдите, наступите ногами вашими на выи царей сих. Они

подошли и наступили ногами своими на выи их. Иисус сказал им: не бойтесь и не ужасайтесь, будьте тверды и жественны;

ибо так поступит Господь со всеми врагами вашими, с которыми будете воевать.(Иис.10, 24.25). **Но Господь сказал

Иисусу: не бойся их, ибо завтра, около сего времени, Я предам всех их на избиение сынам Израиля; коням же их перережь жилы и колесницы их сожги огнем. (Иис.11, 6). **"И сказал: будьте тверды и мужественны,

не бойтесь и не страшитесь царя Ассирийского и всего множества, которое с ним... с ним мышца плотская, а с нами Господь, Бог наш, чтобы помогать нам и сражаться на бранях наших. И подкрепился народ словами Езекии " (2Пар.32, 7.8).**И отвечал Ионафан Саулу: Давид выпросился у меня в Вифлеем;

29 он говорил: "отпусти меня, ибо у нас в городе родственное жертвоприношение, и мой брат пригласил меня; итак, если я нашел благоволение в очах твоих, схожу я и повидаюсь со своими братьями "; поэтому он и не пришел к обеду царя.

30 Тогда сильно разгневался Саул на Ионафана и сказал ему: сын негодный и непокорный! разве я не знаю, что ты подружился с сыном Иессеевым на срам себе и на срам матери твоей? (Матф.11,28-30). ** будут брать змей; и если что смертоносное выпьют, не повредит им; возложат руки на больных, и они будут здоровы. (Мар.16,18). ** се, даю вам власть наступать на змей и скорпионов и на всю силу вражью, и ничто не повредит вам; (Лк.10,19). **Да не смущается сердце ваше; веруйте в Бога, и в Меня веруйте. (Ин.14,1). ** В тот же первый день недели вечером, когда двери дома, где собирались ученики Его, были заперты из опасения от Иудеев, пришел Иисус, и стал посреди, и говорит им: мир вам! (Ин. 20,19). ** Когда же Павел набрал множество хвороста и клал на огонь, тогда ехидна, выйдя от жара, повисла на руке его.

4 Иноплеменники, когда увидели висящую на руке его змею, говорили друг другу: верно этот человек - убийца, когда его, спасшегося от моря, суд Божий не оставляет жить.

5 Но он, стряхнув змею в огонь, не потерпел никакого вреда.

6 Они ожидали было, что у него будет воспаление, или он внезапно упадет мертвым; но, ожидая долго и видя, что не случилось с ним никакой беды, переменили мысли и говорили, что он Бог. (Деян.28,3-6). ** Но все сие преодолеваем силою Возлюбившего нас. ( Рим.8,37). **Но Господь сказал мне: "довольно для тебя благодати Моей, ибо сила Моя совершается в немощи ". И потому я гораздо охотнее буду хвалиться своими немощами, чтобы обитала во мне сила Христова. (2Кор.12,9). ** ибо дал нам Бог духа не боязни, но силы и любви и целомудрия. ( 2Тим.1,7). ** Итак переноси страдания, как добрый воин Иисуса Христа. ( 2Тим.2,3). ** Имейте нрав несребролюбивый, довольствуясь тем, что есть. Ибо Сам сказал: не оставлю тебя и не покину тебя, (Евр.13,5).

3.46.7. განსაცდელი ნუ შეგაძრწუნებთ, მიენდეთ უფალს

გამ.14,13 რჯ.3,2.22,, 9,1.2,, 20,1-4,, 31,6-8 იესნ.1,9,, 8,1,, 10,24.25,, 11,6,, 2ნეშ.32,7.8 ფს.31,8; 49,15 ეს.43,1 იერ.29,19 მათ.11,28-30 მარ.16,18 ლუკ.10,19 ინ.14,1,, 20,19 საქ.28,3-6 რომ.8,37,, 2კორ.12,9,, 2ტიმ.1,7,, 2,3

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 14

13. უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და დაინახავთ, რომ მალე შეგეწევათ უფალი. დღეს ხედავთ ეგვიპტელებს, მაგრამ ამიერიდან აღარასოდეს იხილავთ.

მეორე რჯული 3

2. მითხრა უფალმა: ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას, მთელს მის ხალხს და მის ქვეყანას. იმგვარადვე მოექცევი მას, როგორც მოექეცი სიხონ ამორეველ მეფეს, რომელიც ხეშბონში იჯდა.

22. ნუ გეშინიათ მათი, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის.

მეორე რჯული 9

1. ისმინე, ისრაელო! შენ დღეს გადადიხარ იორდანეს, რომ წახვიდე და დაეპატრონო შენზე დიდსა და ძლიერ ხალხებს, დიდ და ცათამდე გამაგრებულ ქალაქებს,

2. დიდსა და მაღალს ხალხს, ყანაკის მოდგმას, რომელიც იცი და რომელზეც გსმენია: ვინ დაუდგებათ წინ ყანაკის მოდგმას?

მეორე რჯული 20

1. როცა გახვალ შენს მტრებთან საომრად და დაინახავ ცხენებს, ეტლებსა და შენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ნუ შეგეშინდება მათი, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამომყვანი.

2. ბრძოლის მოახლოებისას მოდგეს მღვდელი და ელაპარაკოს ხალხს,

3. უთხრას: ისმინე, ისრაელო! ახლა ებმები ბრძოლაში შენს მტრებთან. ნუ დაგიძაბუნდებათ გული, ნუ შეშინდებით, ნუ შედრკებით, ნუ დაფრთხებით მათ წინაშე.

4. რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მოგყვებათ საბრძოლველად თქვენს მტრებთან, რომ გიხსნას თქვენ.

მეორე რჯული 31

6. გამაგრდით და გამტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეუდრკებით მათ, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთი მოდის შენთან ერთად, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს.

7. დაიბარა მოსემ იესო და უთხრა მთელი ისრაელის თვალწინ: გამაგრდი და გამტკიცდი, რადგან შენ უნდა წაჰყვე ამ ერს იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა მის მამა-პაპას, შენ უნდა დაუნაწილო მათ სამკვიდროები.

8. თავად უფალი ივლის შენს წინ, ის იქნება შენთან, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს, ნუ შეგეშინდება და ნუ დაფრთხები.

იესო ნავეს ძე 1

9. ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ.

იესო ნავეს ძე 8

1. უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები; თან წაიყვანე მთელი მეომარი ხალხი, ადექი და დაეცი ჰაღაის, იცოდე, შენს ხელში ჩამიგდია ჰაღაის მეფე, მისი ხალხი, მისი ქალაქი და მისი ქვეყანა.

იესო ნავეს ძე 10

24. როცა გამოუყვანეს ეს ხუთი მეფე იესოს, მოუხმო იესომ მთელს ისრაელობას და უთხრა მებრძოლთა მეთაურებს, თან რომ ახლდნენ: ახლოს მოდექით და ქედზე დაადგით ფეხი ამ მეფეებს. ახლოს მოდგნენ და ქედზე დაადგეს ფეხი.

25. უთხრა მათ იესომ: ნუ შეგეშინდებათ და ნუ შედრკებით, გამაგრდით და მტკიცედ იდექით, რადგან ასე მოექცევა უფალი ყველა თქვენს მტერს, ვისაც კი ბრძოლას გაუმართავთ.

იესო ნავეს ძე 11

6. უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან ხვალ ამ დროსთვის ყველას შევმუსრავ ისრაელის წინაშე. მათ ცხენებს ძარღვები გადაუსერე და ცეცხლს მიეცი მათი ეტლები.

2ნეშტთა 32

7. გამტკიცდით და გაძლიერდით! ნუ შიშობთ და ნუ თრთით აშურის მეფისა და იმ ურდოს წინაშე, თან რომ ახლავს, რადგან ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მასთან.

8. მასთან ხორციელი ძალაა, ჩვენთან კი უფალი, ჩვენი ღმერთი, რათა შეგვეწიოს და იბრძოლოს ჩვენს ბრძოლებში. გამხნევდა ხალხი იეხიზკიაჰუს, იუდას მეფის, სიტყვებზე.

ფსალმუნი 31

8. გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე.

ფსალმუნი 49

15. და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.

ესაია 43

1. ახლა ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: ნუ გეშინია, რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ.

იერემია 29

12. მომიხმობთ, მოხვალთ, შემევედრებით და მე მოგისმენთ თქვენ.

მათე 11

28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.

29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.

30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.

მარკოზი 16

18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი.

ლუკა 10

19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ.

იოანე 14

1. ნუ შეძრწუნდება თქვენი გული; გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე.

იოანე 20

19. ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!

საქმე მოციქულთა 28

3. მაგრამ როდესაც პავლემ დიდძალი ფიჩხი შეაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, სიცხის გამო ანაზდეულად გამოძვრა გველი და მკვლავზე შემოეხვია.

4. მის მკლავზე შემოხვეული გველის დანახვისას იქაურებმა ერთმანეთს უთხრეს: ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, რადგანაც ზღვისგან თავდაღწეულს სამართალი უსწრაფებს დღესო.

5. მაგრამ მან ხელი გაიქნია და ცეცხლში შეაგდო გველი, ისე, რომ არა ვნებია რა.

6. მათ ეგონათ, გასივდება ან ახლავე მკვდარი დაეცემაო, მაგრამ რაკი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და თქვეს, ღმერთიაო.

რომაელთა 8

37. ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა.

2კორინთელთა 12

9. მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.

2ტიმოთე 1

7. რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა.

2ტიმოთე 2

3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა.

__თემაზე წერდნენ__

***

ვერანაირი უბედურება ვერ დათრგუნავს და შემუსრავს იმ ადამანს, ვისაც ამქვეყნად ვერანაირი ბედნიერი ყოფა ვერა ვნებს.

__ ნეტარი ავგუსტინე __

***

იმ ადამიანის მწუხარებაა უმჯობესი ვინც უსამართლოდ ევნება, ვიდრე სიხარული იმისა, ვინც უკეთურად მოქმედებს და სხვებს ავნებს უსამართლოდ.

__ ნეტარი ავგუსტინე __

***

ისევ ჩამოვა ქანაანში ტყვე იობი – გულს ნუ გაიტეხ!

ცრემლმა დანამა ტიტა, ვარდი და მიმოზები? გულს ნუ გაიტეხ!

ისევ იხილავს შვების დღეებს ვნებული გული – გულს ნუ გაიტეხ!

ციხის საკანში გიკრან თავი თუნდაც უხეშად – გულს ნუ გაიტეხ!

მარტი (წიგნები) და ღამეც რომ დაგრჩეს ნუგეშად – გულს ნუ გაიტეხ!

__ ჰაფეზი __

***

ბნელია ღამე, ღმერთს კი აქვს შუქი! ჩვენთვის ცხოვრება რად არის მუქი?

__ გოეთე __

***

თუ შევეცდებით, უბიწოდ ვიცხოვროთ, თუ პირნათელი ხალხი ვიქნებით, - თვით უმძიმესი მწუხარების ჟამს, გარდუვალი სიმწარის და ტკივილის ჟამსაც კარგად ვიქნებით.

__ ვან გოგი __

***

გაუგეთ გემო დაბრკოლებებით მოგვრილ სიხარულს.

__ ტიბეტური ხალხური __

***

მისიონერ შტუდოს აფრიკელებმა ლოგინში ჩაუწვინეს შხამიანი გველი, რომელთან ერთადაც ეძინა მთელი ღამე. დილით, როცა შტუდო მიუჯდა საუზმეს, აფრიკელმა ახალგაზრდებმა უყვირეს: “შენს ლოგინში გველია!”

მივიდა თავის ლოგინთან, ასწია ზეწარი და დაინახა პატარა, მაგრამ ძლიერ შხამიანი გველი. იქვე გაახსენდა, რომ ორი უკანასკნელი დღის მანძილზე ხუთ ეკლესიაში გამოთხოვებისას უკითხავდნენ ერთსა და იმავე 90-ე ფსალმუნის მე-11 მუხლს: “თავის ანგელოზებს უბრძანა შენზე – დაგიცვან ყველა შენს გზაზე.”

__ იაკობ ლევენი __

***

ომიანობის დროს ერთ ქალს, რომელსაც ჰქონდა ბავშვური რწმენა, გადახდა ასეთი ამბავი. ერთხელ მოსაღამოებულზე მოუწია ტყეზე გადავლა. ხელში ეკავა სურსათით სავსე ხელჩანთა, შიგ ელაგა სასურსათო ბარათები და პური. მოულოდნელად სიბნელიდან გამოვიდა მამაკაცი, მივიდა მასთან და მოითხოვა ხელჩანთა.

მან სრულიად მშვიდად უპასუხა: “მადლობთ, მე თვითონ შემიძლია მისი ტარება.”

მამაკაცი ისე გააოგნა მისმა პასუხმა, რომ ათი წუთი მაინც მიჰყვებოდა ჩუმად. ბოლოს მან ისევ გაიმეორა თავისი მოთხოვნა: “საკმარისია, მომეცით თქვენი ხელჩანთა!”

“გმადლობთ, მაგრამ მე თვითონაც შემიძლია მისი ტარება.”

მოულოდნელად იგი ჩამორჩა. ქალს შეეშინდა, იფიქრა, რომ ის ახლა ზურგიდან დაესხმის თავს, მაგრამ იქვე გაიფიქრა: “ჩემი მაცხოვარი არა მხოლოდ ეკლესიაში მიცავს, ის აქაცაა, ამ ტყეში.” და მან ჩუღჩულით წარმოთქვა 22-ე ფსალმუნის მე-4 მუხლი: “შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.”

მძარცველი მაშინვე მიეჭრა და ჰკითხა: “რა სთქვით?”

ქალმა გაიმეორა მუხლი და მათ შორის გაიმართა საუცხოო საუბარი. ბოლოს უთხრა მან: “იცით, რის გაკეთებას გიპირებდით?”

“რა თქმა უნდა”, - უპასუხა ქალმა,

“რაღატომ არ იყვირეთ შიშისგან?”

“რა საჭიროა იყვირო და ეძახო დასახმარებლად პოლიციას, როდესაც ჩემი უფალი ყველა მათგანზე ძლიერია და მე ვიმყოფები მისი მფარველობის ქვეშ. იგი არ დაუშვებს, რომ თქვენ რაიმე დამიშავოთ.”

როდესაც ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, კაცს ედგა თვალებზე ცრემლი და ქალმა დაადევნა მას: “მე ვილოცებ თქვენთვის, ვიდრე თქვენ არ იპოვით ცხოვრების იმ ერთადერთ გზას.”

__ იაკობ ლევენი __

***

ყაზახეთის სტეპებში ტყვედ მყოფი უნტერ-ოფიცერი თეოდორ ეფიმოვი, თავის წიგნში “ცხრაწლოვანი უბადრუკობა” გვიყვება იმის შესახებ, რაც ნახა ადა განიცადა. აქ წერს იმასაც, როგორ აწამებდნენ მარილით: აწვენდნენ მაგარ მარილის ხსნარში და პირში ძალით ტენიდნენ ასეთივე ხსნარს. ადამიანები ასეთი წამებით იღუპებოდნენ მეორე დღესვე, მაგრამ ეფიმოვს არ წირავდნენ ბოლომდე, რადგანაც სურდათ მიეღოთ თანხმობა მისგან ისლამის სარწმუნებლად. ამიტომ, მარილით წამების შემდეგ ჯალათები ასმევდნენ თავიანთ მსხვერპლს ცხელ ცხვრის ქონს, რათა მოებრუნებინათ სააქაოსკენ. მესამე დღეს კი, რაკი შედეგს ვერ ეწივნენ, საერთოდ გაუშვეს.

__ იაკობ ლევენი __

***

ფეხმძიმე მხევალ ფელიცატატას წამების წინ მოუწია საპყრობილეში მშობიარობა, რის გამოც რამდენიმეჯერ ამოიკვნესა.

“აი, შენ არ შეგიძლია მსუბუქი განსაცდელის ატანა კვნესის გარეშე, მაშინ რაღა იქნება, როცა მიგიგდებენ მძვინვარე მხეცებს?” – უთხრა მას ზედამხედველმა.

“ახლა მე ვითმენ მარტო, - უპასუხა მან, - მაშინ კი ის იქნება ჩემთან ერთად, ვის გამოც მინდა რომ ვიტანჯო.”

ორივე წამებულმა – დედამ და გოგონამ განიცადა ბრძოლა გარეულ მხეცებთან და მახვილის კვეთება. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ადიდებდნენ თავის მაცხოვარს.

__ იაკობ ლევენი __

***

ერთ ავადმყოფს საავადმყოფოში ჰკითხეს, ხომ არ ესაჭიროებოდა დამშვიდება. “ჩემ ზეციერ მამას ვუყვარვარ, მისი ძე ჩემი მაცხოვარია, სული წმიდა ჩემი შემწეა. როგორ უნდა ვიყო მწუხარე?” – უპასუხა მან.

__ იაკობ ლევენი __

***

ამერიკაში მონებით ვაჭრობის დროს, ერთი მონათა ჯგუფი ეზიდებოდა ბამბით სავსე ტომრებს. ყველანი წელში იყვნენ მოხრილნი, მაგრამ მათ შორის გამოირჩეოდა ერთი მხარბეჭიანი ზანგი. იგი თავაწეული დადიოდა და ვიღაცამ იკითხა:

“ვინ არის ეს ზანგი, რომელიც სხვებს არ გავს?”

“ეს არის აფრიკელი მეფის ვაჟი, რომელიც ტყვედ ჩავარდა და მონად გაყიდეს. იგი აქამდე ვერ შერიგებია იმ აზრს, რომ იგი უკვე აღარაა უფლისწული.”

როგორ ხშირად ვივიწყებთ ჩვენ, ქრისტიანები, რომ ვართ ძენი და ასულნი მეფეთა მეფისა, რომ ოდესმე უნდა ვიმეფოთ მასთან ერთად. ნუ ჩავკიდებთ თავს ძნელ წუთებში, გამოხსნა ახლოსაა.

__ იაკობ ლევენი __

***

[ნერონმა დევნა გამოუცხადა ქრისტიანებს, ფარულად შეკრებილნი მოციქულ პეტრეს მოწოდებაზე] აღახვენით გულნი ჩვენ მაცხოვართან და მიუტანეთ მას მსხვერპლად ცრემლნი თქვენი, [გამოსთქვამენ თავიანთ მწუხარებათა და ტკივილთ].

- მე ქვრივი ვარ, ვაჟიშვილი მყავდა, ის მაცხოვრებდა, დამიბრუნე იგი ბატონო! . .

- ჯალათებმა ნამუსი აჰყარეს ჩემს ქალს და ქრისტემ არ დაუშალა მათ! .

- მარტო დავრჩით მე და ჩემი შვილები. როდესაც მე წამიყვანენ, იმათ წყალსა და პურს ვინ მიუტანს? ვინ განიკითხავს? . .

- ვაი ჩვენს თავს! ვინ დაგვიფარავს! . .

ვინიციუსი [რომელსაც სატრფო წაჰგვარეს საპყრობილეში] წამოხტა, რომ მოციქულამდე მიეღწია, მისთვის შველა ეთხოვა. უცებ თითქოს უფსკრული გაეხსნაო, ფეხები დაუდუნდა. ვაითუ მოციქული გამოუტყდეს, მე უძლური ვარო, ვაითუ დაადასტუროს კეისარი ნაზარეველზე ძლიერიაო? საშინელებისგან თმა ყალყზე დაუდგა. მან იგრძნო, რომ უფსკრულში ჩაიღუპება. არათუ მისი იმედის ნატამალი, არამედ თვითონ ის, მისი ლიგიაც და ქრისტეს სიყვარული, სარწმუნოებაც და ყოველივე, რითაც ცხოვრობდა დარჩება მხოლოდ სიკვდილი და ზღვასავით უკიდეგანო ღამე.

პეტრემ [შეახსენა შეკრებილთ უფლის ჯვარცმა და მერე] იქით მიბრუნდა, საიდანაც ჩივილი მოისმოდა . . .

- რად სჩივი? ღმერთმა თვითონ მისცა თავი სატანჯველად და სიკვდილად, თქვენ კი გინდათ ტანჯვისაგან იმან დაგიხსნათ? მცირედ მორწმუნენო, ნუთუ ვერ შეიგნეთ ქრისტეს რჯული? ნუთუ იმან მხოლოდ მიწიერი ცხოვრება აღგითქვათ? იგი მოვალს თქვენთან და გეუბნებათ: “შემომიდექით!” მას უნდა ზე აგიყვანოთ, თქვენ კი ხელით მიწას ებღაუჭებით და ყვირით: “უფალო, გვიშველე! . . ” ქრისტეს სახელით გეუბნებით: თქვენ წინ სიკვდილი კი არა, სიცოცხლეა, ტანჯვა კი არა, გამოუთქმელი ნეტარებაა, ცრემლი და კვნესა კი არა, სიხარულია, მონობა კი არა, მეფობაა! მე ღვთის მოციქული გეტყვი შენ, ქვრივო, შენი შვილი არ მოკვდება, არამედ დიდებით აღდგება საუკუნო ცხოვრებისთვის, - და შენც მას შეუერთდები. შენცა, მამავ, რომელსაც უმანკო ქალი გაგიუპატიურეს, აღგითქვამ, რომ შენ მას პოვებ გობრონის შროშანაზე უსპეტაკესად. თქვენ, დედებო, რომელთაც ობოლთ წაგართმევენ, თქვენ სევდით მოსილნო, თქვენც, ძვირფას არსებათა სიკვდილის დამნახავნო, თქვენცა მწუხარენო, უბედურნო, მიმძლავრებულნო, თქვენცა, რომელნი უნდა მოკვდეთ, ქრისტეს სახელით გეტყვით მე: გამოფხიზლდებით ძილისაგან და მიეცემით საუკუნო ღვიძილს, ბნელ ღამეს მოჰყვება განთიადი . . .

- ამინ! – დასიძახა რამდენიმე ხმამ . . .

- დამილოცნიხართ, შვილნო ჩემნო, ტანჯვისა, სიკვდილისა და საუკუნო ცხოვრებისათვის. [პეტრე ცოტა ხნის შემდეგ წავიდა, მას ვინიციუსი წამოეწია]. მას შემდეგ რაც ფარდულში მოისმინა მოციქულის ნათქვამი, რისამე თხოვნა ვეღარ გაბედა, მხოლოდ ორივე ხელი პეტრეს მუხლებს მოხვია, ქვითინით მათ შუბლი მიაბჯინა და დუმილით წყალობა შეევედრა.

პეტრემ უთხრა:

- ვიცი, შენ რომ ქალი გიყვარს, წაიყვანეს. ილოცე მისთვის.

- ბატონო, - წაიკვნესა ვინიციუსმა და მოციქულს ხელები უფრო მაგრად მოუჭირა, - ბატონო, მე უმაქნისი ჭია ვარ, შენ კი ქრისტეს იცნობდი, ილოცე, გამოესარჩლე ლიგიას. . .

პეტრემ თვალები დახუჭა. იგი მხურვალედ ლოცულობდა . . .

- ვინიციუს – ბოლოს ჰკითხა მოციქულმა, - გწამს?

- ბატონო, თუ არა მწამდეს, განა აქ მოვიდოდი?

- მაშ ბოლომდე გწამდეს, ვინაიდან სარწმუნოება მთებს დასძრავს, შენ რომ ის ქალი ჯალათის მახვილის ქვეშ დაინახო ან ლომის ხახაში – გწამდეს, ქრისტეს მისი დახსნა შეუძლია, გწამდეს და ილოცე. ხოლო მე შენთან ერთად ვილოცებ.

მან სახე ცისკენ აღმართა და ხმამაღლა თქვა:

- ლმობიერო ქრისტე, გადმოხედე ამ მწუხარე გულს და ანუგეშე იგი! მოწყალეო ქრისტე, განრიდე მწუხარების თასი მონისა შენისაგან. ამინ!

__ ჰენრიკ სენკევიჩი __